რითი დაამახსოვრა თავი მე-9 მოწვევის პარლამენტმა ეკონომიკური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს - მიღებული და ჩაგდებული კანონები

რითი დაამახსოვრა თავი მე-9 მოწვევის პარლამენტმა ეკონომიკური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს - მიღებული და ჩაგდებული კანონები

access_time2020-10-01 15:00:40

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა გუშინ, 30 სექტემბერს მუშაობა დაასრულა და არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა.

 

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. თავდაპირველად პარლამენტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძემ გადაიბარა.

 

გთააზობთ, იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ კანონპროექტს რომელიც 2016 წლიდან დღემდე საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა:

 

ანტიდემპინგური კანონი - წლებია გვესმის რომ მიდის მუშაობა და აუციელებელია ქვეყანაში ამოქმედდეს კანონი, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებს დაიცავს. პარლამენტმა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცა. პროექტის მიღების მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა.

 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - 2018 წლიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. თუმცა, რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყო და ყველა სატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ 2019 წლიდან შეეხო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ რეფორმის სხვადასხვა საკითხის საკანონმდებლო დონეზე დახვეწა კი მე-9 მოწვევის პარლამენტის დროს მოხდა, თუმცა თვითონ საკითხი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის დაიწყო. ტექინსპექტირება 2015 წლიდან უნდა ამომქედებულიყო ქვეყანაში თუმცა, მისი რამდენჯერმე გადავადება მოხდა, ამის ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ იყო განვითარებული.

 

დაგროვებითი პენსია - პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, 2018 წლის ივლისში მიიღო. ახალი საპენსიო სისტემა 2019 წლიდან ამოქმედდა ქვეყანაში. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულო, 40 წლის შემდეგ და თვითდასაქმებულებისთვის კი - ნებაყოფლობითი იყო. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. სისტემის სამი მონაწილე მხარე - მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%-ს.


 

ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში - მე-9 მოწვევის პარლამენტს უკავშირდება ასევე თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა. კერძოდ, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რიგი ცვლილებები 2018 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. აკრძალვა შეეხო, ნებისმიერ დახურულ სივრცეს, პირადი საცხოვრებლის გარდა, იქნებოდა ეს შენობა, კაფე, რესტორანი თუ ოფისი. ამასთან, ცვლილებებით აიკრძალა ასევე: თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან განლაგება რიგ ადგილებში.

 

მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე - მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობასთან არის დაკავშირებული ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეძენის ახალი რეგულაციების მიღება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი 2017 წლის ივნისში გამოცხადდა. უკვე 2017 წლის სექტემბერში კი კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

 

შრომის შესახებ კანონი - კანონპროექტი, რომლითაც შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში დაამტკიცა. შრომის კოდექსში ცვლილებების თანახმად, ახლებურად რეგულირდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკითხები.

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი - 2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ეს ცვლილებები ითვალისწინებს არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლებამოსილება ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღნიშნულის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ბიზნესი თვლის, რომ პროექტი კომუნიკაციების კომისიას როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ბერკეტებს გაუჩენს იმისათვის, რომ მათ საქმიანობაში ჩაერიოს. ამასთან, „კავკასუს ონლაინი“ აცხადებდა, რომ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდა.

 

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდში ამოქმედდა არაერთი ცვლილება ასევე საგადასახადო კოდექსში. მათ შორის 2017 წლიდან გაიზარდა აქციზი, თამბაქოზე, საწვავზე, ავტომობილებზე, 2017 წლიდან ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება თუ იგი მიღებულ მოგების რეინვესტირებას მოახდენს; დაწესდა ქონების გადასახადი ავტომობილებზე და ა.შ.

 

მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რომელთა დამტკიცება პარლამენტში არ მოხერხდა.

 

კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს არეგულირებს - ფაქტობრივად 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდანვე გვესმის დაპირებები, რომ პარლამენტი მიიღებს კანონს რომელიც სათამაშო ბიზნესს დაარეგულირებს. თუმცა, ამ 8 წლის განმავლობაში ამ კანონის მიღება და ამოქმედება ვერ მოხერხდა. რასაც ექსპერტები იმას უკავშირებენ რომ აღნიშნულ სფეროს ძლიერი ლობისტები ყავს.

 

კანაფის შესახებ კანონპროექტი - სწორედ მე-9 მოწვევის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი ხმაურიანი კანონპროექტის მიღების საკითი. საუბარია, კანაფის შესახებ კანონზე, სსიპ-ის სახით უნდა შექმნილიყო კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელიც გასცემს ლიზენციებს, ზედამხედველობას გაუწევს კანაფის ბრუნვას, სალიცენზიო პირობების შესრულებას და ა.შ. ასევე კანონპროექტით, ლეგალური ხდება კანაფის მხოლოდ ექსპორტისათვის წარმოება (სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით). საკტხი 2018 წლის სექტემბერში გააქტიურდა და ეს მთავობის ინიციატივა პარლამენტსაც წარედგინა. თუმცა, ეს საკითხი აქტუალური ძალიან მცირე ხნით იყო, რადგან ერთი მხრივ ოპოზიციისა და მეორეს მხრივ მოქალაქეთა ნეგატიური შეფასებების გამო, 2018 წლის ნოემბერში კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვია.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up