რიგები მეტროს შესასვლელთან - მერიის გადაწყვეტილების უკუშედეგი

რიგები მეტროს შესასვლელთან - მერიის გადაწყვეტილების უკუშედეგი

access_time2020-11-13 17:00:41

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გაეკონტროლებინათ მეტროსადგურებში მგზავრთნაკადი უკუშედეგი გამოიღო. ბარიერების აღმართვის შემდეგ რიგები დაგრძელდა და დისტანციის დაცვა შეუძლებელი გახდა.


6 ნოემბრიდან კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზეზით, თბილისის 4 ყველაზე ხალხმრავალ მეტროსადგურში: „ვარკეთილი,“ „სადგურის მოედანი,“ „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“ მგზავრთნაკადის კონტროლი დაიწყო. შესასვლელში ზიგზაგისებურად რკინის ბარიერები დაიდგა და მხოლოდ 1 კარი დარჩა ღია. გადაადგილების კონტროლი პოლიციას დაევალა. იმ ფაქტმა, რომ მგზავრთა რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა და მათ ახლა 2 ან 4 კარის ნაცვლად 1 კარში უწევთ შესვლა, რიგები გაზარდა და დისტანცია შეამცირა.


სოციალურ ქსელში 13 ნოემბრით დათარიღებული „ახმეთელის თეატრის“ შესასლელთან გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მგზავრებისთვის კოვიდრეგულაციების შესრულება უბრალოდ შეუძლებელია.





ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ მუნიციპალიტეტი მგზავრთა ნაკადის მართვისთვის შესაბამის ზომებს მიმართავს. მათი თქმით, „ახმეტელის მეტროსადგურთან“ პიკის საათის პერიოდში ღია სივრცეში რიგის შეკავება, რათა ქვედა სივრცეში უფრო თავისუფლება ყოფილიყო, სწორედ ამ მართვის ნაწილი გახლდათ.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ დღეს, პიკის საათის პერიოდში, მეტროსადგურ„ახმეტელის თეატრის“ შესასვლელთან მგზავრთა ნაკადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, რასაკვირველია, თბილისის მუნიციპალიტეტი, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამის ზომებს მიმართავს.ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა მეტროპოლიტენში მგზავრთა ნაკადების მართვა.  მართვის შედეგად ხდება მეტროსადგურების შიგნით მგზავრთა ნაკადის განტვირთვა და რიგის მართვა გარეთ, ღია სივრცეში. შედეგად, ქვედა ვესტიბიულებში ნაკადი იკლებს და მცირდება ვირუსის გავრცელების რისკი.

 

სწორედ მსგავსად იმართებოდა რიგი დღეს დილით, პიკის საათის პერიოდში - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელში, ღია სივრცეში შეკავდა რიგი, ხოლო მეტროს ვესტიბიულში იყო სიხალვათე.

 

მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მეტროსადგურების შესასვლელებთან არსებულ ბარიერებში, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელების რისკი,“ - ნათქვამია განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up