РЖД-Партнер: ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა არ გაიხსნება

РЖД-Партнер: ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა არ გაიხსნება

access_time2021-02-17 18:00:20

იანვრის დასაწყისში რუსეთის, აზერბაიჯანი და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს ქვეყნებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე განცხადება გაკეთდა. რამდენიმე დღის წინ კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საკუთარ ტერიტორიაზე არსებული რკინიგზის გახსნის სურვილის თაობაზე მიმართვა გაუგზავნა.


რუსეთის რკინიგზის საიტმა РЖД-Партнер ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო განვითარების ცენტრის დირექტორის დიმიტრი სოლონიკოვის აზრით დაინტერესდა. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პროექტს ერთი მონაწილე ქვეყანა აკლია.


რა მდგომარეობაშია რკინიგზა რომელსაც, ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის აზრით, რუსეთის და სომხეთის დაკავშირება შეუძლია?


სავარაუდოდ მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში რკინიგზა თითქმის არ არსებობს. ისევე, როგორც ნებისმიერი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ყოფილ სსრკ-ში, ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთიც დიდ ინვესტიციებს საჭიროებს. თუმცა, ბოლომდე დანგრეული მაინც არაა, სოხუმიდან და გაგრიდან რუსეთის მიმართულებით მიმოსვლა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. თუმცა სატრანზიტო ფუნქციის შესრულებისთვის გზა მაინც მზად არაა და ზოგადად, მოძრაობის აღდგენის პროექტი შესწავლას საჭიროებს.


ჯერ ერთი ის, რაც საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა, დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება, მეორეც - ამ საკითხში მნიშვნელოვანია, არა რუსეთის თანხმობა ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, არამედ საქართველოს მონაწილეობა ამ პროექტში.


რა თქმა უნდა, არც ერთი რუსი სპეციალისტი  საქართველოს რკინიგზის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასთან დაშვებული არ იყო და სავარაუდოდ, ეს არც უახლოეს პერიოდში არ მოხერხდება.


ოკუპირებულმა აფხაზეთმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთს და სომხეთს შორის მიმოსვლის აღდგენაში მომაწილეობა მიიღოს. რაშია ამ ინიციატივის რეალიზების სირთულე?


სირთულე გეოგრაფიული ხასიათისაა. ოკუპირებული აფხაზეთი სომხეთს არ ესაზღვრება და სოხუმის სურვილი ამ შემთხვევაში საკმარისი არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მივესალმებით ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის გახსნის იდეას, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის პოზიცია აქ საკმარისი არაა.


მაშინ რატომ გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა ასეთი განცხადება?



გასაგებია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას საკუთარი ეკონომიკის გამოცოცხლება სურს, ამიტომაც პარლამენტი ნებისმიერი ინიციატივებით გამოვა, მათ შორის სხვა ქვეყნებთან სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის თაობაზე. სხვა რა გზა აქვთ?


როგორი იქნება საქართველოს რეაქცია ამ წინადადებაზე?


საქართველოსთვის ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი არ არსებობს, ამიტომაც არანაირი რეაგირება არ იქნება.


გამორიცხულია სომხეთის ხელისუფლებამ ეს პოლიტიკური რეალობა არ იცოდეს. მაშინ რაში სჭირდება ერევანს ამ ტიპის პროექტებში მონაწილეობა?


იმიტომ, რომ ამ დროისთვის აზერბაიჯანთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირის ირგვლივ ვაჭრობა მიმდინარეობს. სომხეთი ცდილობს ალტერნატიული ვარიანტების წარმოჩენას, ოკუპირებული აფხაზეთი კი თავის თავზე ამ როლს იღებს. ადგილი აქვს წინაამღდეგობებზე თამაშის მცდელობას.


ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის პოზიციები გაცილებით უფრო ძლიერია. ქვეყნის რკინიგზა ძალიან კარგ ტექნიკურ მდგომარეობაშია, თუმცა, ძნელი სათქმელია რა ხდება ტერიტორიებზე, რომლებიც 30 წლის მანძილზე ოკუპირებული იყო.


ყველა შემთხვევაში, ეს მარშრუტის ბევრად უფრო მოკლეა, ვიდრე გზა სომხეთიდან რუსეთში საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთის გავლით. ინვესტიციებით გაცილებით ნაკლებია საჭიროა, პოლიტიკური მხარეც ბევრად უფრო მარტივი გადასაწყვეტია, ბაქო თავადაა დაინტერესებული იმაში, რომ სომხეთი გარე სამყაროს მისი ტერიტორიების გავლით დაუკავშირდეს, ეს ხომ სამომავლოდ მშვიდობის საუკეთესო გარანტია იქნება. ამიტომაც, აზერბაიჯანული ვარიანტი გაცილებით უფრო გასაგები და მარტივია, ვიდრე ქართულ-აფხაზური.


ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის განცხადება კი უფრო საინფორმაციო ველისთვის გაკეთდა, ვიდრე საკითხის რეალური გადაწყვეტისთვის.


დათანხმდება თუ არა მოსკოვი ამ შემოთავაზებას?


რუსეთის რეაგირება არაა მთავარი პრობლემა. რუსეთს შეუძლია დათანხმდეს ოკუპირებული აფხაზეთის და ბულგარეთს შორის რკინიგზის მშენებლობასაც კი, მთავარია იმ ქვეყნების პოზიცია, სადაც ეს ჰიპოტეტური მარშრუტი გაივლის.


მთავარია არა რუსეთის, არამედ საქართველოს პოზიცია. 


შეუძლია თუ არა თურქეთს ამ მოლაპარაკებებში ლოკომოტივის როლის შესრულება?


არა. თურქეთს საქართველოზე ასეთი გავლენის ბერკეტები არ გააჩნია.


ვის შეუძლია თბილისზე გავლენის მოხდება?


შექმნილ ვითარებაში - ვერავის. საქართველო ამ პროექტში მონაწილეობას არ მიიღებს და რკინიგზა არ გაიხსენა. 



წყარო: www.rzd-partner.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
რკინიგზა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up