“კომერსანტის“ ექსკლუზივი: პუშკინის ქუჩა N17-ის, რკინის ცნობილი კონსტრუქცია მალე მრავალფუნქციური შენობით ჩანაცვლდება

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: პუშკინის ქუჩა N17-ის, რკინის ცნობილი კონსტრუქცია მალე მრავალფუნქციური შენობით ჩანაცვლდება

access_time2019-04-25 12:00:52


თავისუფლების მოედანზე, პუშკინის N 17-ში, ცნობილი რკინის კონსტრუქციების ნაგებობის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. ეს ტერიტორია დღემდე მენაშენეთა ამხანაგობა პუშკინის 17-ს ეკუთვნის, თუმცა წლებია რკინის კონსტრუქცია ხელსეუხებელია.


როგორც „კომერსანტისთვის“  გახდა ცნობილი პუშკინის N 17-ში მრავალფუნქციურ კომპლექსს  შპს სტუდია 9 ააშენებს, რომლის დირექტორიც ზურაბ წიკლაურია. თბილისის არქიტექტურის სამსახურთან  ამ ეტაპზე უკვე შეთანხმებულია კონცეფცია, თუმცა სხვა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება.  


 პროექტის მთავარმა არქიტექტორმა  მამუკა ჩხაიძემ კომერსანტთან საუბარში მხოლოდ ის გაამხილა, რომ შენობა მოიცავს როგორც სავაჭრო ცენტრს, ასევე ოფისებს და შესაძლოა სასტუმროს ფუნქციაც შეითავსოს.



„კონცეფცია უკვე შეთანხმებულია, ანუ ესკიზური პროექტი შეთანხმდა მერიასთან. ჯერჯერობით სხვა ყველაფერი დამუშავების პროცესშია. სანამ პროექტი შეთანხმება უნდა მოხდეს დემონტაჟი ამ რკინის კონსტრუქციების. ახალი შენობა იქნება მრავალუნქციური, სადაც პირველ სართულზე იქნება სავაჭრო სივრცე, ზედა სართულებზე კი ოფისები და ასევე შეიძლება სასტუმროც იყოს. რამდენსართულიანი იქნება შენობა ჯერჯერობით ვერ გეტყვით,“- განაცხადა პროექტის მთავარმა არქიტექტორმა მამუკა ჩხაიძემ.



კომერსანტმა მერიის არქიტექტურული სამსახურის ვებგვერდზეც მოიძია ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია  წარმოდგენილი ესკიზური პროექტით ხდება პუშკინის დაღმართისა და დიუმას ქუჩის დაკავშირება, შიდაგამჭოლი საფეხმავლო გასასვლელით, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებული ბაქნის ქვეშ არის მოქცეული.


მარიამ მორგოშია



თეგები:
მშენებლობა



ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...


მსგავსი სიახლეები

up