Ridex Bikes - ველოსიპედი ქართველებმაც გამოიგონეს

Ridex Bikes - ველოსიპედი ქართველებმაც გამოიგონეს

access_time2020-10-12 14:40:31

დაახლოებით 2  წლის წინ, ველოსიპედების პირველი ქართული ბრენდის შექმნის იდეა შალვა ბაბილუას გაუჩნდა.  მიზეზი იყო ის, რომ ქართულ ბაზარზე ამ მხრივ თავისუფალი სივრცე არსებობდა და  როგორც Ridex Bikes_ში აცხადებენ, ბაზარზე იყო იმის საჭიროება, რომ ქართული  ნაწილები და ქართული სერვის ცენტრი ქვეყანაში ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ქართული ველოსიპედები ფოთის საწარმოში ეწყობა, სადაც 14 ადამიანია დასაქმებული.


„ ეს არის ხელმისაწვდომი ველოსიპედი გარანტიით, კარგი  ხარისხით. რაც საქართველოში გარანტიით იყიდება საკმაოდ ძვირიანია და ნაწილებზე  გარანტიას აქ არავინ იძლევა,  რადგან რომელიმე ბრენდის ოფიციალური  წარმომადგენლობა არ გვაქვს.

მთავარი ისააა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და  გარანტორები იმისა, რომ თუ  ველოსიპედზე  რაღაც პრობლემაა,  საზღვარგარეთ  არ მოგიწვს იმის  გარკვევა თუ რა  დაემართა.


დავიწყეთ პროტოტიპის დამზადება, შევუკვეთეთ ნაწილების რამდენიმე  ვარიაცია და ავაწყვეთ დაახლოებით 5-7 მოდელი სხვადასხვა კომპლექტაციით.  შემდეგ დავთვალეთ საბაზრო ღირებულება და ერთ-ერთი პირველი მოდელი  შევიმუშავეთ,  ხელმისაწვდომი ხარისხიანი ველოსიპედი გარანტიით.  დიდი რაოდენობით  შევუკვეთეთ ჩარჩოები,  დავბრენდეთ, ველოსიპედები ავაწყვეთ და დავიწყეთ გაყიდვა მარტში,“- განმარტავს Ridex Bikes-ის დამფუძნებელი შალვა ბაბილუა.


Ridex Bikes-მა უკვე ორი სხვადასხვა მოდელის 700 ველოსიპედი დაამზადა, რომელიც გაყიდვაშია, როგორც კომპანიის სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე.



ბიზნესის საინვესტიციო მოცულობამ 250 000 ლარი შეადგინა.


ჩვენ თბილისში გვაქვს   მაღაზიათა სერვის ცენტრი,  ონლაინ მაღაზიებში - „ექსტრასა“ და „ვენდუზე“ . ჩვენი მიზანია, რომ სეზონზე დაახლოებით 3000 ზე მეტი ველოსიპედის გაყიდვა მოვახერხოთ, რათა აზრი ჰქონდეს დანადგარების ჩამოტანას, რომ  ჩვენი  ქართული ჩარჩოების წამოება  დავიწყოთ.


ველოსიპედის ფასი დაახლოებით 400-დან 600 ლარამდე მერყეობს. სამწუხაროდ,  ჯერჯერობით უფრო დაბალფასიანებს ვერ ვაკეთებთ, რადგან ისეთი მასშტაბური წარმოება არ გვაქვს. რაც არ უნდა იყოს, სერვის ცენტრის ქონაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ  ყველაფერთან ერთად, მაინც კონკურენტუნარიანი ფასია,  აღნიშნავს შალვა ბაბილუა.


Ridex Bikes-მა უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისგანაც 20 ველოსიპედის შეკვეთა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი და უცხოელი სტუდენტები სწორედ ქართული ველოსიპედით იმოძრავებენ.


„ქუთაისის  საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაახლოებით 20 ცალი ველოსიპედი შეგვიკვეთა და შესაძლოა ცოტა ხანში შეკვეთა გაიზარდოს. საერთაშორისო უნივერსიტეტია, უცხოელები სწავლობენ - ველოსიპედი დამატებითი კომფორტის საშუალებაა სტუდენტებისთვის.


სამომავლოდ, გვინდა უფრო  დიდი ინვესტორები მოვიზიდოთ და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გავიტანოთ ქართული ველოსიპედები. ორი წლის  თავზე ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ ქარხნის დაგეგმვა ქართლი ჩარჩოებისთვის და მისი აშენება,“ - ამბობს შალვა ბაბილუა.

 

 მარიამ მორგოშია



თეგები:
Ridex Bikes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up