„როცა სახელმწიფო ამბობს, რომ საპენსიო რეფორმა რისკების პრევენცისთვისაა, სინმადვილეში ის  პასუხისმგებლობას იხსნის ფისკალურ წნეხზე, რაც მომავალში იქნება“

„როცა სახელმწიფო ამბობს, რომ საპენსიო რეფორმა რისკების პრევენცისთვისაა, სინმადვილეში ის პასუხისმგებლობას იხსნის ფისკალურ წნეხზე, რაც მომავალში იქნება“

access_time2018-12-17 18:00:24

­­დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და ალტერნატიული მოდელები, ამ საკითებზე ისაუბრეს გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“.  ლევან ქისტაურის კითხვებს გადაცემის სტუმარი ეკონომიკის ექსპერტი თორნიკე ჩივაძე პასუხობდა.


 „როცა სახელმწიფო ამბობს,რომ ეს რეფორმა რისკებისგან თავდაცვისთვის გვჭირდება, სინმადვილეში იგი  პასუხისმგებლობას იხსნის იმ ფისკალურ წნეხზე,რაც მომავალში იქნება. ჩვენ რომ ინდივიდებზე გადაგვაქვს პასუხისმგებლობა, რის შედეგადაც სახელმწიფოს ფისკალური წნეხი აღარ ექნება, იმას ხომ არ ნიშნავს,რომ პრობლემები აღარ იქნება.


მთავრობა რეფორმის შესახებ ამბობს,რომ სამსვეტიანია, სინამდვილეში არ არის სამსვეტიანი. ამბობენ,რომ პირველი სვეტი საბაზისოა, მეორე დაგროვებითი და მესამე,რომელიც ისედაც არსებობდა, კერძო საპენსიო ფონდი.  ფრაქციას ქართული ოცნება სოციალ დემოკრატები შეტანილი აქვს ალტერანტიული კანონი. რომლის თანახმადაც,  ნამდვილად სამი სვეტი გვექნება. პირველ სვეტში საბაზისო პენსიის ინდექსირების ორი მექანიზმი გვაქვს, რაც გულისხმობს დღევანდელი პენსიას, ინფლაციას + 3%. 200 ლარიდან იწყება დათვლა და ნავარაუდები ინფლაციის მიხედვით, ყოველწლიურად სამი პროცენტით გაიზრდება.



მეორე სვეტია თაობათა შორის სოლიდარობის სვეტი. რომელიც მთავრობის მიერ შემუშავებულ სქემაში არ გვაქვს მოცემული. მესამე სვეტში კი დასაქმებული 2%-ს იხდის. სამივე სვეტი სავალდებულოა.ჩვენ ვთქვით უკვე, რომ დასაქმებულთა დიდ უმრავლესობას დაახლოებით, 90%-ს სჭირდება 15 წელი მაინც, ამ დაგროვებითი  სისტემის არსებობის პირობებში, რომ მიიღოს მეტნაკლებად ღირსეული პენსია.


ჩვენი სქემის მიხედვით კი, ჩვენ ვაფინანსებთ ჩვენი მშობლების თაობას, ჩვენ -  ჩვენი შვილების თაობა.ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაციას და მეორეც, მოკლევადიან პერსპექტივაში, შეგვიძლია პენსიონერებს შევთავაზოთ ღირსეული პენსია.  გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც კეინსი ამბობს, ყველანი მოვკვდებით,“ - ამბობს თორნიკე ჩივაძე.


კომერსანტი

 

 



თეგები:
პენსია



შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
access_time2019-05-19 21:53:45
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს.   „2019 წლის 18 მაისს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო...

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...


მსგავსი სიახლეები

up