რითეილ ასოციაცია ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივების აუცილებლობაზე საუბრობს

რითეილ ასოციაცია ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივების აუცილებლობაზე საუბრობს

access_time2020-11-12 12:50:15

რითეილ ასოციაცია ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.

 

„რითეილ ასოციაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს საცალო გაყიდვების ქსელებს აერთიანებს, ეხმიანება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებას საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადის გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით და არსებული ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით სრულად იზიარებს  საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების შეტანის აუცილებლობას.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, გლობალური პანდემიის პირველი ტალღის დროს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი კომპანიების უდიდეს ნაწილს დაეხმარა გადარჩენაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ლოქდაუნით გამოწვეულ სირთულეებთან ადაპტაციაში, თუმცა საგადასახადო შეღავათების ექვსთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი მხარდაჭერის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.


როგორც ვხედავთ, პანდემიის მეორე ტალღა კიდევ უფრო აგრესიულია და მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ლოქდაუნის გარეშე ხდება პანდემიის კონტროლი, გაუარესებული ეკონომიკური ვითარება, მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობით განპირობებული ფასების ზრდა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სექტორს.

ჩვენ ვუერთდებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას და მივმართავთ თხოვნით ხელისუფლებას, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ როგორც სამუშაო ადგილები, ასევე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და დავფაროთ ის დამატებითი დანახარჯები, რაც აუცილებელია სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.


R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up