სახელმწიფო რკინიგზა კვლავ ზარალზეა. 2020 წლის 9 თვეში კომპანიას 117 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 49 მლნ ლარით მეტია.
წლის მესამე კვარტალში შემცირდა კომპანიის შემოსავლებიც და 118.4 მლნ ლარი შეადგინა რაც მეორე კვარტალთან შედარებით 3%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ჯამში 9 თვეში კომპანიამ 363 მლნ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. მცირდება კომპანიის EBITDA და კლება 9 თვეში 2%-ია.
რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად სატვირთო გადაზიდვებზე მოდის. კერძოდ 9 თვეში სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი მთლიან შემოსავლებში 64%-ს შეადგენდა.
პანდემიის ფონზე შემცირდა მგზავრთა გადაყვანით მიღებული შემოსავალი და მისი წილი მთლიან შემოსავლებში 7%-დან 3%-მდე შემცირდა.
სატვირთო გადაზიდვებიდან კომპანიამ 9 თვეში 6 მლნ ლარით - 3%-ით მეტი მიიღო, ვიდრე 2019-ში.
წყარო: GBC