რის ხარჯზე შეძლო „ვითიბი აზერბაიჯანმა“ კლიენტებისთვის საკრედიტო ტვირთის 90%–ით შემსუბუქება – „კომერსანტის“ ექსკლუზივი

რის ხარჯზე შეძლო „ვითიბი აზერბაიჯანმა“ კლიენტებისთვის საკრედიტო ტვირთის 90%–ით შემსუბუქება – „კომერსანტის“ ექსკლუზივი

person access_time2016-02-15 14:04:38

„კომერსანტის“ სტატიას „აზერბაიჯანელი ბანკირების სოლიდარობა მოსახლეობისადმი – ის, რაც ქართველი ბანკირებისთვის უცხოა“ აქტიური დისკუსია მოჰყვა. მანათის კრიზისის პირობებში აზერბაიჯანის „ვითიბის“ საშეღავათო პროგრამის განხილვისას „კომერსანტი“ წერდა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სადაც  ბანკების დიდმა ნაწილმა ლარის დევალვაციის დროს მსესხებლებს მხოლოდ რესტრუქტურიზაცია შესთავაზა, რაც კლიენტების მდგომარეობას რეალურად არ ამსუბუქებდა, აზერბაიჯანული „ვითიბი“ საპროცენტო განაკვეთების დაკლებასა და ყოველთვიური შენატანის 90%–ით შემცირებაზე წავიდა.


თემამ სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვები გამოიწვია, თუმცა აზერბაიჯანული ბანკის მაგალითით მოწონება ყველას არ გამოუხატავს და მკითხველთა ნაწილმა, განსაკუთრებით კი ბანკირებმა, მას „ჩვეულებრივი პიარ აქცია“ უწოდა. 

 

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „კომერსანტმა“ გადაწყვიტა, თავად „ვითიბი აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელისგან მოესმინა საშეღავათო პროგრამის დეტალები. გთავაზობთ ინტერვიუს ბანკის მმართველობის თავმჯდომარე იური იაკოვლევთან

– თქვენს მიერ შეთავაზებული საშეღავათო პირობები რამდენად უნიკალურია აზერბაიჯანული ბაზრისთვის?


– ჩვენი პროგრამის უნიკალურობაზე ვერ ვისაუბრებ. უნიკალური პირობები აზერბაიჯანის საბანკო სისტემასა და ეკონომიკაში შეიქმნა: 2015 წელს ქვეყანამ განიცადა ორი მასშტაბური დევალვაცია, როგორიც არ ყოფილა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეს ბაზრის მონაწილეებისა და მსესხებლებისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. სავალუტო კრედიტები, როგორც საცალო საბანკო პროდუქტი, აზერბაიჯანში საკმაოდ პოპულარული იყო და მსესხებლები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, რა ვალუტაში იღებდნენ სესხს. ყველაფერი ბუნებრივად და სტაბილურად იყო. მაგრამ როდესაც 21 თებერვალს პირველი დევალვაცია მოხდა – დაახლოებით 35%–იანი, ეს სავალუტო მსესხებლებისთვის ძალიან სერიოზული შოკი იყო. ასეთ ვითარებაში ჩვენ, როგორც ბანკმა, დავიწყეთ მუშაობა ჩვენს კლიენტებთან როგორც საცალო, ისე კორპორატიულ სექტორში და ვთავაზობდით რესტრუქტურიზაციის პროგრამებს. ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული პრაქტიკაა – ვადების გახანგრძლივება.


– აზერბაიჯანში საუბარი იყო დოლარში გაცემული კრედიტების ძველი კურსით დაბრუნების შესახებ. რამდენად რეალურია ამის განხორციელება?


– დიახ, ჩვენს კლიენტებს ეს საკითხი ძალიან აინტერესებდათ. ჩვენ კი ყოველთვის ვცდილობდით, კურსის თემა არ წამოგვეწია, რადგან ვალუტის კურსი ძალიან ცვალებადი მოვლენაა – დღეს ერთია, ხვალ სხვა, და რომელიმე კონკრეტულ კურსზე მიბმა ბანკისთვის, რომელიც მუშაობს დოლარით ან მესამე ქვეყნების ვალუტაში, ძალიან რთულია ასეთი ვალდებულების აღება. ასე რომ, ეს თემა ძალიან არაპერსპექტიულად გვეჩვენება. ჩვენ დეპოზიტებს კლიენტებისგან მყარ ვალუტაში, გარკვეული პროცენტით ვიღებთ. რა უნდა ვუთხრათ კლიენტებს – რომ ადრინდელი კურსით დავუანგარიშებთ მოგებას? ამიტომ ჩვენ სწორედ რესტრუქტურიზაციის გზით წავედით.


– როგორც თქვენ ამბობთ, თქვენმა ბანკმა რესტრუქტურიზაციის პროგრამა გამოაცხადა გაუფასურების პირველი ტალღის დროს. გასული წლის დეკემბრის ბოლოს 50%–იანი დევალვაციის შემდეგ თქვენ გაცილებით მასშტაბური საშეღავათო პროგრამა გამოაცხადეთ, რომელიც კრედიტზე თვიური შენატანის შემცირებას გულისხმობს. რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება, რა იყო თქვენი მოტივაცია? 


– რაც შეეხება მერე ტალღას, რომელსაც კასპიის ფინანსური ზღვის ცუნამის ვუწოდებთ, ამ პირობებში ძალიან ოპერატიულად ვცდილობთ მსესხებელთან ისეთი ურთიერთობის აწყობას, რაც მათ რეალურ დახმარებას ნიშნავს. ამ პროცესში ჩავრთეთ ჩვენი კოლეგები მოსკოვიდან, რომლებსაც კრიზისულ პირობებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. თქვენ იცით, რომ რუსეთის საბანკო სისტემა მსგავს კრიზისსა და კურსის მკვეთრ ცვლილებას რეგულარულად განიცდის. აზერბაიჯანისთვის ეს ახალი მოვლენაა და ამიტომ ჩვენ ვსარგებლობთ მათი გამოცდილებით. შედეგად შევიმუშავეთ პროგრამა, რომელსაც ასეთი პირობითი სახელწოდებაც მივეცით – „სამაშველო რგოლი“.  ჩვენი პროგრამა სწორედ მომხმარებლისთვის გაწვდილი „სამაშველო რგოლია,“ რათა დავეხმაროთ მათ ამ ბობოქარი ზღვიდან ამოსვლაში. ჩემი აზრით, ეს ჩვენი მისია და ვალდებულებაა. თანაც ჩვენ არა მხოლოდ კლიენტს, არამედ ბანკსაც ვეხმარებით პრობლემების გადალახვაში. დევალვაციის მეორე ტალღა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე მაშინვე აისახა – კომპანიებმა თანამშრომლების შემცირება დაიწყეს, რაც მსგავს კრიზისულ სიტუაციაში ყოველთვის ხდება, შედეგად, ჩვენი მსესხებლების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა. სწორედ ასეთი კლიენტებისთვის შევქმენით სპეციალური პროგრამა, რომლითაც მნიშვნელოვნად, სიმბოლურ მაჩვენებლამდე შევამცირეთ ყოველთვიური შენატანი – ასეთ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაცილებით ნაკლები გადაიხადონ, ვიდრე დევალვაციამდე იხდიდნენ. 


– ეს საშეღავათო პერიოდი რამდენთვიანია?



– 6–თვიანი, თუმცა სხვადასხვა პროდუქტის შემთხვევაში ვადებიც განსხვავებულია. 


– ასეთ მომხმარებელს ყოველთვიური გადასახადი რამდენი პროცენტით შეუმცირდა?


– მაგალითად სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში კლიენტები იხდიან იმ თანხის მხოლოდ 10%–ს, ვიდრე დევალვაციამდე იხდიდნენ. ავტოკრედიტების შემთხვევაში ეს მოცულობა 15%–ია. საერთო მიდგომა  არის შენატანის მნიშვნელოვანი შემცირება. 


– რა ხდება 6–თვიანი ვადის გასვლის შემდეგ?


– თუ ამ პერიოდში კლიენტი კეთილსინდისიერად იხდიდა კრედიტს, ჩვენ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მას მნიშვნელოვან შეღავათებს ვთავაზობთ – პრაქტიკულად 25%–ით ვუმცირებთ საპროცენტო განაკვეთს. სხვათა შორის, იგივე შეღავათი გავუკეთეთ კლიენტებს, რომლებსაც სამსახური არ დაუკარგავთ, მაგრამ შემოსავლები შეუმცირდათ. ეს საშეღავათო პერიოდი მათ საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვნად გაიმყარონ ფინანსური მდგომარეობა და დაუბრუნდნენ ნორმალურ გრაფიკს. შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგაც ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ შეღავათებს რესტრუქტურიზაციის და პროცენტის შემცირების სახით.


– კორპორატიულ კლიენტებზეც ვრცელდება ეს პროგრამა?


– მათთვის ცალკე შეთავაზება გვაქვს, მიდგომები ინდივიდუალურია, რადგან თითოეულ ბიზნესს საკუთარი სპეციფიკა აქვს და ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს. ზოგადად კი მიდგომა იგივეა – გადაიხადეთ, რამდენიც შეგიძლიათ, გაგიხანგრძლივებთ ვადებს, შეგიმცირებთ საპროცენტო განაკვეთს და ყოველთვიურ გადასახადებს. დამატებით ჩვენ მათ შევთავაზეთ საუკეთესო პირობებს ფულადი გადარიცხვების და კონვერტაციის მიმართულებით, რათა საბანკო მომსახურებაზე თანხების დაზოგვა შეძლონ. ამაში ახალი არაფერია და არავითარი ნოუჰაუ არ შეგვიქმნია.

 

– საქართველოს მაგალითს თუ შევადარებთ, აქ ბანკებმა მომხმარებელს მხოლოდ რესტრუქტურიზაცია შესთავაზეს. გამოდის,  აზერბაიჯანული საბანკო სისტემისთვის საპროცენტო განაკვეთების და ყოველთვიური შენატანის შემცირება ჩვეული მოვლენაა?


– ჩვენ მაგალითს სხვა ბანკებმაც მიმართეს, თუმცა თავიანთი სპეციფიკით და  ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით. ჩვენ წარმოვადგენთ ბანკს, რომელის მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ ჯგუფს ეკუთვნის და შესაბამისად, შესაძლებლობებიც მეტი გვაქვს. ჩვენ არ გვყავს კლიენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ გადახდა. ამიტომ ვთავაზობთ მათ იმ პირობებს, რომლითაც შეუძლიათ გადახდა. არის მეორე კატეგორია, რომელსაც სურს კრიზისით სარგებლობა და გადახდაზე უარს ამბობს. კრიზისმა ნათლად დაგვანახა, ვინაა კეთილსინდისიერი კლიენტი და ვინ არა, ვისთან ერთად შეიძლება „მთებში წასვლა.“ 


– ეს პროგრამა ბანკისთვის წამგებიანი არაა?


– ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ბანკისთვის მარტივი დრო არ არის და ამას გარკვეული დანაკარგი მოჰყვება. მაგრამ ჩემი აზრით, ჯობია დანაკლისი განვიცადოთ შემოსავლიანობისა და პროცენტების მიმართულებით, ვიდრე კლიენტი დავკარგოთ და დაძაბული სიტუაცია შევქმნათ მთელ საბანკო სისტემაში. შემიძლია თავი შევიქო იმით, რომ დევალვაციის შემდეგ აზერბაიჯანში ბევრი ბანკი დეპოზიტების გადინების პრობლემის წინაშე დადგა, ჩვენთან კი ეს პრობლემა არ დამდგარა, კლიენტების ნდომა ჩვენდამი მაღალია და პირიქით – დეპოზიტები მოაქვთ ბანკში. კლიენტსა და ბანკს შორის ნდობა ბანკის წარმატებული მუშაობის საფუძველია. ასეთი ფრაზა გამახსენდა ამ ვითარებაში: „კარგ კლიენტებს ყველაფერი, ცუდებს კი –კანონი.“ დიახ, კარგი კლიენტებისთვის მაქსიმალურ დათმობებზე წავალთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ისინი მძიმე სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ.ცუდი კლიენტების მიმართ კი კანონის მიხედვით ვიმოქმედებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ ამჟამად არ გვყავს კლიენტები,  რომლებსაც არ შეუძლიათ გადახდა. ბანკიც და კლიენტიც ახლა ერთ ნავში ზის და თუ ერთად, ერთი მიმართულებით „მოვუსვამთ ნიჩბებს,“ მივაღწევთ ნაპირს. ბანკს კლიენტთან ერთად ჩაძირვა ნამდვილად არ სურს. ექნება ბანკს პრობლემა – პრობლემა ექნება კლიენტსაც და პირიქით – კლიენტის პრობლემები ბანკის პრობლემებს ნიშნავს. 


– საქართველოში ბევრს საუბრობენ საბანკო სისტემის მაღალ დოლარიზაციაზე. რა გამოსავალს ხედავთ ამ პრობლემიდან, და არის თუ არა ერთერთი გამოსავალი, მაგალითად, დოლარში კრედიტების გაცემის შეზღუდვა?


– ეს პრობლემა აზერბაიჯანშიც დგას, რუსეთშიც და ა.შ.  რაც შეეხება კრედიტების დოლარში გაცემას, ამ მხრივ შეზღუდვებს საკუთარ თავს თავად ჩვენ ვუწესებთ მომხდარი დევალვაციის გათვალისწინებით. მსესხებლებიც უკვე არ არიან მზად წავიდნენ ასეთ რისკზე. ჩვენ დოლარით მხოლოდ იმ მსესხებლებთან ვმუშაობთ, რომლებსაც შემოსავლები დოლარში აქვთ. აზერბაიჯანში ტენდენცია ცალსახაა – ეკონომიკის დოლარიზაცია უნდა შემცირდეს და ვფიქრობ, ნაციონალური ვალუტისადმი ნდობის აღდგენასთან ერთად მოსახლეობის დეპოზიტების პროპორციაც შეიცვლება. აქ ბევრი რამაა დამოკიდებული მარეგულირებლის ქმედებებზე. რამდენადაც ვიცი, იქმნება სპეციალური პროგრამები. და რაც მთავარია, ამას დაარეგულირებს ბაზარი. დღეს ვალუტაზე მოთხოვნა დაეცა და ის აჟიოტაჟი, რომელიც ადრე იყო, აღარაა. ამიტომ ბაბნკები იძულებულნი არიან, ვალუტა ცენტრალური ბანკის კურსზე ნაკლები კურსით გაყიდონ. ასევე მცირდება დოლარში განთავსებული დეპოზიტები. 


– რამდენია დეპოზიტზე განაკვეთი მანათსა და დოლარში?


– მანათში დაახლოებით 14, ხოლო დოლარში 5%. სტაბილიზაციის პირობებში, მოკლევადიან დეპოზიტებს მაინც მოსახლეობა დოლარიდან მანათში გადაიტანს, რათა მეტი შემოსავლები მიიღოს. აე კომპლექსური მიდგომებია საჭირო. სირთულეების მიუხედავად, მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ. ბაზარი მოახდენს ადაპტაციას და შოკს გადაიტანს. მოსახლეობაც დაუბრუნდება მუშაობის ნორმალურ პრაქტიკას პირველ რიგში, ეროვნულ ვალუტაში. გარდა ამისა, მსესხებლები სავალუტო დევალვაციიდან დასკვნებს გამოიტანენ და ისე ადვილად აღარ აიღებენ სესხს დოლარში, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ.  ასეთი შოკების შემდეგ მოსახლეობის ეკონომიკური განათლება მკვეთრად იზრდება  – ადამიანები ამის შემდეგ იწყებენ საკრედიტო შეთანხმების წაკითხვას, რასაც ადრე არ აკეთებდნენ. 



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up