რის ხარჯზე გაიაფდა გზის დაგება - გზების დეპარტამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების არგუმენტები

რის ხარჯზე გაიაფდა გზის დაგება - გზების დეპარტამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების არგუმენტები

person access_time2016-05-05 09:15:51

საქართველოს ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სახელმწიფოს გზის დაგება 14%–ით იაფი უჯდება.


მისი თქმით, 2006–2012 წლებში ერთი კილომეტრი გზის დაგება 11,5 მილიონი ლარი ჯდებოდა, „ქართული ოცნების“ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი  9,9 მილიონამდე შემცირდა.

 

ქუმსიშვილის განცხადებითვე, წინა ხელისუფლების დროს ყოველწლიურად იგებოდა 10 კილომეტრი გზა, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს კი 28 კილომეტრი.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რის ხარჯზე მოხერხდა თანხების დაზოგვა და ამ ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების გაიაფება?

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ ამას ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს, თუმცა, ძირითადი ცვლილება ისაა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ტენდერებში კონკურენცია გაიზარდა და გაცილებით გამჭვირვალედ მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა. ამასთან, მისი თქმით, ქართულ კომპანიებს  ბოლო წლებში მიეცათ საშუალება, რომ განვითარებულიყვნენ, არამარტო ჩანასახურ მდგომარეობაში, არამედ მუშა და ეფექტურ სტრუქტურებად ჩამოყალიბებულიყვნენ.

 

შეკითხვაზე, რა სიტუაცია იყო წინა წლებში - ჰქონდათ თუ არა კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობა და ხდებოდა თუ არა კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა, სეთურიძეს ასეთი პასუხი აქვს:

 

„წინა წლებში ყველა ძირითადი სამშენებლო და გზათმშენებელი კომპანია, ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი, გაკოტრდა, გააკოტრეს, დაიჭირეს და გააუბედურეს. ასე რომ, წინა წლებში ამის საშუალება ნამდვილად არ არსებობდა და ქართული კომპანია, იმ წლებში განვითარებული, სულ თითებზე ჩამოსათვლელია“,- აცხადებს გიორგი სეთურიძე.

 

მისივე ინფორმაციით, გზის მშენებლობაზე  ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, პირველ რიგში ეს არის დიზელის, ლითონის, ცემენტის, ინერტული მასალების ფასები და ხელფასები.


 

„ყველა ამ პარამეტრმა განიცადა ცვლილება, დიზელი გაიაფდა, მეტალი თითქმის იგივეა, ინერტული მასალა და ხელფასი არ შეცვლილა. რომ არ ყოფილიყო ეს ეკონომიკური რყევები, შესაძლებელია, კონკურენციაც და გამჭვირვალობის დონეც უფრო მაღალი გვქონოდა“,- აცხადებს გიორგი სეთურიძე.

 

სეთურიძის ბრალდებებთან დაკავშირებით „კომერსანტი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამ პოზიციას 2010-2012 წლებში იკავებდა, მანამდე კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

 

რამაზ ნიკოლაიშვილი სეთურიძის შეხედულებებს არ იზიარებს და ამბობს, რომ ბრალდებები, რომ ტენდერები გაუმჭვირვალედ ტარდებოდა ან ამ სფეროში ჩართული კომპანიები გაკოტრდნენ, უსაფუძვლოა და ამას დასაბუთება სჭირდება.

 

„რა სისულელეა, რა გაუმჭვირვალედ ჩატარება? მაშინ ფაქტი უნდა არსებობდეს. მეც შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველა ტენდერი არის გაუმჭვირვალე. როცა არსებობს გაუმჭვირვალე ტენდერები, უნდა არსებობდეს ფაქტებიც. ყველა ის ადამიანი, ვინც მუშაობდა 4 წლის წინ, ყველა ისევ იქ მუშაობს 100%-ით და შეგიძლიათ გაარკვიოთ იმ ადამიანებთან.

 

გიორგი სეთურიძემ შეუძლებელია არ იცოდეს, როგორ ტარდებოდა ტენდერები 4 წლის წინ. ეს არის ზოგადი საუბარი. მე როგორც ვიცი, აბსოლუტურად სწორად ტარდებოდა, კარგი გზები კეთდებოდა და უფრო დიდი რაოდენობით. მე მაშინ, როგორც მინისტრი, ძალიან კმაყოფილი ვიყავი საგზაო დეპარტამენტით. ახლანდელი დეპარტამენტი როგორ მუშაობს, მე არ ვიცი და ვერ შევაფასებ. გიორგი სეთურიძეს ვურჩევ, თუ ის ნამდვილად თქვა, რასაც თქვენ ამბობთ, მინიმუმ დაფიქრდეს, ან დადოს ფაქტი, რომ არასწორად ტარდებოდა ტენდერები. ჭორები მეც შემიძლია ვილაპარაკო“,- აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ყოფილი მინისტრი.

 

რაც შეეხება ტენდერებში მონაწილე კომპანიების გაკოტრებას და მათი მფლობელების დაპატიმრებებს, რამაზ ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა.

 

„სეთურიძე ამბობს ამას? კარგად დაუწყია მუშაობა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგი სეთურიძეს ამ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთ გააკეთებს ყველაფერს.

 

როდესმე გაგიგიათ, რომ როცა დეპარტამენტის უფროსი ვიყავი ან მინისტრი, გახსოვთ, რომ მე მეთქვას, რომ შევარდნაძის დროს ცუდი გზები იგებოდა? შენი საქმე წარმოგაჩენს რეალურად! ადამიანმა, რომელიც ახალი მისულია, ჯობია, გააკეთოს საქმე და მერე თქვას, რა არ ვარგოდა“,- აცხადებს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი.


ბიზნესმენი ნაზი ალასანია კი მიიჩნევს, რომ გზის დაგების გაიაფება ბიტუმის ფასების განახევრებამ გამოიწვია და არა განსაკუთრებულმა ცვლილებებმა კონკურენციის ან გამჭვირვალობის მომატების მიმართულებით.

 

„გზის დაგება გაიაფდა იმიტომ, რომ დოლარის კურსმა აიწია ყველგან, ნავთობის ფასმა კი დაიწია. ძირითადი მასალა, რაც გზის დაგებას სჭირდება, ბიტუმია – მისი წილი დაახლოებით 70%–ია. მისი ფასი თითქმის განახევრდა. ამის ხარჯზე გაიაფდა გზის დაგებაც“,- აცხადებს ნაზი ალასანია.

 

ბიზნესმენი ამბობს, რომ ტენდერები ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკასთან დაკავშირებული, ვიღაცას მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიღაცას კი ნაკლები.

 

რაც შეეხება კონკურენციას, მისი თქმით, კონკურენცია ყოველთვის იყო და იქნება მომავალშიც.


„კომპანია 40%-ს დააკლებს ტენდერში და იმას მოგებულად ჩათვლიან, ეს არ მგონია, რომ იყოს კონკურენცია. როცა სატენდერო თანხა დაფიქსირებულია, იქ ჩადებულია მაქსიმუმ 7-8% მოგება. შეიძლება ამ მოგების ხარჯზე დაუწიო ფასი, მაგრამ ტენდერს რომ გამოაცხადებს სახელმწიფო და ამ ტენდერის ფასს 40%-ს დააკლებ, ეს არ არის კონკურენცია. ასეთი ფირმა, ჩემი ზარით, უნდა მოიხსნას ტენდერებიდან“,- აცხადებს ნაზი ალასანია. 




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up