პანდემიამ და საზღვრების არ გახსნამ 95%-იანი ზარალი მოგვაყენა - River Trip

პანდემიამ და საზღვრების არ გახსნამ 95%-იანი ზარალი მოგვაყენა - River Trip

access_time2020-08-24 17:10:49

„მას შემდეგ რაც კარანტინი გაუქმდა და მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა მუშაობა 95%-ით არის შემცირებული“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“ „რივერ თრიფის“ წარმომადგენლმა ანა სამხარაძემ განუცხადა.


მისივე განცხადებით კონკრეტული გათვლები ჰქონდათ თუმცა საზღვრების გახსნის თარიღის გადაწევა ეკონომიკურ პროცესებს აფერხებს.


„ჩვენ გვქონდა კონკრეტული გათვლები, რადგან საზღვრების გახსნა დაგეგმილი პირველ  ივლისს იყო, შემდეგ პირველი აგვისტო თქვეს,  ეხლა კიდევ  გადაწიეს, რაც  ეკონომიკურ პროცესებს აფერხებს.


პანდემიის პირობებში, როდესაც კარანტინი იყო,  რა თქმა უნდა მაშინ გაჩერებულები ვიყავით, მაგრამ როდესაც კარანტინი გაუქმდა და მუშაობის  საშუალება მოგვეცა, მოთხოვნა დაახლოებით 95%- ით არის  შემცირებული“ - განაცხადა ანა სამხარაძემ


უცხოელი ტურისტების არ ყოფნის გამო „რივერ თრიფი“ ქართველ მომხმარებლებს  საქართველოზე მორგებულ  ფასებს და პაკეტებს სთავაზობს, მისივე განცხადებით აქტიურად დაიწყეს სოციალური მედიის გამოყენებით მომხმარებლების მოზიდვა.



„გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტების რაოდენობა ძალიან შემცირებულია და ქვეყანაში ტურისტი თითქმის არ არის, სპეციალური სერვისები და პაკეტები შევქმენით და ქართველებისთვის სპეციალური შეთავაზება გავაკეთეთ. მაგალითად სტანდარტული პაკეტი თუ იყო 25 ლარი, იგივე პაკეტი 15 ლარია, გარდა ამისა დავიწყეთ სოციალური მედიის ამუშავება, იმისათვის რომ ადგილობრივებს მივაწოდოთ  ჩვენი სერვისი და  მეტი  პოპულარიზაცია გავუწიოთ ჩვენს მომსახურეობას.


ჩვენი ბიზნესი მთლიანად გათვლილი იყო ტურიზმზე, თუ მოთხოვნა იყო რა თქმა უნდა ქართველ მომხმარებლებზეც ვმუშაობდით“, - აღნიშნავს ანა სამხარაძე.


ანა სამხარაძემ ასევე თანამშრომლებზეც ისაუბრა, მისი განცხადებით პანდემიამ თანამშრომლების შემცირება გამოიწვია, თუმცა ეს გადაწყვეტილება „რივერ თრიფის“ ხელმძღვანელებისგან არ ყოფილა და თანამშრომლებმა თვითონ დატოვეს სამსახური, რადგან მათი  ანაზღაურება გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, პანდემიამ და საზღვრების გახსნის გადადებამ კომპანიას 95%-იანი ზარალი მიაყენა.


„თანამშრომლების შემცირება იდეაში ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, თანამშრომლებს თვითონ უჩნდებათ სურვილი, რომ სამსახურში არ გამოვიდნენ,  პირიქით ჩვენ ვცდილობთ, რომ სოც მედია გავააქტიუროთ და მუშობის საშულება მივცეთ. ჩვენთან დასაქმებულები არიან სკოლის მოსწავლეები,  ასაკიანი ადამიანები. პანდემიის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ და შეიძლება ითქვას რომ ამ პერიოდში საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა.


წინა სეზონთან შედარებით 95%-ით ვიზარალეთ. თითოეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათ შორის საზღვრების გახსნა-არგახსნის საკითხსს, ჩვენზე  დიდი გავლენა აქვს“, -  აღნიშნავს ანა სამხარაძე.


„რივერ თრიფი“ მომხმარებელს მტკვარზე კატერით 30 წუთიან გასეირნებას სთავაზობს, ტური ძველ და ახალ თბილისში კატერით 6 კილომეტრიან მარშრუტს გულისხმობს, შეთავაზებაში ღვინო, ყავა და ჩაი შედის.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
River Trip



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up