რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები დასრულდა.
საბაგირო გზა ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს და მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელმა საბაგირომ, ტექნიკური სამუშაოების საჭიროების გამო, მუშაობა 20 მარტს შეაჩერა.