„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე

„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე

access_time2021-01-20 10:00:55

„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიზნესი ხელისუფლებას მძიმე მდგომარეობაში ყოველთვის გვერდში დაუდგება, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტია იქნება ქვეყნის მმართველი.


„როდესაც მე და არამარტო მე, პრემიერი გავამხნევეთ, მაშინ ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის დაახლოებით 2-3 ათასი  შემთხვევა იყო დაფიქსირებული და სხვა მრავალი პრობლემა იყო დაგროვილი. ნებისმიერ დროს, როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, დღეს იქნება ეს, 10 თუ 20 წლის მერე, როცა ისეთ მწვავე ვითარებაში იქნებიან, როგორშიც ამ ადამიანებს პანდემიის პერიოდში მოუწიათ ყოფნა, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ და ეს არის აბსოლუტურად ადამიანური და ცხოვრების სწორი წესით ნაკარნახევი ნაბიჯი. ჩვენ არავის აპოლოგეტობას არ ვაპირებთ და ყოველთვის ვაფიქსირებთ იმას, რასაც ვფიქრობთ და თუ მძიმე მდგომარეობაში ერთმანეთს გვერდში დავუდგებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ფაქტორებით უნდა იქნას ახსნილი“,  განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


ბიზნესმენი ამბობს, რომ 2020 წელი განსაკუთრებული და სრულიად გამორჩეული წელი იყო. სოსო ფხაკაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ქართული ბიზნესი ღირსეულად გაუმკლავდა:



„ბუნებრივია იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს გარემო პირობები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ადაპტირდეს არსებულ ვითარებასთან. მესმის, რომ სოციალურად და ეკონომიკურად რთულია იმ ვითარებასთან მოახდინო ადაპტირება, რომელიც 2020 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ალბათ მაინც ეს არის. თავიდან რთული წარმოსადგენი იყო, როგორ მოხდებოდა ამ პროცესებთან შეგუება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ქართულმა ბიზნესმა ღირსეულად გაიარა. განცდები და მოლოდინები ბევრად უფრო დადებითია, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ იყო, 2021 წელი 2020 წელს მნიშვნელოვნად აჯობებს. ვფიქრობ, რომ 2021 წელს უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ  და უფრო კარგი წელი იქნება. მე ოპტიმისტი ვარ და გეტყვით, რომ ბიზნესი ოპტიმიზმზე კეთდება, ბიზნესი არ კეთდება მხოლოდ ფინანსურ და ბიზნეს გეგმებზე. ოპტიმიზმის გარეშე არაფერი გამოდის, სწორედ ამიტომ მინდა, რომ 2021 წელი იყოს ძალიან კარგი“,- განმარტავს სოსო ფხაკაძე.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up