“რიქსოსი,“ „ინტერკონტინენტალი“ და „მილენიუმ ბილთმორი" – 2016 წელს თბილისში რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნება

“რიქსოსი,“ „ინტერკონტინენტალი“ და „მილენიუმ ბილთმორი" – 2016 წელს თბილისში რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნება

person access_time2016-01-03 18:30:11

წელს თბილისში რამდენიმე მაღალი ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რიქსოსი" თბილისში 2016 წლის დეკემბერში გაიხსნება. როგორც პროექტის განმახორციელებელ ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატაში „კომერსანტს" განუცხადეს, სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია და ამჟამად ფასადის სამუშაოები მიმდინარეობს. სასტუმროს გახსნა 2015 წელს იგეგმებოდა, თუმცა ბიზნეს პალატაში აცხადებენ, რომ მუზეუმების უბნის გამო უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფასადის მასალებს, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები მეტ დროს მოითხოვს. 

 

„რიქსოსის თბილისური სასტუმრო, „რიქსოსის" საერთაშორისო ჟურნალშიც მოხვდა, რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმისთვის გამოიცემა.  პირველი „ლაქშერი" ბრენდის სასტუმრო „ინტერკონტინენტალი" თბილისში 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება. ბრენდი საქართველოში კომპანია „აჭარა ჯგუფს" შემოჰყავს. როგორც „კომერსანტს" კომპანიაში განუცხადა, შესაძლოა სასტუმროს გახსნა მომავალი წლის მესამე კვარტალშიც მოხერხდეს. კოსტავას 14 ნომერში, გამომცემლობა „სამშობლოს" ყოფილ შენობაში, ამ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სასტუმროში 205 ნომერი განთავსდება და საერთო ჯამში 55 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 2016 წლის იანვარში კი თბილისში 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს, „მილენიუმ ბილთმორის" გახსნა იგეგმება.

 

ცნობილია, რომ „მილენიუმის" ეს სასტუმრო დღეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში- კალიფორნიაში მდებარეობს, მეორე სასტუმრო კი სწორედ საქართველოს დედაქალაქში გაიხსნება. სასტუმროს გარდა კომპლექსში სავაჭრო ცენტრი განთავსდება, სასტუმროს 34-ე სართულზე კი ქართული და შუა აზიური რესტორანი იფუნქციონირებს. სასტუმროში ასევე მოეწყობა საპრეზიდენტო სუითი, რომელიც თბილისში არ არის და დედაქალაქში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებსა თუ „ვი აი პი" პერსონებს მოემსახურება.


 

სასტუმროში განთავსდება მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე კაზინო, რომელიც ლოს-ანჯელესის კაზინოსა და ჩინეთის "მაკაუს" კაზინოს ერთობლივ მმართველობაშია. „დაბი ჯგუფი" „მილენიუმ ბილთმორის" მშენებლობაში 140 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.


 



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up