რისთვის აგზავნის ვაშინგტონი ევროპაში 20-ათასიან არმიას

რისთვის აგზავნის ვაშინგტონი ევროპაში 20-ათასიან არმიას

access_time2019-10-08 20:15:49

„ახალი ცივი ომი დაიწყო და დაპირისპირებულ მხარეები ცდილობენ თავიანთი „კუნთები აათამაშონ" და სიძლიერე აჩვენონ, წელს რუსეთმა თავის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები „ცენტრი 2019" გამართა, რომელშიც ჩინეთი და სხვა ქვეყნები მიიპატიჟა.

 

"ეს იყო რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება და გასაგებია, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიც ცდილობენ, რომ არ ჩამორჩნენ და ახლა ისინიც იწყებენ ამ სწავლებებს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, დაანონსებულ აშშ-ის ფართომასშტაბიან წვრთნებს, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე ევროპის ტერიტორიაზე ჩატარდება.

 

აშშ-მა, შეიძლება ითქვას გამოიღვიძა ისევ ლიდერის პოზიციას უბრუნდება, იგი ევროპაში ბოლო 25 წლის მანძილზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. მასშტაბურ წვრთნებში „Defender 2020"-ში გერმანია, პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და საქართველო მონაწილეობს, რომლის მიზანია ნატო-ს სამხედრო მზადყოფნის გაზრდა და პოტენციურ გამოწვევებთან გამკლავება.

 

ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ წვრთნების ფარგლებში მოხდება პენტაგონის სამხედროების საკმაოდ დიდი ნაწილის გადმოსროლა, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 

„საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო სწავლებაა, რომელიც ევროპაში იმართება, და რომლის ფარგლებშიც პენტაგონი 20 ათასამდე ამერიკელ სამხედროს გადმოისვრის, ანუ ხდება აშშ-ის არმიის საკმაოდ დიდი შენაერთის ევროპაში გადმოსროლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ის, რომ საქართველოც იქნება ჩართული, ეს გასაგებია, იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციულად ბოლო ხანს ყოველწლიურად იმართება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები, ჩვენი პარტნიორები, როგორც ნატო ასევე პირველ რიგში აშშ, უკვე მიეჩვივნენ საქართველოს მონაწილეობას ასეთ ერთობლივ წვრთნებში, ასე რომ ამ „Defender 2020"-შიც ქართული არმიის დანაყოფების მონაწილეობა საინტერესო იქნება.

 

„ახალი ცივი ომი დაიწყო და დაპირისპირებულ მხარეები ცდილობენ თავიანთი „კუნთები აათამაშონ" და სიძლიერე აჩვენონ.

 

"მაგალითად, წელს რუსეთმა თავის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები გამართა „ცენტრი 2019", რომელშიც ჩინეთი და სხვა ქვეყნები მიიპატიჟა - ეს იყო რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება, გასაგებია, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიც ცდილობენ არ ჩამორჩნენ და ახლა ისინიც იწყებენ ამ სწავლებებს, რომელიც შეჩერებული იყო პირველი ცივი ომის დამთავრების შემდეგ.

 

ალადაშვილისვე თქმით, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა გამოიღვიძა, თუმცა, მისი თქმით, ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ძველ სიძლიერეს რომ დაუბრუნდეს, ეს პროცესი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

 

„ის, რომ ნატოს ეძინა, ეს ფაქტია და უკვე თვითონაც აღიარებენ. 90-იან წლებში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები თვლიდნენ, რომ მათ ეს ომი მოიგეს, რუსეთი დააჩოქეს, თუმცა, მათი მოსაზრება არ გამართლდა, 2000-იანი წლებიდან რუსეთი გაძლიერდა, პირველ რიგში მოაგვარა თავისი შიდა პრობლემა, ჩეჩნეთის სახით, შემდეგ უკვე საქართველოზე გამოილაშქრა, ამის შემდეგ უკრაინაზე.

 

„რუსეთის საქართველოზე გამოლაშქრებით ნატომ გაღვიძება მაინც ვერ მოახერხა, ხოლო უკრაინაში ყირიმის დაპყრობის შემდეგ ალიანსი მეტ-ნაკლებად გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ თუ რუსეთი უკრაინას ჩაყლაპვდა, შემდეგ უკვე შეიძლებოდა მათი რიგიც დამდგარიყო, პირველ რიგში ეს უფრო ბალტიისპირეთის ნატოს წევრ ქვეყნებს ეხებოდა.

 

„ნატო ნელ-ნელა ფხიზლდება, თუმცა საკმაოდ დიდი დროა დაკარგული და ის, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების, იგივე გერმანიის შეიარაღებული ძალები იმ დონემდე, რომ მივიდეს, როგორიც ადრე, პირველი ცივი ომის დროს იყო, ამისთვის უდიდესი ფინანსური ხარჯის გაღებაა საჭირო, რაც საკმაოდ ბევრ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

 

„ყველა ცდილობს, რომ თავისი ძალა აჩვენოს. შესაძლოა, დიდი წვრთების პატარა ნაწილი გაიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე, ამ სწავლებებში ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ დაიხვეწოს ლოჯისტიკა, ანუ, მოხდეს ნატოს პარტნიორი ქვეყნების საბრძოლო დანაყოფების დროული, ოპერატიული გადმოსროლა საქართველოს პორტებში, აეროდრომებზე და მათი გადაადგილება საქართველოს გზებზე, როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო, დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯარების დროულ ოპერატიულ გადასროლას ერთი რეგიონიდან მეორეში.

 

„Defender 2020" -შიც სწორედ ამას მიექცევა ყურადღება, როდესაც 20 ათასამდე ამერიკელი სამხედროს გადმოსროლა უნდა მოხდეს ჩრდილო-ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში."-განაცხადა ალადაშვილმა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „Defender 2020" -ის წვრთნებში 20 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი სამხედრო ჩაერთვება.

 

ინფორმაცია ევროპაში აშშ-ის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების „Defender 2020"-ის გეგმების შესახებ ამერიკულმა გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმს"-მა გაავრცელა.

 

resonancedaily.com


თეგები:
აშშ ევროპა



5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?
access_time2020-06-05 17:00:09
„ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი იმპორტირებული, დაბალი ხარისხის ქათმის პროდუქციაა, რომელიც შედარებით იაფად იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სწორედ მოთხოვნის შემცირების გამო, „ბიუ-ბიუ“ პროდუქტს ჯერჯერობით აღარ გააძვირებს. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე...


მსგავსი სიახლეები

up