რით განსხვავდება ევროპული და ქართული ბანკების იპოთეკური სესხების პირობები

რით განსხვავდება ევროპული და ქართული ბანკების იპოთეკური სესხების პირობები

access_time2016-03-18 13:30:09

კომერციული ბანკები მომხმარებელს ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს იპოთეკურ სესხზე სთავაზობენ. ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაშია აღნიშნული. მასში ასევე ნათქვამია, რომ პროდუქტის  მიზნობრიობა მკაცრად კონტროლდება კრედიტის ტრანშებად გაცემითა და შემდგომი მონიტორინგით. 

 

პირობები თითქმის იდენტურია. არსებულმა კონკურენტულმა გარემომ მარკეტინგული აქციების პრაქტიკას  სისტემური სახე მისცა, გამოიკვეთა მომხმარებელთა გადაბირების საჭიროება  - ე.წ. „პორტირება“, რაც მეტყველებს იმაზე, რომ  კომერციული ბანკები ცდილობენ გაზარდონ სასესხო პორტფელი იმ ფონზე, როდესაც საპროცენტო განაკვეთები ლარის ფინანსურ რესურსზე გაზრდილია და მომხმარებლები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ახალი სესხების აღებას. ნაკადი საბანკო სექტორისთვის შემცირებულია. შეთავაზება საინტერესოდ რომ  გამოიყურებოდეს, ბანკები ცდილობენ საპროცენტო განაკვეთის და საკომისიოს ხარჯის შემცირებას. 

 

აქციის ფარგლებში, რამდენიმე ბანკი მათ სახელფასო პროგრამაში ჩართვის და სხვა ბანკიდან მათთან სესხის გადატანის სანაცვლოდ, მომხმარებელს ისტორიულად ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს, რაც ძირითადად 7%-ით განისაზღვრება. ნომინალურ განაკვეთს ემატება უძრავი ქონების და სიცოცხლის დაზღვევის ტარიფი და საბოლოო პროცენტი 7.6%-8.6%-ით განისაზღვრება. ხელშეკრულების მიხედვით, პროცენტი ფიქსირებულია და  უცვლელი რჩება პირველი სამი წლის განმავლობაში, შემდგომ ბანკს უფლება აქვს გადახედოს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს და გაზარდოს სარგებელი 2.00%-დან 4.00%-ის ოდენობით. მომხმარებლის გადაბირების შემთხვევაში სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო შესაძლებელია 0%-ით განისაზღვროს. გარკვეულ შემთხვევებში რეფინანსირების ხარჯსაც (2.00%) სრულად ან ნაწილობრივ ბანკი  საკუთარი სახსრებით  ფარავს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფი რესურსი ბანკებს ევროს ვალუტით დენომინირებულ სესხებზე აქვთ და პრიორიტეტულად  ამ ვალუტას სთავაზობენ მომხმარებელს. ევროში გაცემული სესხების წილი ჯამში გაცემულ სესხებთან არის უმნიშვნელო, ვინაიდან ევროში შემოსავალი აქვს მოსახლეობის მცირე ნაწილს და როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის, სავალუტო რისკი ევროს შემთხვევაში არის საკმაოდ მაღალი.



2016 წლის იანვრის მდგომარეობით სასესხო პორტფელმა 15.86 მლრდ ლარი შეადგინა. 


უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი პროცენტი  10.5%-ის 


ტოლია. სასესხო პორტფელის 83% გრძელვადიან სესხებზე მოდის. მათი ვადაგადაცილების მაჩვენებელი კი  1.31%-ის ტოლია. პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელმა იანვრის თვეში 65.6 პროცენტი შეადგინა.

დიაგრამაზე ნაჩვენებია უცხოური ვალუტით განსაზღვრულ სესხებზე  საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენცია 2010 წლიდან დღემდე, საიდანაც ჩანს, რომ დღეს საბანკო სექტორში უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთებია.
როგორია უცხოური პრაქტიკა: ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 40 წლით განისაზღვრება, სესხზე დარიცხული წლიური პროცენტი 2.00-8.00%-ის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როდესაც საქართველოში სესხის ვადა 15 წელია, განაკვეთი კი 7.00-12.00%.  მაგალითად  პოლონეთში სესხის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ონლაინ განაცხადის შევსება და ხელფასის ცნობასთან ერთად 2 თვის საბანკო ამონაწერის წარდგენა. გადაწყვეტილებას ბანკი 3 დღის განმავლობაში იღებს, ხოლო იპოთეკით დატვირთვის და გაცემის პროცედურა თითქმის ერთ თვეს მოიცავს. 
 



ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up