რის ხარჯზე გაიზარდა რკინიგზის ტვირთბრუნვა

რის ხარჯზე გაიზარდა რკინიგზის ტვირთბრუნვა

access_time2019-04-11 22:02:48

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. 



ბოლო წლებში რკინიგზის ტვირთბრუნვა მცირდებოდა, კლების ტრენდი განსაკუთრებით 2012 წლიდან დაიწყო და ბოლო რამდენიმე წელი გრძელდებოდა. 



2012 წელი - 20,076 მლნ ტონა 
2013 წელი - 18,185 მლნ ტონა 
2014 წელი - 16,673 მლნ ტონა 
2015 წელი - 14,143 მლნ ტონა 
2016 წელი - 11,882 მლნ ტონა 
2017 წელი - 10,6 მლნ ტონა 
2018 წელი - 10 მლნ ტონა 



bm.ge დაინტერესდა, რა მიმართულებით არის გზარდილი ტვირთები საქართველოს რკინიგზაში და რატომ ვერ ხერხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში ტვირთბრუნვის ზრდა. 

სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ გასული წლიდან ახალი ბაზრები და ტვირთები გამოჩნდა, რომლეbმაც საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზარდა. 



“2018 წელი იყო პირველი წელი, როდესაც მშრალი ტვირთების ზრდა დაფიქსირდა რკინიგზაში და ეს განაპირობა რამდენიმე ახალი ტვირთის მოზიდვამ. ნავთობის ტვირთების პერმამენტული კლების ფონზე, მნიშვნელოვანი გახდა სწორედ მშრალი ტვირთების ბაზარზე საქმიანობის გააქტიურება. 2018 წელს ყაზახური ხორბლის ტრანზიტი განხორციელდა, ასევე იყო ქვანახშირი და კონტეინერები, სადაც ძირითადი მიმართულება არის ჩინური კონტეინერები, რომლებიც ევროპის მიმართულებით გადაიზიდა. ძირითადი განმაპირობებელი სწორედ ეს იყო. ამასთან, მოხდა უკვე არსებული ტვირთების შენარჩუნება. 2018 წელს დაიწყო ახალი ტვირთების ზრდა და ეს ტენდენცია ნარჩუნდება 2019 წელსაც. 




ამასთან, რკინიგზა რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ჩვენი დერეფნის განვითარების კუთხით, სადაც ბევრი მონაწილეა. ამ ფორმატში იკრიბებიან ჩინეთიდან, ყაზახური სარკინგიზო კომპანიები, ასევე კასპიის ზღვის მონაწილეები- პორტები, გადამზიდავები, აზერბაიჯანის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზა, თურქეთი, უკარინა, პოლონეთი, რუმინეთი და ა.შ. ეს შეხვედრები არის პერმანენტული, კომუნიკაცია - ყოველდღიური, ამ ერთობლივი ძალისხმევით, გამჭოლი ტარიფების მიღებით, დროის შემცირებაზე მუდმივი ზრუნვით, მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ ახალი ტვირთები მოგვეზიდა”, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე მამუკა ტალახაძე. 

კითხვაზე - რატომ ვერ მოახერხა რკინიგზამ წლების განმავლობაში ახალი ტვირთების მოზიდვა, იმ ფონზე, როდესაც ნავთობის გადაზიდვის მიმართულებით კლება ფიქსირდებოდა, მამუკა ტალახაძე ამბობს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები გრძელვადიანია და 1 და 2 წელში ახალი ტვირთების მოზიდვა ვერ ხდება. 

მისივე თქმით, საქართველო საკმაოდ რთული დერეფნის ნაწილია, მით უმეტეს ჩრდილოეთის დერეფანთან შედარებით. 



“თუ შევადარებთ ჩრდილოეთის დერეფანს, სადაც რკინიგზაზე დადებული ტვირთი რკინიგზიდან ჩამოუღებლად გადის ევროპაში, ჩვენ შემთხვევაში გვიწევს კასპიის ზღვის გამოყენება, ამას სჭირდება სატრანსპორტო საშუალებების შეცვლა”, - აცხადებს მამუკა ტალახაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ საქართველოს დერეფნის ქვეყნები მუშაობენ, რომ ჩრდილოეთის დერეფანს კონკურენცია გადაზიდვის დროში გაუწიონ. 


bmg.ge






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up