„როდესაც ბიზნესს ვიწყებდი...“ -  როგორია საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის კეთება

„როდესაც ბიზნესს ვიწყებდი...“ - როგორია საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის კეთება

access_time2019-03-08 17:00:18

საქართველოში ბიზნესსექტორში ქალების ჩართულობა მამაკაცების წილს ბევრად ჩამორჩება.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული შეხედებულება და სფეროების დაყოფა ქალისა და მამაკაცის საქმედ. ამ სტერეოტიპს დღეს ბევრი ქართველი ქალი არღვევს და ბიზნესს ისეთ სფეროში იწყებს, სადაც მამაკაცები დომინირებენ.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რთულია თუ მარტივი საქართველოში ქალისთვის ბიზნესის კეთება.

-0:12
„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რთულია თუ მარტივი საქართველოში ქალისთვის ბიზნესის კეთება.

ნათია მეფარიშვილი საქართველოში მეწარმე ქალთა საბჭოს თავმჯდომარე:„საქართველოში ქალი მეწარმეები ძირითადად წარმოადგენენ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქალები უმეტესად თვითდასაქმებულები არიან, შესაბამისად ირგებენ ინდ. მეწარმისა და მიკრო მეწარმის სტატუსს. მომრავლდნენ ქალი სტარტაპერები, რაც ძალიან სასიხარულოა, რომლებიც ცდილობენ თავიანთი იდეა ბიზნესად აქციონ და შემდეგ განავითარონ. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ განვითარებისთვის ქალებისთვის ფინანსებზე მეტი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია.

ქალებისთვის, რომ უფრო რთულია ბიზნესის კეთება, ამაზე მთელი თანამედროვე სამყარო საუბრობს, კერძოდ, ევროკავშირი სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით ცდილობს ქალთა როლის ეკონომიკაში გაძლიერებას. უფრო მეტიც, როდესაც ხდება ქვეყნების შეფასება, ეკონომიკური თუ სხვა განვითარების მაჩვენებლებით, ქვეყნისთვის ადგილის მინიჭებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ინდიკატორის თანახმად “ქალებს ბიზნესში” წარმოადგენს. ინდიკატორის მინიჭებისას მნიშვნელოვანია, რომ ქალი თავად იყოს დამფუძნებელი და თავადვე მართავდეს კომპანიას. ჩვენ არ გაგვაჩნია მეწარმე ქალთა რეესტრი, რაც ნიშნავს, რომ ქალთა ინდიკატორის ამ ნაწილს, სადაც საჭიროა სტატისტიკური ინფორმაცია, ვერ ვაკმაყოფილებთ. ეს სტატისტიკური ინფორმაცია მნიშვნელოვანია დონორებთან მიმართებაში და ასევე საჯარო სექტორთან ინიციატივების მხარდასაჭერად, სხვადასხვა ქალებისთვის პროგრამების გააქტიურებისათვის. უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ჩვენი სოციუმიდან გამომდინარე მრავალი შემთხვევაა, როდესაც კომპანია რეგისტრირებულია ქალზე, თუმცა მხოლოდ ფიქტიურად.

მნიშვნელოვან ბარიერებს ჰქმნის სტერეოტიპები (ქალებისთვის ე.წ ტიპიურ, ბიზნესად მოაზრებული სფეროები), გარემო-იფრასტრუქტურა, სამეწარმეო უნარების ნაკლებობა, ფინანსებზე წვდომის ეფექტიანობა. ის რომ, ქალებმა ფეხი მოიკიდეს მეღვინეობაში, მეფუტკრეობაში, ენერგეტიკასა და ლოჯისტიკაში მიგვანიშნებს ქართველ ქალთა გამბედაობაზე ბიზნესში. ქალები თანდათან სცდებიან ე.წ ტრადიციულ სფეროებში საქმიანობას და ირჩევენ კონკურენტულ სექტორებს.

მე ვურჩევდი ყველა დამწყებ მეწარმე ქალს და თუ ჯერ არ არის რომელიმე დარგობრივი ასოციაციის წევრი, აუცილებლად მოიძიოს სასურველი და გახდეს წევრი. ესეთი კავშირები ნიშნავს იყო ეპიცენტრში და ჩაერთო სხვადასხვა ინიციატივებსა თუ აქტივობებში“.

ირმა დაუშვილი, კომპანია ,,დიო’’-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი: „მსოფლიოს ძალზედ ცოტა ქვეყანაში იღებენ ქალები მონაწილეობას ბიზნესში, ისევე სრულფასოვნად, როგორც მამაკაცები. შესაბამისად, ქალი მეწარმეების წინაშე არსებობს საკუთარი თავის სრულად რეალიზების პრობლემათა სპექტრი. ამ სპექტრიდან ტიპიური პრობლემებია ფინანსურ რესურსებზე წვდომა და მეწარმეობის განათლების პრობლემა.


ეს პრობლემები კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არის დიდი გამოცდილება ქალი მეწარმეობის. ასევე ქალების განვითრებას ბიზნესს სექტორში ხელს უშლის განათლების ნაკლებობა. დღეს ახალგაზრდა თაობას აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა ისწავლოს და განვითარდეს. მეტი წვდომა აქვთ ინფორმაციაზე, თუმცა რეგიონებში კვლავ პრობლემად რჩება ტრადიციული მიდგომა ქალის საქმიანობისადმი.

ქალებისთვის განსაკუთრებით მძიმეა გაანაწილოს დრო ოჯახსა და საქმიანობას შორის. მას მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება ოჯახი თუ საქმიანობა, მუდამ გაქვს დანაშაულის გრძნობა საკუთარი შვილების მიმართ, რომ მათ რაღაც დააკელი.

ქალებს ყოველთვის ორმაგად უწევთ შრომა, რომ დამტკიცონ, მათაც შესწევთ უნარი ისევე წარმატებით მართონ ბიზნესი და მოიპოვონ ნდობა საზოგადოებაში. ქალის მიერ წამოწყებულ ინიციატივებს ხშირად ეჭვი თვალით უყურებენ. ასე იყო 25 წლის წინ, როცა ჟალუზების ბიზნესს ვიწყებდი. ცოტას თუ ჯეროდა ჩემი საქმიანობის წარმატების. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხარდაჭერა, რომელიც ხშირად არ აქვთ ქალებს. ზოგჯერ ხელსაც კი უშლიან მის წარმატებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებმა თავად ირწმუნონ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი იდეის განხორციელება. მოიპოვონ ინფორმაცია და ირწმუნონ წარმატების. მეწარმე ქალების ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით, თუმცა რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას დაძლევ, მით უფრო ძლიერდები და უფრო გაბედულად მიდიხარ შენი მიზნისაკენ“.

ნუცა აბრამიშვილი , Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორი: „მე წარმოვადგენ არა მხოლოდ მეღვინეობას, არამედ ტურიზმსა და გასტრონომიას. ამ სფეროში უკვე 8 წელია, რაც ვარ და მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობა-მევენახეობა კაცებით დომინირებული სფეროა, მე ჯერჯერობით სირთულე არ შემქმნია, რაც საქართველოში ძალიან სასიხარულოა.

ჩვენს რეგიონში ჯერჯერობით შემორჩენილია მამაკაცის და ქალის როლის დაყოფა. თითქოს ქალის როლი მხოლოდ ოჯახში უნდა იყოს. თუმცა განვითარებასა და გლობალიზაციის პირობებში ეს სტერეოტიპი ქრება. ვფიქრობ, ქალბატონებმა თავიანთი შესაძლებლობები უნდა გამოიყენონ. ქალბატონებს ძალიან განვითარებული ინტუიცია აქვთ. ბიზნესში განვითარებული ინტუიცია კი მეტად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რისკები ვაბალანსოთ, მოქმედებები სწორდ შევაფასოთ და ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად.

ბიზნესში შეცდომის დაშვების უფლება გვაქვს, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ბიზნესის უკან დგას მთელი რიგი ოჯახების არმია, რომლებიც ჩვენს გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებულები. ამიტომ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება დიდი გამოცდილება და სულ „დრაივში“ ყოფნა.

მაგალითად, მე ბიზნესსა და ოჯახს ერთმანეთს ვუთავსებ. თავად მყავს გოგონა და შესაბამისად, თავიდანვე ვასწავლი, რომ ჯერ აქტიური უნდა იყოს სწავლა-განათლებაში და შემდეგ კარიერაში. მარტივი არ არის, ამას ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ოჯახისა და ბიზნესის გაერთიანება უნდა შევძლოთ. არც მთლიანად ოჯახში არ უნდა ჩავეფლოთ და არც მთლიანად ბიზნესს არ უნდა დავუთმოთ დრო.

მამაკაცური გადმოსახედიდანაც ვიყურები, მარტო ქალის გადმოსახედიდან არა, ამიტომ ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ ქალში იყოს ცოტა მამაკაცური თვისებაც, თუმცა რა თქმა უნდა, ზომიერად, რათა პროცესების წარმართვა და ცხოვრება შევძლოთ.

ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე: „როდესაც ბიზნესის კეთება დავიწყე, ყველაფერი ძალიან რთულად მეჩვენებოდა. დღევანდელ დღესთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა გამოწვევებიც ბევრია. ადრეც და ახლაც პრობლემაა ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. მენტალური გარდაქმნა ვერ მოხდა. სფეროებში, სადაც მამაკაცები არიან დომინირებულები, როდესაც იქ ქალი შედის და ამ სტერეოტიპს არღვევს, მისი მიღება სათანადო დონეზე ვერ ხდება.

რჩება ისეთი განცდა, რომ თუ ქალი წარმატებულია და საქმეს აკეთებს, მის უკან ძლიერი მამაკაცი დგას, ეს შეიძლება იყოს მამა ან მეუღლე. კაცების შემთხვევაში ეს ასე არ არის. თუ კაცი წარმატებულია, ითვლება, რომ მის უკან არავინ არ დგას. ამიტომ მგონია, რომ ეს სტერეოტიპი მაინც არსებობს.

დღევანდელ დღეს რაც მახარებს ისაა, რომ უფრო მეტი ქალი გამოჩნდა, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული. რაც უფრო მეტი ქალი იქნება ჩართული ეკონომიკაში, ძალადობა უფრო შემცირდება, რადგან უფრო დამოუკიდებლები არიან. თუმცა იმისათვის, რომ ქალმა საქართველოში წარმატებული ბიზნესი გააკეთოს, ჯერ კიდე გრძელი გზა გვაქვს გასასვლელი. არ მახსენდება არც ერთი ბიზნესი, რომელმაც კრახი არ განიცადა და შემდეგ ფეხზე არ დადგა. მთავარია მოდომება და საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. წარმატება მხოლოდ ფინანსები არ არის. წარმატებაა შენი საქმის სიყვარული და შენი თავის რეალიზება“.

bpn.ge





მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up