ემუქრება თუ არა ბელარუსს საერთაშორისო ავიაბოიკოტი?

ემუქრება თუ არა ბელარუსს საერთაშორისო ავიაბოიკოტი?

access_time2021-05-29 18:00:38

ევროსაბჭოს სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე. ამ დღეებში ეს საკითხი ევროკავშირის საბჭოს განხილვის საგანი გახდება, რის შემდეგაც სანქციები ძალაში შევა.



რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირის კონსოლიდირებულ გადაწყვეტილებას არ დაელოდა და შეზღუდვები ინდივიდუალურად მიიღო. მათ შორისაა ბალტიის ქვეყნები და ჰოლანდია. ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის საკითხს უკრაინაც განიხილავს.



სანქციებს შორის არა მხოლოდ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტა, არამედ ბელარუსის საჰაერო სივრცის ტრანზიტისთვის გამოყენების აკრძალვაც იქნება.



ეს დარტყმა პირველ რიგში სახელმწიფო კომპანია „ბელაერონავიგაცია“-ს დააზარალებს. პანდემიამდე მისი დისპეჩერები წელიწადში 300 000 რეისს ემსახურებოდნენ და ეს მაჩვენებელი სწრაფად იზრდებოდა - განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური „ბოინგ“-ის ჩამოგდების შემდეგ.



კომპანია თანამშრომლობს 100 ქვეყნის 980 ავიაგადამზიდავთან, 300 000 რეისს შორის 83% ტრანზიტულია, როდესაც თვითმფრინავი ბელარუსის საჰაერო სივრცეს იყენებს. პირველ ადგილზე რუსული კომპანიები არიან და 30% მათზე მოდის.


ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ში და ევროპიდან ჩინეთში სატვირთო ფრენების დიდი ნაწილი ასევე ბელარუსის გავლით ხორციელდება. „ბელავიანავიგაციას“ შემოსავალი ბოლო წლებში 60-70 მლნ. დოლარს შეადგენდა, ხოლო ავიასექტორზე ბელარუსის მშპ-ს 3% მოდიოდა.



დღეს ეს ყველაფერი დარტყმის ქვეშაა.



ქვეყნის საავიაციო დარგი პანდემიის დროს იზრდებოდა, რადგანაც ბელარუსს არანაირი შეზღუდვები არ შემოუღია და 2020 წელს ავიაკომპანია „ბელავია’ ევროპაში ჩვეულებრივ რეჟიმში დაფრინავდა.




თუ ევროკავშირი „ბელავიას“ სანქციებს დაუწესებს და მას უკრაინაც შეუერთდება, ავიაკომპანიისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება. გადამზიდავს სხვა მიმართულებებზე, მაგალითად, რუსეთზე სრულად გადართვა გაუჭირდება, თანაც რუსეთი რეისების რაოდენობის კუთხით ევროკავშირს ვერ ჩაანაცვლებს.



პანდემიის გამო მინსკის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაბი გახდა. განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი მიმართულებები, როგორც კიევი, სტამბოლი, ამსტერდამი, პარიზი და ვარშავა. რეისების 70%-ს სწორედ „ბელავია“ ასრულებდა, 20% რუსულ გადამზიდავებზე, ხოლო 10% - ევროპულებზე მოდიოდა.



შესაბამისად, საჰაერო სივრცის დახურვა „ბელავიანავიგაციას“, ხოლო უშუალოდ ფრენების აკრძალვა „ბელავიას“ აზარალებს.


ცალკე თემაა შესაძლო სამართლებრივი დავა ირლანდიურ Ryanair-თან, რომლის თვითმფრინავიც ბელარუსულმა გამანადგურებელმა მინსკში იძულებით დასვეს, ან ლიტვასთან, სადაც მიფრინავდა ავიალაინერი ათენიდან.



იმის მიუხედავად, რომ ამ ინციდენტის პოლიტიკური განზრახვა პატარა ბავშვისთვისაც კი ნათელია, იურიდიულად ამის დამტკიცება მარტივი არ იქნება. ბელარუსულმა მხარემ ყველაფერი პროცედურების თანახმად გააკეთა, თვითმფრინავი გააჩერეს თითქოს ბორტზე ჩადებული ბომბის გამო და არა ჟურნალისტის დაკავებისთვის.



საერთაშორისო ავიაციის მთავარი მარეგულირებელი დოკუმენტის, ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, ერთი შეტყობინებაც კი შესაძლო ტერაქტის თაობაზე, საკმარისია თვითმფრინავის იძულებითი არაგეგმიური დაშვებისთვის.



ამიტომაც რეისის მგზავრებს კომპენსაციის მოთხოვნის იურიდიული საფუძველი არ გააჩნიათ, ფორმალური ოფიციალური მინსკი მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. იგივე Ryanair-ის შესაძლო პრეტენზიებსაც ეხება, იურიდიულად იმის დამტკიცება, რომ მთელი ამ ოპერაციის მიზანი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავება იყო, ფაქტიურად შეუძლებელია.


rbc.ru

თენგიზ აბლოთია



თეგები:
ბელარუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up