რიკოთის საუღელტეხილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა წლის ბოლოს გაიხსნება - გზების დეპარტამენტი

რიკოთის საუღელტეხილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა წლის ბოლოს გაიხსნება - გზების დეპარტამენტი

access_time2022-09-29 14:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები 51-ვე გვირაბზე მიმდინარეობს.



„მათ შორის, 34 გვირაბი უკვე გაჭრილია, საიდანაც 3 ექსპლუატაციაშია შესული. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 90 ხიდზეც, საიდანაც 40 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.



რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის, 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა. ახლად გახსნილი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს.




რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე, ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება. რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება. ამასთან, ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.



რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სივრცე, სადაც ახლო სოფლების მოსახლეობა თავიანთი ნაწარმის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში შეძლებს. კერძოდ, სავაჭრო მოედნები მოეწყობა შემდეგ ლოკაციებზე: სურამი, შროშა და ზესტაფონი.



რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up