„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

access_time2019-07-17 13:00:03

„ბათუმი რივიერა- ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე იქნება.






ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას უკვე დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მომზადება.


პროექტს დამტკიცების შემთხვევაში, ადგილზე განთავსდება  5 მაღალსართულიანი შენობა. კერძოდ, სხვადასხვა გასართობ-დასასვენებელი ობიექტი.  კომპლექსის ბოლო სართულზე მოეწყობა ვერტმფრენისთვის განკუთვნილი მოედანიც, საიდანაც ფრენები განხორციელდება კურორტ გოდერძის და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით.


ამას გარდა გათვალისწინებულია 2 ჰექტარი მიწის ფართობის გამწვანება და კეთილმოწყობა. აშენდება ამფითეატრი და მოეწყობა საზოგადოებრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი სივრცე. მწვანე ფასადის იქნება ასევე ყველა მაღალსართულიანი ნაგებობა.



პროექტი ასევე გულისხმობს 2000 სტუმარზე გათვლილი კონგრესცენტრის აშენებას, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ნებისმიერ სტუმარს, მთელი წლის განმვალობაში, სხვადასხვა პროფილის მომსახურებას შესთავაზებს.


ამ ყველაფერთან ერთად “ბათუმის რივიერა თავისი დანიშნულებისა და სპეციფიკის გამო, გათვლილია არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ, აქ მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ მაღალი დონის სხვადასხვა სახის სერვისით ისარგებლონ.







„ პროექტი კანონის სრული დაცვით შევიმუშავეთ და მან გაიარა ყველა სახის კონსულტაცია დარგის წამყვან სპეციალისტებთან. უახლოეს დღეებში ველოდებით ჰიდროლოგიურ-საინჟინრო დასკვნას გამოცდილი იტალიელი სპეციალისტისგან, რომელმაც შეისწავლა ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი ნაგებობების აშენების მიზანშეწონილობა და ასევე არსებული გეოლოგიური დასკვნა. იტალიური საინჟინრო სტუდია, (http://www.colleselligeotecnica.it/projects.asp) რომელიც ვენეციის ახალი და ძველი პორტების პროექტზე მუშაობდა, გაგვიწევს კონსულტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ლაგუნის ზღვასთან დაკავშირება. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას , ვმოქმედებთ კანონის სრული დაცვით და ველოდებით გრგ-ს დავალების მიღებას“,- განმარტავს „ბათუმი რივიერას“ ხელმძღვანელი გოგა კაპანაძე.



პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარია და მისი განხორციელების შემთხვევაში ობიექტზე  1000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ აჭარის ბიუჯეტში შეტანილი ქონების გადასახადი  ყოველწლიურად დაახლ. 1.2 მილიონი დოლარი იქნება, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი  - დაახლ. 7 მლნ დოლარი .





შეგახსენებთ,“ რივიერას„ ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2006 წელს 10,086,000 ლარად  საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე შეიძინა.

პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამი წელი გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება, 73. 5 მლნ. დოლარია, ხოლო პროექტირების ფასი - 2.5 მლნ. დოლარზე მეტია. 



სალომე ლემონჯავა 






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up