„როცა ელექტროენერგიას ვერ აწარმოებ, როცა იმპორტი სწრაფად იზრდება, შეიძლება ამან ტარიფის მატება გამოიწვიოს“

„როცა ელექტროენერგიას ვერ აწარმოებ, როცა იმპორტი სწრაფად იზრდება, შეიძლება ამან ტარიფის მატება გამოიწვიოს“

access_time2019-07-23 16:00:37

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები გაიზარდოს, თუმცა არა ლარის გაუფასურების გამო. როგორც კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტარიფების მატება შესაძლოა მოხმარების სწრაფმა ზრდამ და იმპორტის ზედამ გამოიწვიოს.


რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, როგორც დეპუტატი ამბობს, მას აქვს მოლოდინი, რომ ლარი დასტაბილურდება.


„ზოგადად ლარის კურსთან მიმართებაში, განმეორებადი ინფორმაციები ადამიანს ბეზრდება და თითქოს ეფექტურობასაც კარგავს. მაგრამ როდესაც საუბარია, რომ არის გარკვეულწილად მონაწილეობა მოლოდინების, ამ შემთხვევაში გვქონდა ჩვენ ამასთან ადგილი, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც დავუშვათ 100 ლარიც კი ჰქონდა გადანახული, როდესაც წავა და ფიქრობს დოლარი შეიძინოს, რადგანაც მიმდინარე მოვლენების გამო შეიძლება გაუფასურება მოხდეს, ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს უკვე დოლარზე და მის დეფიციტს ქმნის. მაგრამ ეს არ არის გრძელ ვადაში გაგრძელებადი მდგომარეობა. ველოდები რომ დასტაბილურდება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.



დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების გამო, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის საჭიროებას ის ამ წუთას ვერ ხედავს.


„რაც შეეხება ტარიფს, მისი ზრდა სამომავლოდ გამორიცხული არაა ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი ტემპებით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. როდესაც შენ ვერ აწარმოებ ელექტროენერგიას, როდესაც იმპორტი ძალიან სწრაფად იზრდება და ამაზე დამოკიდებული ხდები, შეიძლება ამან მატება გამოწივიოს, მაგრამ ახლა პირდაპირ თქმა ამის არ შეიძლება. მე არ გამოვრიცხავ. ლარის გაუფასურების გამო ტარიფის ზრდის საჭიროებას, მე ამ წუთას ვერ ვხედავ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ვხედავ ამას გაზრდილი მოხმარებიდან და მისი შეუსაბამო ჩვენი გენერირებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.



BFM






დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up