როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს

როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს

access_time2020-05-29 10:00:32

ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი და უკრაინული გრივნა - აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული რუსული რუბლი, თურქული ლირა - დაახლობით 16%-ით, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ინფორმაციას რეგიონში არსებული ეროვნული ვალუტების ცვლილების შესახებ, ეკონომიკური კვლევის ცენტრი აქვეყნებს.


ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ რეგიონში ლარის კურსის ყველაზე მეტად გაუფასურებაში წვლილი ეროვნულ ბანკს და მთავრობას თანაბრად მიუძღვით.  


„რეგიონში ლარის კურსის ყველაზე მეტად გაუფასურება არა მარტო ეროვნული ბანკის დამსახურებაა, არამედ ზოგადად ხელისუფლების. კობა გვენეტაძემ წინამორბედზე უარეს მდგომარეობაში ჩააგო ლარი. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის ორნიშნულიანი ზრდა არ გვქონია, ციფრები კი არ იტყუება, ეკონომიკური შედეგები სამარცხვინო გვაქვს, არადა ჩვენ გვინდა, რომ დანარჩენ სამყაროს დავეწიოთ. მაშინ როცა 4-5%-იანი ზრდა არის, რომელიც ქართული ოცნებისთვის მაღალ მაჩვენებლად ითვლება, ასეთი ზრდის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპას მხოლოდ 50 წელიწადში დავეწევით, დასავლეთ ევროპაზე კი საუბარიც ზედმეტია. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი კორონავირუსის და ზოგადად პანდემიამდე პერიოდშიც, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული, დამნაშავე კი მთვრობის და ეროვნული ბანკის უადგილო გადაწყვეტილებებია. ამიტომ ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად, როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ რომ სებ-ი თავს ართმევს კრიზისს, როცა მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი გაცამტვრებულია“, - განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.


ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ეთანხმება კვლევას, რომ ქართული ლარი, იმაზე მეტად არის გაუფასურებული ვიდრე ჩვენი რეგიონის და განვითარებადი ქვეყნების ვალუტების უმრავლესობა. მისივე თქმით, ლარის ასეთი მკვეთრი გაუფასურება პანდემიის გარდა საბანკო რეგულატორის არასწორი ნაბიჯების შედეგია.



„ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ჩვენი სამეზობლო და მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის ვალუტები. მაგალითად ავიღოთ სომხეთი, ბოლო 2 წლის განმავლობაში სომხური დრამი 20%-ით გაუფასურდა, ლარი კი 70-80%-ით, დრამის მსგავსად იგივე შეგვიძლია ვთქვათ აზერბაიჯანულ მანათზეც. თუ რუსულ რუბლს დავაკვირდებით, მართალია ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუფასურდა, მაგრამ წლების ჭრილში იქაც სადღაც 20-25%-ით იყო გაუფასურება, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იქ სულ სხვა ეკონომიკა და სხვა პროცესებია. ეროვნულ ბანკში, როდესაც რაღაცას შიგნით ვერ აკეთებენ, სხვადასხვა განცხადებებით ცდილობენ თავის დაღწევას. ყველაფერი საბოლოოდ კორონავირუსს დაბრალდა, თითქოს იგივე პანდემია სომხეთში და სხვა ქვეყნებში არ არის, თუ ვირუსის მონაცემებს გავყვევით, ეს გლობალური პრობლემა უფრო მეტად სწორედ ჩვენს მეზობელს უდგას, ვიდრე ჩვენ. პირადად მე, არ მიმაჩნია სწორად ჩვენი რეგულატორის არც მოქმედება და არც მისი შეფასება ლარის კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.


აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველო და მეზობელი ქვეყნები“, პანდემიამ საგარეო ვაჭრობაზეც უარყოფითი გავლენა იქონია. გარდა ამისა, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების შემცირება თებერვალში (-0,7%) დაიწყო, მარტში (-62.3%) და აპრილში (-94.5%) ვიზიტებმა მკვეთრად დაიკლო, რაც ჩაკეტილი საზღვრების და შეჩერებული ავია მიმოსვლის ლოგიკური შედეგი იყო. ასევე 43.2%-მდე გაიზარდა გზავნილების სხვაობა 2020 და 2019 წლის აპრილის თვეებს შორის. ინფლაციის მაჩვენებელი კი 5%-ს მიუახლოვდება.


თუმცა კვლევის მიხედვით, რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ცუდი მდგომარეობაში ეროვნული ვალუტა აღმოჩნდა, რომელიც იანვრიდან მაისამდე მკვეთრად გაუფასურდა.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up