რიო დე ჟანეიროს მერი, მარსელუ კრიველა კორუფციის საქმეზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ასევე დააკავეს ბიზნესმენი, რაფაელ ალვესი და ყოფილი გამომძიებელი, ფერნანდუ მორაისი. დაკავებულებს ბრალად ედებათ დანაშაულებრივი სქემის ორგანიზება, რის მეშვეობითაც ქალაქის ბიუჯეტიდან სახსრების მითვისებას ახორციელებდნენ.
გამოძიების განცხადებით, რაფაელ ალვესი კერძო კომპანიებს მერიასთან სარფიანი კონტრაქტების გაფორმებაში შუამავლობას სთავაზობდა. ამ მომსახურებისთვის ის ბიზნესმენებისგან ფულს იღებდა, რომელსაც შემდეგ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები იყოფდნენ.
მარსელუ კრიველა რიო დე ჟანეიროს მერის პოსტს 2017 წლის იანვრიდან იკავებს. მიმდინარე წლის ნოემბერში მან მუნიციპალურ არჩევნებში წააგო. მარსელუ კრიველას მანდატი 2021 წლის 1-ელ იანვარს იწურება.
imedinews.ge