businessfeed : როცა ეროვნული ბანკი დოლარებს ყიდის

businessfeed : როცა ეროვნული ბანკი დოლარებს ყიდის

access_time2021-02-14 14:00:47

2021 წლის დასაწყისიდან ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე უკვე 80 მილიონი დოლარი აქვს გაყიდული. ეს არის ის თანხა, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს მიაწოდა და ის ცოტა არ არის. ამგვარ ინტერვენციებს სებ-ი იმ შემთხვევაში ახორციელებს, როცა მიიჩნევს, რომ ლარი უცხოური ვალუტის მიმართ იმდენად გაუფასურდა, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის საფრთხე გაჩნდა, ანუ პროდუქციის გაძვირებამ ინფლაციის რისკი შექმნა. ამ დროს ეროვნული ბანკი ყიდის დოლარს და ყიდულობს ლარს.

 

ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქცია არის ინფლაციის მართვა და არა ლარის კურსის დადგენა. ამიტომაც სებ-ი აცხადებს, რომ ის არანაირ გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესზე. ლარის კურსი ე.წ. თავისუფალი ცურვის რეჟიმში ყალიბდება. როგორც ვთქვით, ეროვნული ბანკი მხოლოდ მაშინ ერევა ამ პროცესში, როცა მოსალოდნელია მაღალი ინფლაცია.

 

თავისუფალი ცურვის რეჟიმი გულისხმობს, რომ ლარის კურსს დოლარის მიმართ ადგენს სავალუტო ბაზარი. თავის მხრივ, სავალუტო ბაზარი შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შედის.



ეროვნული ბანკი დოლარის გასაყიდად ატარებს სავალუტო აუქციონს. აუქციონის ჩატარების შესახებ ის წინასწარ შეტყობინებას უგზავნის კომერციულ ბანკებს. გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება აუქციონის მომდევნო საბანკო დღეს ხდება. ბაზარზე ვაჭრობა Bloomberg-ის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს. დადებული გარიგების მიხედვით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი აშშ დოლარის მიმართ, რომელიც ოფიციალურ გაცვლით კურსად ცხადდება შემდგომი დღისთვის.


 

2020 წელი, ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო საქართველოსთვის. ეკონომიკურმა კრიზისმა ცხადია, იმოქმედა ლარის კურსზე და ის მთელი წლის განმავლობაში ვარდნის რეჟიმში იყო. შემცირდა საგარეო ვაჭრობა, შესაბამისად, ნაკლები ვალუტა შემოვიდა ქვეყანაში.  ტურიზმის ჩავარდნის გამო ქვეყანამ 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დაკარგა, იკლო უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ.  ასევე, მინიმუმამდე დაეცა უცხოური ინვესტიციების მოცულობა. ამ ყველაფერმა ქვეყანაში ვალუტის დეფიციტი შექმნა, რაც ლარის დევალვაციის წინაპირობას ქმნის. ამიტომ სებ-მა, დოლარის დეფიციტის შესამცირებლად და კურსის დასასტაბილურებლად, 2020 წელს ბაზარს სავალუტო რეზერვებიდან 916 მილიონი დოლარი მიაწოდა, ანუ  დოლარის გაყიდვა მოუწია.

 

თუმცა, ეკონომიკური ვარდნის პირობებში ეს დროებითი ღონისძიებაა. ამას აჩვენებს ბოლო დროს დოლარის მიმართ ლარის კურსის ცვლილება. 2020 წლის 1-ელ იანვარს 1 დოლარი 2,8661 ლარი ღირდა. 2021 წლის 8 თებერვლის კურსი 3,3215 ლარია. და ეს მაშინ, როცა სავალუტო რეზერვებიდან მილიარდზე მეტი დოლარი არის გახარჯული.

 

ეკონომიკური ექსპერტები სებ-ის მიერ დოლარის გაყიდვას არასწორად მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ სავალუტო რეზერვების ხარჯვა და ამ გზით ლარის კურსის ვარდნის შეჩერება დროებითი ღონისძიება იქნება, თუ ქვეყნის ეკონომიკა არ გაუმჯობესდება. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკისა და ეროვნული შემოსავლების ზრდის გარეშე ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა მუდმივად საფრთხის ქვეშ იქნება.

 

„ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციები გამართლებულად არ მიმაჩნია. ლარის გამყარებისთვის ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შევცვალოთ. ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე გამონაკლის შემთხვევებში უნდა ჩაერიოს. ერთი წლის განმავლობაში სებ–ს უკვე მილიარდამდე დოლარი აქვს გაყიდული. ეს არის  სავალუტო ბაზარზე უხეში ჩარევა, როცა კურსის დაჭერა ამდენი გვიჯდება. ეს არ მოხდებოდა, ამდენი ფულის ხარჯვა არ იქნებოდა საჭირო, მთავრობას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა რომ ჰქონოდა. გამოდის, რომ მთავრობა იღებს მილიონობით ვალს სავალუტო ფონდიდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იმისთვის, რომ ლარის კურსი დაიჭიროს. ამ ვალის გადახდა კი ჩვენს შვილებს დაეკისრებათ. არ არის ეს გამართლებული“, – ამბობს ეკონომიკური ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ინტერვენციები წელსაც გაგრძელდება. კობა გვენეტაძის თქმით, ამისთვის სებ-ს დოლარის საკმარისი რესურსი აქვს. რა მოცულობით გამოიტანს დოლარს, ამის წინასწარ თქმა სებ-ის პრეზიდენტს უჭირს, რადგან ბაზარზე კვლავ არასტაბილური სიტუაციაა და პროგნოზის გაკეთება რთულია.

 

„ჩვენ გვაქვს საშუალება, გავაგრძელოთ ინტერვენციები ისე, რომ ძალიან არ შემცირდეს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები. ჩვენი შემდგომი აქტივობა საგარეო სექტორის დინამიკაზე, ბაზრის მოლოდინებზე, ტენდენციებსა და ეკონომიკის აღდგენის სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე კონკრეტული ნიშნული გაცვლით კურსთან დაკავშირებით, როცა მონაწილეობას იღებს ბაზარზე. ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას, რაც აუცილებელია შოკებთან გასამკლავებლად“, – აღნიშნავს კობა გვენეტაძე.


წყარო: businessfeed




ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up