რის გამო შეიძლება ევროპაში ბიზნესმენი ციხეში ჩასვან

რის გამო შეიძლება ევროპაში ბიზნესმენი ციხეში ჩასვან

access_time2019-09-12 20:00:49



ცნობილია, რომ ევროპის ქვეყნებში მოქმედებს საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობა, ხოლო ბიზნესისადმი დამოკიდებულება რბილი და ლოიალურია.


თუმცა, კარგად რომ დაუკვირდეთ, აღმოჩნდება, რომ ზოგჯერ იქაც კი მეწარმე შესაძლოა მოხვდეს ციხეში - ეს არაა ხშირი მოვლენა, თუმცა ასეთ ფაქტებს ნამდვილად აქვს ადგილი.


ევროპაში ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის შერბილების და შესაბამისი კანონმდებლობის ლიბერალიზება 90-ანი წლების ბოლოს დაიწყო. 20 წლის მანძილზე ამ ზომებმა საგრძნობი შედეგები მოიტანა. ხელისუფლებების მხრიდან ასეთი პოლიტიკის წარმოების მთავარი მოტივი გახდა აშკარა კავშირი ცალკეული მსხვილი მეწარმეების სისხლის სამართლის დევნას და ეკონომიკური ზრდის შეფერხებას შორის, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი აღმოჩნდებოდა ციხეში, მით უფრო მეტად არასტაბილური იყო ბაზარი.


თანაც გამოძიებები ეკონომიკურ დარგში ითხოვს ბერვ დროს და რესურსებს, რადგანაც ასეთ საქმეებში ძალიან ძნელია კონკრეტული დამნაშავე პირების გამოვლენა.


არსებული პრობლემის პრინციპული გადაწყვეტა გახდა მოლაპარაკებების და არასასამართლო დარეგულირების პრაქტიკის შემოღება - ბიზნესმენი აღიარებს დანაშაულს, თანხმდება გარკვეული კომპენსაციის გადახდაზე და რჩება გარეთ. საბოლოოდ, ამ შეთანხმებას ამტკიცებს სასამართლო.



ასეთი პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება ბრიტანეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, ნორვეგიაში.


ასევე ევროპაში გავრცელებულია ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულზე ადმინისტრაციული და კორპორაციული სასჯელები - აუცილებელი საზოგადოებრივი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების აკრძალვა, ფულადი ჯარიმები და ა.შ.


რაც შეეხება ბიზნესმენების წინასწარ პატიმრობას, ეს ზომა გამოიყენება ძალიან იშვიათად, და ისიც მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში - თუ არსებობს ეჭვმიტანილის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებათა გაყალბების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მაღალი ალბათობა.


ასეთი შეზღუდვების შედეგად, ეკონომიკური დანაშაულის გამო წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენების რაოდენობა ევროპაში ძალზე მცირეა - მაგალითად ფინეთში - 114 ადამიანი (პატიმრების საერთო რაოდენობა 2800 ადამიანი, მოსახლეობა - 5,5 მლნ.), ჰოლანდიაში 218 (10500 პატიმარი, 17 მლნ. მოსახლეობა), ბრიტანეთში 1565 (92 000 პატიმარი, 66 მლნ. მოსახლეობა),თურქეთში 3710 (233 000 პატიმარი, 80 მლნ. მოსახლეობა).


საფრანგეთში წინასწარი პატიმრობა თითქმის არ გამოიყენება ეკონომიკური დანაშაულის და საგადასახადო თაღლითობის საქმეებში და უფრო მიღებულია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს კორუფციას, საბაჟო დანაშაულს, და კორპორატიული აქტივების ბოროტად გამოყენებას. მთლიანობაში, ქვეყენაში ეკონომიკური დანაშაულის გამო წინასწარ პატიმრობის გამოყენების შემთხვევების 60% მოდის ფულის გათეთრებაზე, რომელიც საფრანგეთში ითვლება ძალიან მძიმე დანაშაულად.


ბრიტანეთში ხშირად გამოიყენება სასამართლო დევნის გადავადების შეთანხება, რომელიც ეხება კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს. ამ პრაქტიკის თანახმად, კომპანია, რომელიც ეჭვმიტანილია ეკონომიკური დანაშაულის ჩადენაში, თანხმდება რამდენიმე პირობაზე, ხოლო ბრალდება აძლევს მას დარღვევების აღმოფხვრის საშუალებას.


ყველა ამ ზომების შედეგად, ევროპამ მიიღო შესაბამის შედეგი - ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდებულები წარმოადგენენ პატიმრების მთლიანი რაოდენობის ძალიან მცირე ნაწილს. რეკორდსმენი ამ მხრივ არის საფრანგეთი - ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, გამოტანილ განაჩენთა მხოლოდ 1% არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან.


თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ბრალეულობის დამტკიცების და დანაშაულის სიმძიმის შემთხვევაში, სასჯელი საკმაოდ სერიოზულია - ევროკავშირში ასეთ ტიპის დანაშაულისთვის სასჯელის ვადა  10-14 წელს აღწევს.



RBC






„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up