რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების აღებასაქვს წინაპირობა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს - გიორგი აბრამიშვილი

რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების აღებასაქვს წინაპირობა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს - გიორგი აბრამიშვილი

access_time2021-06-12 23:03:20

"დღევანდელი შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი  თემა, რიონის ხეობაში არსებული ვითარება იყო.


მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე სიტუაცია დასტაბილურდეს და არ მოხდეს ვითარების  ესკალაცია.

ამასთან, შეხვედრაზე განხილული იყო გუმათჰესთან აღმართული რკინის ბარიკადების აღების საკითხი.



აღნიშნულ საკითხს გააჩნია წინაპირობა, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მცველების მხრიდან ენკას ბლოკადაზე უარის თქას და მსგავსი ქმედებების შეწყვეტას. ადგილობრივი მოსახლეობისა და იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი და აღსანიშნავია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დაეკისრა, როგორც სახელმწიფოს ასევე პროტესტანტებს“- აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე დირკ ბუშლემ ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი პროტესტის გამოხატვისწინაპირობა რიონის მცველების მიერ გზებისგადაკეტვაზე უარის თქმაა, ასევე მან მოუწოდა  პროტესტანტებს სწორად შეაფასონ რისკები, აიღონ თავისი წილი პასუხიმგებლობა უსაფრთხოებაზე და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს ხეობაში რკინის ბარიკადების აღება.



თეგები:
ენკა



ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...


მსგავსი სიახლეები

up