რიპლის ღირებულება ერთ კვირაში 135%-ით გაიზარდა

რიპლის ღირებულება ერთ კვირაში 135%-ით გაიზარდა

access_time2021-02-01 19:00:42

სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს კრიპტობაზარი კვლავ აქტუალური გახდა. საერთო კაპიტალიზაციამ, პირველად $1 ტრლნ-ს გადააჭარბა. ციფრული ვალუტების ნაწილმა ღირებულების ახალი რეკორდი მოხსნა, ნაწილს ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თუმცა ზრდის ტემპი მათ შემთხვევაშიც შთამბეჭდავია. ცნობილი კრიპტოვალუტებიდან ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად რიპლი გამყარდა. ერთ კვირაში მისი ფასი 135%-ით გაიზარდა.


რიპლი 2012 წელს შეიქმნა. პირველი 5 წელი მის შესახებ ბევრს არაფერი სმენოდა. 2017 წელს, როდესაც კრიპტობაზარი 36-ჯერ $18 მლრდ-დან $650 მლრდ-მდე გაიზარდა, სხვა ალტკოინებთან ერთად ინვესტორები რიპლითაც დაინტერესდნენ. აპრილში მისი ღირებულება ჯერ 2 ცენტიდან 20 ცენტამდე გაიზარდა, შემდეგი ზრდა დეკემბერში დაიწყო და 2018 წლის იანვარში $3.84 გახდა. იმ პერიოდში მისმა კაპიტალიზაციამ ეთერიუმისას გაუსწრო და $150 მლრდ-ს მიაღწია. 15.2%-ანი წილით 3 წლის წინ რიპლს მთელს კრიპტოკაპიტალიზაციაში ბიტკოინის შემდეგ მეორე ადგილი ეკავა.


უკვე 2017 წლიდან კრიპტოვალუტების წინააღმდეგ სხვადასხვა სახელმწიფოებმა და ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარულ პოლიტიკაზე გავლენის დაკრაგვის შიშით მთელი რიგი რეგულაციები შემუშავეს. შედეგად თუ 2018 წლის იანვარში კრიპტოკაპიტალიზაცია $830 მლრდ-ს შეადგენდა, იმავე წლის აპრილში $265 მლრდ-მდე შემცირდა. არსებობდა უარესის მოლოდინი, რომლის თანახმადაც ციფრული ვალუტები საერთოდ უნდა გამქრალიყო. პესიმისტური პროგნოზი არ გამართლდა.


8300-ზე მეტი ციფრული ვალუტიდან სულ რამდენიმეა ისეთი, რომელსაც სხვებიგან გამორჩეული სპეციფიკური დანიშნულება გააჩნია. თუ ბიტკოინი რეალური ფულის ალტერნატივა და ციფრული ოქროა, ხოლო ეთერიუმი „ჭკვიანი კონტრაქტების“ აღსრულებაზეა ორიენტირებული, რიპლი საერთაშორისო გადარიცხვებისთვის გამოიყენება. მისი უპირატესობა სისწრაფე და დაბალი საკომისიოა. ანგარიშზე თანხა 3 დღის ნაცვლად სულ რაღაც 4 წამში ჯდება.



წლის დასაწყისში რიპლი 22 ცენტი ღირდა. რამდენიმე დღეში ფასი 30 ცენტამდე გაიზარდა და სამი კვირით დაპაუზდა. ხელახალი ზრდა კი 30 იანვრიდან დაიწყო და 1-ელ თებერვალს უკვე 66 ცენტი გახდა. მისი კაპიტალიზაცია ამჟამად $29 მლრდ-ს აღწევს, მთელი კრიპტოკაპიტალიზაციის 2.9%-ს. ამ პარამეტრით ის მხოლოდ ბიტკოინსა და ეთერიუმს ჩამორჩება.


ციფრული ვალუტების სამყაროში პროგნოზი ხშირად არ მართლდება, თუმცა დღეს არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზით, მიმდინარე წელს რიპლის ფასმა $2-ს უნდა მიაღწიოს, 2023 წლისთვის $3-ს და 2030 წლისთვის $17-ს უნდა მიაღწიოს.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
რიპლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up