რისთვის სჭირდება გურჯაანის მერიას ყოჩივარდები და ნეონის სათვალე ?

რისთვის სჭირდება გურჯაანის მერიას ყოჩივარდები და ნეონის სათვალე ?

access_time2019-02-08 19:30:13

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა თითქმის 7 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი, რომლის შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა შეიძინოს ყოჩივარდების 400 თაიგული, 100 ცალი ნეონის სათვალე, 10 ბოთლი „კოკა-კოლა“ და 10 ცალი შოკოლადის ფილა. სატენდერო ჩამონათვალშია ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი, წიწიბურა, თაფლი და 2 კუბური მეტრი შეშაც. ცალკეა 30 ცალი თაიგული, რომელიც 50 სმ-ის სიმაღლის უნდა იყოს და შედგებოდეს ვარდების, მწვანე ფოთლებისა და მინდვრის ყვავილებისგან. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ეს ყველაფერი გურჯაანის მერიას სჭირდება 3 და 8 მარტს, დედის და ქალთა დღეების აღსანიშნავად. ამის შესახებ radiotavisupleba.ge წერს. 


მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი გვეუბნება, რომ 3 მარტს, ყოჩივარდის 400, პატარა თაიგულს მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მისი მოადგილე გურჯაანის ქუჩებში გამვლელ ქალებს დაურიგებენ და დედის დღეს მიულოცავენ. რაც შეეხება 8 მარტს, ამ დღეს დაგეგმილია კონცერტი და წარმატებული ქალებისთვის ვარდის და მინდვრის ყვავილების თაიგულის გადაცემა. ეკა ცისკარაშვილის განმარტებითვე, ტენდერით შესაძენ პროდუქტს 3 მარტს გადასცემენ მარტოხელა დედებს.



გურჯაანის მერს ყვავილების საკუთარი ხელფასით შეძენისკენ მოუწოდა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბუწაშვილმა და ურჩია ქალებს 3 და 8 მარტი ახალი სამუშაო ადგილებით მიულოცოს. ბუწაშვილის თქმით, თუ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტი თანხაა, სოციალური პროგრამებისთვის უნდა დაიხარჯოს. ოპოზიციური პარტიის წევრი ხაზს უსვამს, რომ გურჯაანში წელიწადში ერთხელ დახმარების სახით მხოლოდ 50 ლარია გათვალისწინებული.




„არ შეიძლება გადასახადების გადამხდელების ფული ხარჯო იებსა და ენძელებში და შემდეგ კამერების წინ თქვა, რომ ყურადღებიანი ხარ“, - ამბობს თემურ ბუწაშვილი.

 

გურჯაანში გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი წელიწადში ერთხელ თაიგულის ჩუქებაში ცუდს და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ნაწილი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტის ფლანგვაა. ერთმა რესპონდენტმა კი ასეთი რამეც თქვა: „რადგან კუბოს არ ყიდულობენ, ყვავილები უკვე კარგია. ადრე რომელიღაც რაიონში ბიუჯეტის ფულით კუბოები იყიდეს.“


გურჯაანის მერია 8 მარტის ღონისძიებისთვის დაიქირავებს წამყვანსაც, რომელსაც ამ საქმეში მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, მოამზადებენ 10 ლიტრ გლინტვეინს, რომლისთვისაც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შეიძენენ მუსკატის კაკალს, დაფნის ფოთოლს, დარიჩინს, მიხაკს, მანდარინს და შავ ღვინოს. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები 12 თებერვლამდე უნდა წარადგინონ.




radiotavisupleba.ge






მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up