საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა. საქართველო - აზერბაიჯანის ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული სახელმწიფო და კერძო კომპანიების შეთანხმებით, აღნიშნული ტვირთების პერმანენტული გადაზიდვისათვის “ვოლგა დონის” საზღვაო მარშრუტთან მიმართებაში სეზონური და გამჭოლი ტარიფი შეიმუშავეს, რითაც წლის განმავლობაში “ვოლგა დონის” მარშუტთან კონკურენცია შესაძლებელი გახდა.
კომპანიის ცნობით, ტარიფებზე „საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივით შეთანხმდნენ. რის შემდეგაც დაინტერესებულ მხარეებთან იწყება მოლაპარაკებები და იმედოვნებს, რომ დამატებით 250 000 – 300 000 ტ ნავთობპროდუქტების მოზიდვას შეძლებს, რაც დამატებით 10 მლნ ლარის შემოსავალს ნიშნავს.
საქართველოს დერეფანის მთავარი კონკურენტი „ვოლგა- დონის“ არხია, რომელიც ზამთარში იყინება და შესაძლებლობა იძლევა ტვირთის ნაწილი საქართველოში გადმომისამართდეს. ახალი შეთანხმება ჩვენს დერეფანს სხვა შემთხვევებში კონკურენტულს ხდის.
Gbc.ge