„როცა რუსები წავლენ ქვეყნიდან, ყველაფერი შეიცვლება, ამიტომ არამგონია ღარიბაშვილს ამ მაჩვენებლებში რაიმე საამაყო წვლილი ჰქონდეს“ - ფინანსისტი

„როცა რუსები წავლენ ქვეყნიდან, ყველაფერი შეიცვლება, ამიტომ არამგონია ღარიბაშვილს ამ მაჩვენებლებში რაიმე საამაყო წვლილი ჰქონდეს“ - ფინანსისტი

access_time2023-02-06 17:30:29

ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ მაჩვენებლებში ერთადერთი საამაყო მაღალი ეკონომიკური ზრდაა, რომელიც ძირითადად რუსების დამსახურებაა და არა მთავრობის მიერ შემუშავებული მდგრადი ეკონომიკური მოდელის.


„ეკონომიკური ზრდა ნამდვილად მაღალია, ამაში პრემიერს ვერ შეეკამათები, მაგრამ ძირითადად იმის გამო, რომ ბევრი რუსია ჩამოსული და აქ ხარჯავს თავის დანაზოგს და არა მთავრობის პოლიტიკის გამო. მდგრადი ეკონომიკური მოდელი ქვეყანაში არ არსებობს.  მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს მთავრობის ქმედებების მიუხედავად, მათ ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ. რაც შეეხება სიღარიბეს, მისი გაზომვა არის ძალიან მანიპულაციური. სიღარიბეს ზომავენ თუ გაქვს შემოსავალი რაღაც კონკრეტული თანხის ქვემოთ, რომელსაც თვითონ აწესებენ. უმუშევრობის დათვლაშიც არის პრობლემა, რადგან ეს არის თუ რამდენი ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს იმასთან შედარებით თუ რამდენი ეძებს. რამდენი ეძებს ეგ ციფრი შეიძლება შემცირდეს კიდევაც და შესაბამისად უმუშევრობის თვალსაზრისით უკეთესი სურათი დაიხატოს. თუმცა სამუშაოს მაძიებელთა რიცხვის შემცირება შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ ხალხი გაქცეულია ქვეყნიდან ან სოციალურ გადახდებზე ყოფნა ურჩევნია ვიდრე სამსახურის ძებნა და ა.შ. 



პრემიერის ჩამონათვალში ერთადერთი საიმედო ციფრი არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ნამდვილად მაღალი გვაქვს, მაგრამ როგორც კი რუსები წავლენ ქვეყნიდან, ყველაფერი შეიცვლება, ამიტომ არამგონია ღარიბაშვილს ამ მაჩვენებლებში რაიმე საამაყო წვლილი ჰქონდეს. ეკონომიკური ზრდა გვაქვს უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენების გამო,“  აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.



ეკონომისტი აკაკი ცომაიაც ვერ ხედავს 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდაში მთავრობის წვლილს და პრემიერის სიამაყის მიზეზს. მისი თქმით, გასულ წელს არც ეკონომიკის სტრუქტურა შეცვლილა და არც დიდი ტექნიკური პროგრესი გვქონია და რასაც ადრე ვაკეთებდით, იგივე კეთდებოდა.


„მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება რომ იყოს, მთავრობამ ან ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეცვალოს ან ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს, რომლებსაც ასეთი სწრაფი შედეგი არ აქვთ. ამიტომ სიამაყის საფუძველი არ აქვთ, რადგან, შარშანდელ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არაფერ შუაშია. 


გასულ წელს ორნიშნა ზრდა განაპირობა პანდემიის შემდგომმა პერიოდმა, რადგან ეს ისედაც მოსალოდნელი იყო და ასევე ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დიდი რაოდენობა შემოვიდა ქვეყანაში და უპრეცედენტოდ გაიზარდა ფულადი გზავნილები. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რამაც ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი განაპირობა. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, ესეც ერთგვარი მანიპულაციაა“, - განმარტა აკაკი ცომაიამ.









ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up