რითეილის ბაზარზე ახალი ქართული მოთამაშე შემოდის – LIDERFOOD-ი მარკეტების გახსნას გეგმავს

რითეილის ბაზარზე ახალი ქართული მოთამაშე შემოდის – LIDERFOOD-ი მარკეტების გახსნას გეგმავს

access_time2016-11-18 12:00:29

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდი" წარმოების გაფართოების შემდეგ საკუთარი მარკეტების გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი დუმბაძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, მცხეთაში კომპანიის ახალი საწარმო, რომელიც ერთ ჰექტარზე მდებარეობს, ამიერკავკასიაში უდიდესია. მისი თქმით, პროექტისთვის საჭირო თანხის  5 მლნ დოლარის ნაწილი „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში აიღეს. დუმბაძის განცხადებით, ახალი ობიექტის მშენებლბა 2017 წლის მარტში დასრულდება და გარდა არსებული ასორტიმენტისა კომპანია ნახევარფაბრიკატების წარმოებას დაიწყებს. მისივე ინფორმაციით, პროდუქცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა სამომავლოდ ექსპორტის დაწყებაც იგეგმება .


„ ექსპორტის პოტენციალი  მეზობელ ქვეყნებშია , რადგან ხორცპროდუქტები მალფუჭებადი პროდუქტია და სისტემატიურ მომარაგებას ითხოვს, ამიტომ საუბარი არის აზერბაიჯანზე, უკრაინაზე და სხვა" აცხადებს დუმბაძე.


მისივე თქმით, კომპანია ნედლეულით და საჭირო სანელებლებით გერმანიიდან მარაგდება, სამომავლოდ კი პრემიუმ ხაზის გამოშვებაა დაგეგმილი, რისთვისაც მთლიანად ადგილობრივი პროდუქტი გამოიყენება.


„ლიდერფუდის" გენერალური დირექტორის მონაცემებით, ამ ეტაპზე კომპანიას ბაზრის 35% უკავია, წარმოების გაფართოების შემდეგ კი არის პოტენციალი დამატებით 20-30%-ის ათვისება მოხდეს, თუმცა ეს ბიზნესის სწორად განვითარებაზეა დამოკიდებული.



დუმბაძის განცხადებითვე, გაფართოების შემდეგ კომპანია საკუთარი მარკეტების გახსნასაც დაიწყებს.

 

 


„გვინდა შექმნათ ქართული ძლიერი ბრენდი, რომელიც ასოცირებული იქნება მაღალ ხარისხთან და ევროპულ სტანდარტებთან" – დასძენს დუმბაძე. მისივე ინფორმავციით ამ ეტაპზე კომპანია 82 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. 

 



აღსანიშნავია, რომ კომპანია იწყებს სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავებასა და დანერგვას, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს.


 



„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
"კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,"- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...


მსგავსი სიახლეები

up