„ეს ჩვენი არჩეული მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ. არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც სრულიად აპოლიტიკური იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.
უბრალოდ, სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ.
ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ ჯერ ბიუჯეტის შევსებაა საჭირო და მერე სკოლის გახსნა, თუ ბიუჯეტში ფული არ არის, ვერც მედიცინა, ვერც პოლიცია და ვერაფერი ვერ დაფინანსდება, ბიუჯეტს ავსებს ბიზნესი, რითი უნდა შეივსოს ბიუჯეტი ? დღეში რომ ხუთას კაცს აჯარიმებს პოლიცია იმით? - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ისაუბრმა
გადაცემაში მან აღნიშნა, რომ სექტორს მთავრობასთან ყოველთვის წარმატებული და ადეკვატური კომუნიკაცია აქვს, თუმცა მისი განცხადებით ბოლო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შეზღუდვები ბიზნესსზე 1 მარტამდე გაგრძელდება არანაირ ადეკვატურობაში აღარ ჯდება.
ფაქტობრივად საქართველო დიდ საკონცენტრაციო ბანაკად არის გადაქცეული, წელიწადზე მეტია, რაც ქვეყანა გაჩერებულია.
საწარმო ისედაც არ გქვონდა და ახლა საერთოდ გაჩერებულია.
რა დარგია დღესდღეობით ქვეყანაში, რომელიც ფულს იძლევა და ბიუჯეტს ავსებს.?
ასეთი დარგები თითზე ჩამოსათვლელია. ესენია : ფარმაცია, ბენზინგასამართი სადგური თუ სუპერმარკეტები, დანარჩენი ქვეყანა დგას — ტრანსპორტი, რკინიგზა და ყველაფერი სხვა დგას.
როდესაც სამედიცინო სფერო ითხოვს ჯარის და პოლიციის დახმარებას მაშინ, როდესაც ბიუჯეტი ცარიელია, როგორ უნდა დაფინანსდეს პოლიცია და ჯარი?
ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ის ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ.
ჩვენ მარტო სარესტორნო სფეროზე არ ვსაუბრობთ, ყოველდღიურად სხვა ბიზნეს ასოციაციებიც გვიერთდებიან, უკვე იმაზეა საუბარი, რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს. - აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ
კოტე გაბრიჩიძემ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების სანაცვლოდ ბიზნესებმა ადეკვატური კომპენსაცია უნდა მიიღოს, თუმცა მისივე განმრტებით ბიზნეს ასოციაციების მოთხოვნა არა კომპენსაცია, არამედ მუშაობის უფლებაა.
თაკო კვაჭანტირაძე