როცა ვსაუბრობთ 8-9 მილიონ ტურისტზე, პირველ რიგში ქვეყანა ამისთვის უნდა მოვამზადოთ - ია თაბაგარი

როცა ვსაუბრობთ 8-9 მილიონ ტურისტზე, პირველ რიგში ქვეყანა ამისთვის უნდა მოვამზადოთ - ია თაბაგარი

access_time2019-05-11 10:00:57

როგორც ყოველთვის ყველა  სეზონი იწყება სველი წერტილების პრობლემებით, ამ კუთხით ისევ არაფერი გაკეთებულა, რაც გაკეთდა ისიც ფუჭდება. ერთი წელიც არ გასულა, რაც გერგეტზე მისასვლელი გზა დაიგო და ისეთი ხარისხია უკვე ნგრევა დაიწყო.  კატასტროფულ მდგომარეობაშია  დავითგარეჯის გზა  ასე აფასებს შემომყვანი ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი საქართველოს ტურისტული ადგილების მზადყოფნას მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. 



 იზრდება მოლოდინი და კითხვები წლევანდელ აქტიურობასთან დაკავშირებით. როგორი იქნება ეს სეზონი, რა გაუმჯობესდა წინა ტურისტული სეზონის შემდეგ და რამდენ დამსვენებელს უნდა ეოლოდონ  2019 წელს,საქართველოს კურორტები და ღირსშესანიშნავი ადგილები . ია თაბაგარი „კომერსანტთან“ საუბარში  იმ რამდენიმე მნშვნელოვან პრობლემას იხილავს, რამაც მისი აზრით შესაძლოა წლევანდელ სეზონში ტურისტების უკმაყოფილება, ან მათი სიმცირე გამოიწვიოს, მიუხედავდ იმისა, რომ ტურისტების დაინტერესება საქართველოს მიმართ ძალიან დიდია.



„მოახლოებული ტურისტული სეზონისთვის მოლოდინები თითქოს კარგია, თუმცა უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. პირველ რიგშია ინფრასტრუქტურული პრობლემები  და როგორც ყოველთვის ყველა  სეზონი იწყება სველი წერტილების პრობლემით, ამ კუთხით ისევ არაფერი გაკეთებულა, რაც გაკეთდა ეგეც ფუჭდება. ერთი წელიც არ გასულა, რაც გერგეტზე მისასვლელი გზა დაიგო და ისეთი ხარისხია უკვე ნგრევა დაიწყო.  კატასტროფულ მდგომარეობაშია  დავით გარეჯის გზა,  მიკროავტობუსის მძღოლებიც კი უარს ამბობენ იქ წასვლაზე მიუხედავად იმისა, რომ მათ ფულს უხდიან. ჯავახეთი, ბავრა,  ყაზბეგის მონაკვეთი ძალიან მოუვლელია. როცა ვლაპარაკობთ 8 და 9 მილიონ ტურისტზე, პირველ რიგში ქვეყანა ამისთვის უნდა მოვამზადოთ. გარდა ამისა რაღაცები შენდება ისე, რომ არავის არაფერს არ ეკითხებიან, არც ეკოლოგებს, არც გარემოს დამცველებს და არც ტურიზმის ექსპერტებს . მაგალითად დაშბაშის კანიონზე მასშტაბურ პროექტს ახორციელებენ მაშინ, როდესაც ეკოტურიზმზე ვლაპარაკობთ, კონსტრუქცია შუშის ხიდებითა და გადმოსახედებით ამ ადგილისთვის დამანგრეველია  და ესა არაფერში  სჭირდება ქართულ ტურიზმს. კანიონი პატარაა და ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო ის, რომ დაშბაში ყოფილიყო დაცული ტერიტორია.  დაცულ ტერიტორიაზე ყველაფერი არის შეზღუდული. მოარული ხმები იმასაც ამბობენ, რომ აქ ვიღაც უზარმაზარ სასტუმროსაც აშენებს.“ - განმარტავს ია ტაბაგარი „კომერსანტთან“ საუბარში




ია თაბაგარი კულტურული ძეგლების მონიტორინგზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა ამ ძეგლებისთვის ნამდვილად არ იქნება პოზიტიური მოვლენა, თუკი ეს  მემკვიდრეობა შესაბამისად  დაცული არ იქნება.



„ჩემთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია კულტურის ძეგლები,ამ ობიექტებზე ზედამხედველობა  არ არის. ტურისტები დახტიან, დარბიან და ანგრევენ მეთერთმეტე საუკუნის ქვევრებს. ანანურის კედლები ინგრევა იმიტომ, რომ გალავანზე დადიან . რაც უფრო იზრდება ტურისტების რიცხვი მით უფრო  ჩვენი პრობლემები იზრდება.“ - აცხადებს ია თაბაგარი



მარიამ მორგოშია





პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up