რითეილის შემდეგ, ფინანსური პრობლემები სადისტრიბუციოებსაც შეექმნათ - ბაზრიდან შესაძლოა, რამდენიმე კომპანია გავიდეს

რითეილის შემდეგ, ფინანსური პრობლემები სადისტრიბუციოებსაც შეექმნათ - ბაზრიდან შესაძლოა, რამდენიმე კომპანია გავიდეს

access_time2017-01-30 13:50:42

სუპერმარკეტების შემდეგ, ბაზრიდან შესაძლოა, რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანია გავიდეს. ერთ-ერთი - "აიჯი დისტრიბიუშენი" გაკოტრებულად უკვე გამოცხადდა. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, დაახლოებით თვენახევარში გაირკვევა, თუ კიდევ რომელი კომპანია ვერ გაუძლებს წნეხს და გაკოტრდება. 

 

სადისტრიბუციო კომპანიების გაკოტრებას ქვეყანაში რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორის, ყველაზე სერიოზული - მარკეტებიდან თანხების ამოღებაა. სადისტრიბუციო კომპანიებს ეს პრობლემა ბევრ რითეილ კომპანიასთან აქვს. სადისტრიბუციო კომპანია „კანტის" წარმომადგენელი ნიკა ფერაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი კომპანიის გაკოტრებას არასწორი მენეჯმენტი იწვევს. მეორე პრობლემაა ლარის კურსი. როგორც ფერაძე აცხადებს,დისტრიბუტორები ძირითადად იმპორტირებული პროდუქციით ვაჭრობენ და მათზე სავალუტო კრიზისი ძალიან ცუდად აისახება. ფერაძის განცხადებით, ბოლო პერიოდია ადამიანები პრემიუმ კლასის პროდუქციიდან ეკონომ კლასზე გადავიდნენ, რაც შესაძლოა, სუპერმაკეტების გაკოტრების საფუძველი გახდეს, ეს კი პირდაპირ კავშირშია სადისტრიბუციო კომპანიების ფინანსურ მდგომარეობასთან.


როგორც ფერაძე აცხადებს, რითეილ ბაზარზე ძალიან გახშირებულია თანხების ამოღების პრობლემები. „მაგალითად,მაღაზიას შეიძლება ჰქონდეს 3 000 ლარი სადისტრიბუტორო კომპანიისთვის მისაცემი, შემდეგ ეს მაღაზია გაკოტრდეს და ეს ფული ჰაერში რჩება. „სადისტრიბუციო ამ თანხას ვეღარ ამოიღებს. შპს-ს ბალანსზე თუ არაფერი არ აქვს, სასამართლო დავაც უაზრობაა.ანალოგიური ვითარებაა ინდ. მეწარმეს შემთხვევაშიც. ჩვენ თანხების ამოღების არანაირი ბერკეტი არ გვაქვს."-აცხადებს ფერაძე.


როგორც ფერაძე აცხადებს, საკმაოდ პრობლემას ქმნის მენეჯმენტის უნარების ანაკლებობა. მისი განმარტებით, რითეილ ბაზარზე დიდი კონკურენციაა. „ყველას ჰგონია, რომ გახსნის მაღაზიას და იქნება. ეს საკმაოდ რთული ბიზნესია, ბევრი ცვლადისგან შედგება. მაგალითად, თბილისში 10 მეტრში 5 მაღაზიაა. სწორი მენჯმენტის უნარები ცოტას აქვს. ასეთი სურათი დისტრიბუტორებსაც აზარალებს"-აცხადებს ფერაძე.


დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია განმარტავს,რომ ქვეყანაში სადისტრიბუციო კომპანიების გაკოტრების ტენდენციაა. მისი ინფორმაციით, ბაზარზე ძალიან ბევრი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომლებიც პერმანტულად ამ პრობლემის წინაშე დგებიან. „მარტივად რომ ვთქვათ, ასოციაცია დაახლოებით 6 თვის წინ შეიქმნა და დღეს უკვე 40 კომპანიაზე მეტია გაერთიანებული, გამომდინარე აქედან, საკმაოდ მწვავედ დგას ეს პრობლემა"-აცხადებს ჭყონია.


მისი განმარტებით, ყველა ქსელს აქვს დისტრიბუტორების დავალიანიება; „როდესაც კოპანიას გაკოტრებაზე შეაქვს განაცხადი დისტრიბუტორ კომპანიებს საკმაოდ მძიმე ვითარებაში აგდებს. ათობით კომპანიას შეექმნება პრობლემა"-აცხადებს ივა ჭყონია.


კონკრეტულად რომელ სადისტრიბუციო კომპანას აქვს პრობლემა, ამას ჭყონია არ ასახელებს. „ჯერ პროცესში ვართ, გვიკავშირდებიან და არ მინდა მათი თანხმობის გარეშე მოვახდინო იდენტიფიცირება. როგორც ინფორმირებული ვარ, რითეილ ბაზარს დაახლოებით 700-მდე სადისტრიბუციო კომპანიის დავალიანება აქვს, გაკოტრების პირას რამდენი მივა, არ ვიცი. დაახლოებით 1.5 თვეში გამოჩნდებიან კომპანიები, რომლებიც ვერ გაუძლებენ წნეხს და გაკოტრდებიან. სადისტრიბუციო კომპანიებისთვის თანხების ვერ ამოღება დამღუპველია. "-აცხადებს ჭყონია.


 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სადისტრიბუციო კომპანია "აიჯი დისტრიბიუშენი" გაკოტრებულად გამოცხადდა, 329 დებიტორის მიმართ არსებული 80 ათას ლარამდე დავალიანება კი გადაუხდელი დარჩა.

 

„გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ შპს "აიჯი დისტრიბიუშენს" უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა 329 დებიტორის მიმართ 79208,21 ლარის ოდენობით. მოვალე საწარმოს დირექტორის მიერ 2016 წლის 7 აპრილს წარმოდგენილი წერილის თანახმად კი, ვინაიდან კომპანია წლების განმავლობაში არ საქმიანობს, ვერ მოხერხდა აღნიშნულ დებიტორთა საკონტაქტო და საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე შესაბამისი ხელშეკრულებების მოძიება",- აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში.

 


როგორც ცნობილია, სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინტერესდება. როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ,ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე აპარატი მუშაობს და უახლოეს მომავალში წარმოადგენენ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული მდგომარეობიდან ბიზნესის გამოსვლა.


ბოლო პერიოდში პრობლემები არსებობს რითეილ ბაზარზეც. კერძოდ, სუპერმაკეტების ქსელ „ფურშეტის" შემდეგ მძიმე ფინანსური პრობლემები „ლა ფემილისაც" შეექმნა. „კომერსანტის" წყაროს ინფორმაციით, კომპანია სადისტრიბუციო კომპანიებს თანხებს ვერ უხდის, გარდა ამისა, შეამცირა თანამშრომლების რაოდენობაც.აღნიშნულ ინფორმაციას „ლა ფემილიში" არ ადასტურბენ და აცხადებენ, რომ მათ ფინანსური პრობლემა აქვთ და მიმდინარე წელს გაფართოებას აპირებენ. რაც შეეხება „ფურშეტს" კომპანიამ სასამართლოს გადახდისუნარიანობის რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით მიმართა.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 




ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up