როდესაც 10 უმსხვილესი კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესია, ეს ქვეყნის ეკონომიკის სისუსტეა

როდესაც 10 უმსხვილესი კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესია, ეს ქვეყნის ეკონომიკის სისუსტეა

access_time2019-10-30 14:30:14

საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26.6 %-ით გაიზარდა და 25.2 მლრდ ლარი შეადგინა.„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ კომპანიებს აქვთ ბრუნვის ყველაზე დიდი მოცულობა ქვეყანაში. გთავაზობთ 2018 წლის Top-10 კომპანიას ბრუნვის მოცულობით.


როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, ცალკეული კომპანიების შესახებ ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების უფლება მათ არ აქვთ. შესაბამისად, „საქსტატმა“ ბრუნვის მიხედვით ტოპ-10 კომპანიის მხოლოდ ჩამონათვალი მოგვაწოდა და აღსანიშნავია, რომ ეს სიაც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.


აღსანიშნავია, რომ ბრუნვის მიხედვით, 2018 წლის TOP-10 კომპანიას შორის ხუთი აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული. კერძოდ, ესენია: შპს „მარსი“ („კრისტალბეთი“); შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ („ლიდერბეთი“); შპს „ბეთლაივი“ („ბეთლაივი“); შპს „ჩემპიონები 111” („ევროპა ბეთი“) და შპს „ავიატორ“ („აჭარაბეთი“, კაზინო „ავიატორი“).



ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.


2018 წლის ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიათა ჩამონათვალში ორი ადგილი უკავია „სოკარის“ აფილირებულ კომპანიებს. კერძოდ, ესენია - შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, რომლის საქმიანობაც სპეციალიზებულ მაღაზიებში ბენზინით საცალო ვაჭრობაა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ რომლის საქმიანობის სფეროს ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს.


აღნიშნული კომპანიების გარდა, გასული წლის 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე საწარმოთა ჩამონათვალში მოხვდნენ: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“; სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და შპს „ტოიოტა კავკასია“.


bpn.ge





„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up