რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო მონაკვეთზე ხელშეკრულება გაფორმდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო მონაკვეთზე ხელშეკრულება გაფორმდა

access_time2020-01-16 13:10:33

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე, მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.



„ხელშეკრულება გაფორმდა შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან “Guizhou Highway Engineering Group” და “China National Technical Import and Export Corporation“.



ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, Guizhou Highway Engineering Group“-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ მუ ჟინვეიმ და China National Technical Import and Export Corporation“-ის მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილემ იანგ ბინგმა მოაწერეს.



რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას 582,777,310 ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ამ მონაკვეთზე აშენდება 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი. სამუშაოების დასრულებას 3 წელი დასჭირდება. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14.7კმ-იანი გზა ავტოტრანსპორტს გაუადვილებს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას. ამჟამად რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ერთ მონაკვეთზე დაწყებულია სამობილიზაციო სმაუშაოები.




რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.



საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება.



ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს შემადგენელი კომპანია GHEC-ი 1958 წელს დაფუძნდა და მას 61 წლიანი გამოცდილება აქვს გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში. ბოლო წლებში GHEC-იმ 6,000-ზე მეტი კილომეტრის გზა, 1,200 ხიდი და გვირაბი ააშენა. კომპანიას ხიდებისა და გვირაბების მთიან რაიონებში მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ GHEC-ის მიერაა აშენებული მსოფლიოში ყველაზე მაღალი - ბეიპანცზიანის ხიდი, ხოლო China National Technical Import and Export Corporation (CNTIC) დაფუძნდა 1952 წელს. მან 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 7,000-ზე მეტი პროექტისთვის, შეასრულა საკვანძო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების იმპორტი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ტერაბანკმა იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა

ტერაბანკმა იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
access_time2020-02-19 09:30:19
ტერაბანკი დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას განაგრძობს და წლის პირველ სიახლეს იურიდიულ პირებს სთავაზობს. ამიერიდან მათ უკვე მობაილბანკით სარგებლობა და სხვადასხვა ოპერაციის აპლიკაციის დახმარებით შესრულება შეუძლიათ. მობაილბანკის დახმარებით იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ან სხვის მიერ შექმნილი დავალებები დაადასტურონ, საინფორმაციო გზავნილებისა თუ დასადასტურებელი დავალებების შესახებ Push შეტყობინებები მიიღონ და მარტივი ავტორიზაციით —...

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს
access_time2020-02-19 10:50:56
რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. 20 თებერვლიდან რუსეთში შესვლა ჩინეთიდან ყველა ვიზიტორისთვის აკრძალული იქნება. პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ჩინეთის მოქალაქეების რუსეთში შესვლას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაცია, ჟურნალისტებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბში განუცხადეს. რუსეთში დაწესებული აკრძალვა...

გიორგი გახარია - ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება

გიორგი გახარია - ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება
access_time2020-02-19 10:40:28
„ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება. „ფონდების შესახებ კანონი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი, დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი...

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...


მსგავსი სიახლეები

up