„როდესაც ბაზარზე  დომინანტია საბანკო სექტორი ფინანსების მოძიების ალტერნატივა თითქმის არ არსებობს“

„როდესაც ბაზარზე დომინანტია საბანკო სექტორი ფინანსების მოძიების ალტერნატივა თითქმის არ არსებობს“

access_time2018-03-19 15:01:32

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე  რაიდო კომერსანტის ეთერში, გადაცემაში “ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ სპეციალიტებმა ისაუბრეს.

 

 „რეფორმეტრის“ ხელმძღვანელი გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს დღეს აქვს კაპიტალის ბაზრის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომლის თითქმის 68% შესრულებულია.მიაქაუტაძე აღნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას კონკურენტული საკანონმდებლო ბაზა, რათა მოხდეს კაპიტალის ბაზრის განვითარება.

 

“კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის გარკვეული ცვლიებები განხორციელდა და არის ღონისძებები, რომელიც 2019 წელს უკვე დასრულდება.  შეიძლება ვთქვათ, რომ ამ პერიოდისთვის ეს ბაზა ნორმალური იქნება. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანში არსებობს მიწოდების პრობლემა იმ კუთხით, რომ ჩევნ არ გვყავს იმ დონის კომპანიები, რომლებიც ბაზარზე სერიოზულ ცვლილებებს იწვევდნენ.ვინც გვყავს ისინი ცდილობენ გავიდნენ საზღვარგარეთ, ესეც ერთ-ერთი პრობლემაა.ჩვენ რა ტიპის ეკონომიკაც გვაქვს ისეთივე კაპიტალის ბაზარი გაქვს. როგორ შეიძლება გვქონდეს ძლიან მაგარი კაპიტალის ბაზარი და გვქონდეს სუსტი და ღარიბი ეკონომიკა”, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

 

PMC კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება ემსახურება იმას, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ალტერნატივები თუ როგორ დაზოგოს თანხა, ხოლო ამ დაგროვებული თანხებით შემდეგ კომპანიებმა დაიფინანსონ თავიანთი საქმიანობა. ხიშტოვანის თქმით, წვდომა ფინანსებზე მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება, რაც სარგებელს მოუტანს როგორც მოქალაქეს, ასვე ბიზნესს.

 

“კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ვგულისხმობთ ალტერნატივების შექმნას. ერთის მხრივ ბიზნესს, რომ ჰქონდეს ალტერნატიული საშუალებები მოიზიდოს ფინანსები.  ეს საშუალება შეიძლება იყოს საკუთარი აქციების გამოშვება. ამ მოზიდულ კაპიტალზე ფასი იქნება დაბალი.  მეორე მიზეზი არის ინვესტიციებისთვის ალტერნატივების გაჩენა. რეალურად მე თუ მაქვს ჭარბი შემოსავალი  ეს შემოსავალი უნდა დავზოგო, თუნდაც იმისთვის, რომ სიბერე იყოს უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში ვეძებ ალტერნატივას, როგორ მოვახერხო თანხის დაზოგვა. როდესაც ბაზარზე გყავს დომინანტი საბანკო სექტორი ამ შემთხვევაში ალტერნატივა თითქმის არ არსებობს. აქ საუაბრია იმაზე, რომ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა ბანკში ანაბრის განთავსების გარდა სხვა ფორმით მაოხდინოს  თავის სიბერის დაფინასნება”, - განცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

 


“მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა და თვითონ ამ რეფორმის შემადგენელი კომპონენტების არსებობა, რაშიც საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს” ,- ეს განცხადება თიბისი კაპიტალის დირექტორმა ირაკლი ელაშვილმა რადიო კომერსანტის“ ეთერში გააკეთა.

 

მისი თქმით, კაპიტალის ბაზარი კომპლექსური საკითხია რომლის განვითარებასაც დრო სჭირდება. ელაშივლის თქმით, ბაზარზე კომპანიები უნდა გაჩნდნენ,  რომელთაც სჭირდებათ დამატებითი კაპიტალი და ინევესტორები.

 

“დღეს გვაქვს ბაზარზე ისეთი მდგომარეობა, რომ გარკვეული კომპანიები საკმაოდ გაიზარდნენ. მათ გაეზარდათ მოთხოვნა, რომ დაფინანსდნენ და გაიზარდონ სხვდასხვა პროდუქტებით. მიხვდენ, რომ განსხვაებული პროდუქტით შეიძლება დივერსიფიკაციას მიაღწიონ, თავისი სავალუტო რისკები შეიმცირონ და რაღაც ახალი შესაძლებლობები დაიფინანსონ. მეორეს მხრივ საქართველოში არის გარკვეული ფენა, რომელმაც დააგროვა გარკვეული სიმდირე, ეს სიმდიდრე სადღაც უნდა წავიდეს.  ეს ყველა კომპონენტი ვითარდება, ეს ერთ დღეში ვრ მოხდება. კომპანიების გამჭვირვალობაც საკმაოდ დიდი პრობლემა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლიელბა არის აუდიტის შესახებ კანონი, რომ გარკვეული ზომის კომპანიებს ვალდებულება აქვთ გახდნენ გამჭვირვალეები, რათა აჩვენონ საზოგადოებას თავისი ფინანსები. ეს გარვეულად კორპორაციის მოწყობის სტანდარტს აწევს. ეს საშუალებას იძლევა, რომ გარეშე პირმა, ინვესტორმა, ნებისიერმა ანალიტიკოსმა შეხედოს კომპანიას და მიხვდეს ამ კომპანიაში ღირს თუ არა  თანხების ინევსტირება“,-  განაცხადა ირაკლი ელაშვილმა.

 

PMC კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ კაპიტალის ბაზარი ვერ განვიათრდება თუ არ იქნება საჯაროობა უზრუნველყოფილი. მისი თქმით, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილები საკმარისი არა არის, აღსრულების ნაწილია მნიშვნელოვანი. ხიშტოვანი რადიო კომერსანთან საუბარში ამბობს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების ირიბი ბენეფიციარი კომერციული ბანკებია, რაც მის აზრით პრობლემაა.

 

“ჩემი აზრით ერთ-ერთ მთავრი პრობლემა არის ის, რომ ამ რეფორმის განხილვა ხდება  საბანკო სექტორის გადმოსახედიდან.  კაპიტალის ბაზრის განვითარების  რეალური, ირიბი ბენეფიციარი ისევ დარჩნენ კომპერციული ბანკები. ეს ერთი ძალიან განვითარებული მოთამაშეა ფინასნურ ბაზარზე. თავიანთი დომინანტი პოზიციებით, ბანკები შეიძლება გახდენ ხელის შემშლელი ფაქტორი სხვა სეგმენტების განვითრებისთვის”, -განცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

 

 

“ხელის შემშლელი პირობები ბევრია. პირველი არის ის, რომ ბაზარი ვითარდება და ამას დრო სჭირდება.პრობლემაა ასევე ემიტენეტბის განათლება და მზაობა. მაგალითად თვითონ, რომ გამოუშვა ლარის ობლიგაცია ეროვნული ბანკის რეგულაციის თანახმად, საკრედიტო რეიტინგი  კომპანას უნდა ჰქონდეს ბ მინუსი. თუ ეს პირობა  დაკმაყოფილდა და  კომპანიამ გამუშავა სჯარო ფასიანი ქაღალდი, ამ შემთხვევაში  ეროვნული ბანკი აძლევს მის მყიდველ  ბანკებს რეპო-ოპერაციის საშუალებას. ეს შეზღუდვა არის თითოულ ბანკზე 30%. შეზღუდვის შემოღების მიზეზი იყო ის,რომ არ მომხადრიყო ერთი ბანკის მიერ დომინანტურად ობლიგაციების გამოცემა და  ფასიანი ქაღალდები გადანაწილებულიყო სხვადასხვა მოთამაშეებზე. ბანკების გარდა არიან ლარის სხვა ინვესტორები. ეს ძირითდ საერთაშორისო   ინვესტორებია, მაგრამ საკმოდ მცირე რაოდენობით. მოსახლეობას არ აქვს ნდობა ლარის და ძალიან ჭირს ლარის ობლიგაციის გაყიდვა.  ძალიან ცოტაა იმ ადამინების რიცხვი, რომელიც ლარში გააკეთებდა ინვესტიციას”,- განაცხადა ირაკლი ელაშვილმა


კომერსანტი

 





Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
access_time2019-10-18 14:00:43
თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ  მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა  800 000 დოლარს შეადგენს.   არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს...


მსგავსი სიახლეები

up