რიგითი ლარი“ ანუ მეომარი რომელიც მარტო იბრძვის - ფაქტია, ბოლო ორი წელია, სებ-ს არცერთი ინტერვენცია არ განუხორციელებია ბაზარზე ლარის დასაცავად

რიგითი ლარი“ ანუ მეომარი რომელიც მარტო იბრძვის - ფაქტია, ბოლო ორი წელია, სებ-ს არცერთი ინტერვენცია არ განუხორციელებია ბაზარზე ლარის დასაცავად

access_time2019-07-10 09:10:12

„რიგითი ლარი“ ანუ მეომარი რომელიც მარტო იბრძვის ყველას წინააღმდეგ,- ამის შესახებ აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.


კომერსანტი მის პოსტს უცვლელად გთვააზობთ:


ბოლო 2 თვეა ლარი მნიშვნელოვან რყევებს განიცდის, ამ პროცესების ფონზე სრულიად ლეგიტიმურად ისმის კითხვა, უნდა ჩარეულიყო თუ არა სებ-ი პროცესებში და ზოგადად შეიძლებოდა, თუ არა ამ პროცესების თავიდან აცილება. მე არაერთხელ მისაუბრია კონკრეტულ სიტუაციაში, ლარის გაუფასურების მიზეზები და მისგან გამოსავლის გზებზე, შესაბამისად ახლა, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და უბრალოდ მიმოვიხილოთ ზოგადად, როგორ იქცევიან ცენტრალური ბანკები, სხვადასხვა ტიპის დევალვაციების დროს.




ცენტრალურ ბანკს აქვს თავისი სავალუტო რეზერვები, დიახ, სწორედ ის სავალუტო რეზერვები, რომლის შევსებასაც, მნიშვნელოვან წილად შეეწირა ჩვენი ვალუტის სტაბილურობა. მაგალითად, თუ 2018 წლის იანვარში რეზერვები 3 მლრდ მცირედით აღემატებოდა 2019 წლის იმავე პერიოდში, მათი მოცულობა 3.7 მლრ -მდე გაიზარდა, ეს ცხადია ცუდი არ არის, მაგრამ მთავარია როგორ ხდება რეზერვების შევსება, რათა ამ პროცესით წნეხი არ გავზარდოთ ვალუტაზე, მაგრამ ჩვენს რეალობაში პირიქით მოხდა, ანუ სავალუტო რეზერვებმა კი არ დაიცვა ლარი, არამედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის გაუფასურებაში. უფრო კონკრეტულად, ცენტრალური ბანკები თავიანთ სავალუტო რეზერვებს, როგორც წესი, იმ მოკლევადიანი, საშინაო ან ფსიქოლოგიური ფაქტორების გასანეიტრალებლად იყენებენ, რამაც შესაძლბელია გამოიწვიოს ვალუტის სწრაფი დევალვაცია ან ფასების სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. მეტიც რიგი ცენტრალური ბანკები, რეზერვებს იყენებენ იმ საგარეო ეგზოგენური ფაქტორების წინააღმდეგაც, რომელსაც წინასწარ იციან, რომ ინტერვენციით ვერ გაანეიტრალებენ, თუმცა ინტრვენციის გზით ცდილობენ ეკონომიკასა და ბიზნესს თავიდან ააცილონ ვალუტის, ნახტომისებური გაუფასურება და ეს რყევები უფრო ხავერდოვანი გახადონ.ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ ამა თუ იმ სიტუაციაში, უნდა ჩარეულიყო, თუ არა სებ-ი, ასევე შეგვიძლია ვიდაოთ, იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო სებ-ის რეზერვების შევსების პოლიტიკა. მაგრამ ფაქტი ერთია, ბოლო ორი წელია, სებ-ს არცერთი ინტერვენცია არ განუხორციელებია ბაზარზე ლარის დასაცავად, არცერთი ინტერვენცია არ ყოფილა გაუფასურების ტალღის შესაჩერებლად.



რაც შეეხება ბოლო მოვლენებს (როგორც საგარეოს ისე საშინაოს) მდგომარეობა ცალსახად რთულია და ის ეკონომიკას მნიშვნელოვან პრობლემებს უქადის, თუმცა ტექნიკურად ჯერ არცერთ შეზღუდვას არ შეეძლო ლარზე, ისეთი დარტყმის მიყენება, რომ კურსი ერთ საათში ერთი თეთრით ეცემოდეს. დღეს არსებული მდგომარეობა სწორედ იმ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება, რომელზეც ვისაუბრე, ამ ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება, როგორც მინიმუმ შერბილება შესაძლებელია.



რაც შეეხება მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს და მისი შოკების შთანთქმის ეფექტს, რომელზეც ხშირად კეთდება აქცენტი, დღეში 5 თეთრით გაუფასურებული ვალუტა, არანაირ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში არ ჯდება, ხოლო რაც შეეხება შოკების შთანთქმას, სანამ ბაზარზე შოკური ეფექტი არ მოხდება კურსს არაფერს შთანთქავს და ის უბრალოდ აჟიოტაჟურად უფასურდება,- წერს პაატა ბაირახტარი.





მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს
access_time2019-11-13 13:03:45
მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად კალაძემ რომეო მიქაუტაძე წარადგინა. „ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ...

ახალი გადანაწილება ბაზარზე-უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დევლოპერულ სექტორში შევიდა

ახალი გადანაწილება ბაზარზე-უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დევლოპერულ სექტორში შევიდა
access_time2019-11-13 13:30:19
სამშენებლო კომპანია „ანაგი“დეველოპინგის სფეროში შევიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფაქტი სამშენებლო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, „კომერსანტი“ დაინტერესდა იქნება თუ არა „ანაგი დეველოპმენტი“ პირდაპირი კონკურენტი ისეთი მსხვილი დეველოპერული კომპანიების, როგორიცაა m2, „დომუსი“, „აქსისი“ და ასე შემდეგ.    თავად „ანაგი დეველოპმენტში“ განმარტავენ,რომ  დეველოპმენტი 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა....

ფილარმონიის დირექტორი -ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო

ფილარმონიის დირექტორი -ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო
access_time2019-11-13 12:30:24
ფილარმონიის დირექტორის, გიორგი კერესელიძის განცხადებით, ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივეთსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო.როგორც გიორგი კერესელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, 2011 წლიდან მოყოლებული ითხოვენ იმ ვალდებულების მოხსნას, რომელიც კონტრაქტში ისე...

ფილარმონიის დირექტორი - ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო

ფილარმონიის დირექტორი -  ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო
access_time2019-11-12 12:30:24
ფილარმონიის დირექტორის, გიორგი კერესელიძის განცხადებით, ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო. გიორგი კერესელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას...

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ დაინიშნა

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ  დაინიშნა
access_time2019-11-13 11:12:42
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. 2017 წლამდე ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის...


მსგავსი სიახლეები

up