Black Eyed Peas-ის კონცერტისთვის რკინიგზა  ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

Black Eyed Peas-ის კონცერტისთვის რკინიგზა ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

access_time2019-06-11 16:10:43

ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 14-17 ივნისს თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ.


როგორც რკინიგზაში განმარტავენ, Black Sea Arena სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ, „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.


მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:




ამასთანავე, 17 ივნისს, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და 10 წუთიანი გაჩერება ექნება.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.


ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.


GBC




თეგები:
Black Eyed Peas



Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

ლაშა პაპაშვილი:„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს“

ლაშა პაპაშვილი:„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს“
access_time2019-06-27 11:00:18
„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთმა პირდაპირი ავიარეისები კი აკრძალა, მაგრამ ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა. „ რუსებმა ტრანზიტული ქვეყნებიდან საქართველოში 6-7 წელი იფრინეს....


მსგავსი სიახლეები

up