რიყეზე 2 შენობა პრაქტიკულად ბაყაყების საცხოვრებლად გადააქციეს და ვერ გაასხვისეს - პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ პარლამენტის ყოფილ შენობას გაყიდიან

რიყეზე 2 შენობა პრაქტიკულად ბაყაყების საცხოვრებლად გადააქციეს და ვერ გაასხვისეს - პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ პარლამენტის ყოფილ შენობას გაყიდიან

access_time2020-02-21 15:19:35

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შესაძლო გასხვისების საკითხს ხელისუფლების არაკომპეტენტურობას უკავშირებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს განუცხადა, პოლიტიკური გაერთიანება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აღნიშნულ შენობაში საერთაშორისო საფონდო ბირჟის განთავსებას გეგმავს.


„მინდა გითხრათ, რომ ეს კიდევ ერთი არაკომპეტენტურობა და საერთოდ საქმის არცოდნაა. მსგავს შენობებს ვერ გაასხვისებენ, გამორიცხულია, რომ ასეთი ტიპის სპეფიციური შენობა კერძო ინვესტორზე გაასხვისონ. ჩვენი პროგრამა ძალიან კონკრეტულია. ჩვენ ამ შენობაში ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვათავსებთ საერთაშორისო საფონდო ბირჟას, რომელიც ქუთაისში ძალიან სერიოზულ ფინანსურ ცენტრს და ბევრ, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს შექმნის ამ ცენტრისა და საფონდო ბირჟის გარშემო. ეს სერიოზულად გაწერილი გეგმაა და უახლოეს ხანში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ პრეზენტაციას გავაკეთებთ. საერთოდ, დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ მთელ იმ პროცესს, რომელიც ეკონომიკის მიმართულებით ხორციელდება. რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ეს არის არაკომპეტენტურობის და უცოდინარობის პიკი. მარტივად რომ ავიღოთ, მათ ვერ გაასხვისეს რიყეზე მდებარე ორი შენობა და ამდენი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ბაყაყების საცხოვრებელ ადგილად გადაიქცა. როცა გასხვისების უნარი არ გაქვს, მაშინ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც მოსახლეობას გამოადგება. 8 წელია იქაურობა ლპება. სჯობდა, რომ ან საბავშვო მუზეუმი გაეხსნათ ან რაიმე სხვა მუზეუმი. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ტურისტები და მოსახლეობაც ისარგებლებდა. პრაქტიკულად, ასეთი ბევრი ქონება უპატრონოდ არის მიტოვებული და ეს არის ფიქცია. საქართველოში ინვესტიცია არის დაცემული, ამ მთავრობას საერთაშორისო და ქართველი ინვესტორები არ ენდობიან, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. შესაბამისად, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ისინი შენობას გაასხვისებენ, -განაცხადა ხაზარაძემ.


„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა სავარაუდოდ, გაიყიდება. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.


bpn.ge





„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე

„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე
access_time2020-06-07 12:30:23
პანდემიის გამო, „დომინოს პიცას“ გაყიდვები გაუნახევრდა. როგორც კომპანიის დირექტორი მიხეილ ალხანიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მართალია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ე.წ დელივერის სერვისი მუშაობდა, თუმცა, ზარალი მაინც...

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა
access_time2020-06-07 11:00:31
როდესაც ჰოუპ ეილსი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ლუქს-კლასის სასტუმროში 14-დღიანი კარანტინის გასატარებლად დარეგისტრირდა, ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ შვებულების მსგავსი იქ არაფერი იქნებოდა."ჩვენ ნომრების დატოვების უფლება არ გვქონდა" - განაცხადა ეილსმა, რომელიც აპრილში სამშობლოში ფილიპინებიდან დაბრუნდა, და იმავე წუთს იზოლაციაში მოხვდა - ავსტრალიამ კორონავისურთან დაკავშირებით კარანტინი ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა."ფანჯრები არ...

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი
access_time2020-06-07 10:00:14
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“...

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...


მსგავსი სიახლეები

up