რიონის ხეობაში, სადაც მოსახლეობა „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ 2 პირი დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.
ცნობისთვის, რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო.
„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები “ნამახვანი ჰესის” ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ.
ფოტო: დავით ქაცარავა
ipn.ge