რით არის მიმზიდველი საქართველო ევროპელი  ინვესტორებისთვის

რით არის მიმზიდველი საქართველო ევროპელი ინვესტორებისთვის

access_time2021-12-10 15:00:39

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიდიდით პირველ სამეულს ევროკავშირის ქვეყნები - დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი ინაწილებენ. სპეციალისტები თვლიან, რომ ქართული საინვესტიციო პოლიგონი ევროპელი პარტნიორებისთვის მისაღებია, რაც საქართველოს იმიჯზე მომავალშიც დადებითად იმოქმედებს.



სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, ინვესტიციების მხრივ გარდა ქვეყნებისა, დარგებიც მეტნაკლებად დივერსიფიცირებულია, რითაც საქართველო ინვესტორების ყურადღებას იმსახურებს.



„ვერ ვიტყვით, რომ პანდემიამ  ბიზნესი გადააწყო, თუმცა მთავარია, რომ საინვესტიციო ქვეყნების სიაში პირველ სამ ადგილზე ევროკავშირის სახელმწიფოებია. მესამე კვარტალს თუ ავიღებთ, ინვესტიციების ნახევარზე მეტი დიდ ბრიტანეთზე, ნიდერლანდებსა და ჩეხეთზე მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნების ბიზნესმენები განსაკუთრებული სიფრთხილით  ეკიდებიან ინვესტიციების განხორციელებას, ალბათ, თვლიან, რომ საქართველო მათთვის მისაღები საინვესტიციო პოლიგონია და აქ მათ კაპიტალს საფრთხე არ ემუქრება. ამას რეპუტაციული დატვირთვაც აქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დარგობრივ სტრუქტურას, ძირითადად მშენებლობა  და გადამამუშავებელი მრეწველობა ლიდერობს,  ინვესტორები უმეტესწილად  ამ მიმართულებით არიან გააქტიურებული.  მოხდა ინვესტიციების დივერსიფიცირება, პირველ კვარტალში  საფინანსო სექტორში ინვესტიციებზე მოდიოდა 74%, მესამეში -  მოვიდა მხოლოდ 29,1% ანუ შემცირდა. შესაბამისად, გაიზარდა სხვა სექტორების როლი, რაც უფრო დივერსიფიცირებულია ეკონომიკა  და გეოგრაფიული არეალი, მით მეტი ნდობით სარგებლობს ქვეყანა უცხოელი ინვესტორების თვალში“, - ამბობს არჩვაძე ,,კომერსანტთან“ და დასძენს, რომ მოლოდინებიც ასევე პოზიტიურია მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინვესტიციები პანდემიისას დაბალ დონეზეა წარმოდგენილი.




,,გასაგები მიზეზის გამო ინვესტიციები დაბალ დონეზეა, მაგრამ მე ამასაც არ ველოდი.  ამასთან, მენიშნა  რეინვესტირების მაჩვენებელიც,  ახლები არ შემოდიან, უფრო ძველი ინვესტორები აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.  გადატანილი გამოწვევების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ პროექტებს საქართველოში. მოლოდინია, რომ პანდემიურ პერიოდს შედარებით წარმატებით გადავლახავთ, მაგრამ ეკონომიკური განვითარების ფაქტორებიდან გამომდინარე,  შიდა ინვესტორებზეც ბევრია დამოკიდებული,  მეტი მუშაობაა გასაწევი, რათა ადგილობრივი ინვესტიციების როლი გაძლიერდეს“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანა  გაერთიანებული სამეფოა. ბრიტანეთიდან წელს  60.9 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.4 პროცენტს შეადგენს.



მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - $59.8 მლნ-ით (20.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - $36.0 მლნ (12.0 პროცენტი).



საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში $299 მლნ შეადგინა, რაც 2020 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება.


მარი ჩიტაია




წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO
access_time2022-11-29 23:55:13
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და „კოვიდის“ გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით. საანგარიშო პერიოდში რეგიონში...

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
access_time2022-11-29 21:55:59
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილიპროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში....

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
access_time2022-11-29 20:55:28
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და...

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია
access_time2022-11-29 21:30:15
ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ, -ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახგანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, გლობალურმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი იქონია, მაგრამ საქართველო ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ბევრი...

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა
access_time2022-11-29 20:30:44
კომპანია Starlink-მა ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა უკრაინის მაცხოვრებლებს. კომპანიამ აბონენტებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა დაიწყო. 29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან გაიზრდება 75 დოლარამდე. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება. ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20...


მსგავსი სიახლეები

up