აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა, რის შემდეგაც, მომხრეებს განუცხადა, რომ მისგან გადადგომა მოითხოვა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ბჟანიასა და ხაჯიმბას შეხვედრა ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე გაიმართა, რის შემდეგაც ბჟანია მომხრეებთან გაემართა, რომლებიც მას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ელოდნენ.
აგარაკი ბჟანიასთან ერთად, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევმაც დატოვა, რომელმაც შეხვედრა ბჟანიასთანაც გამართა და ხაჯიმბასაც შეხვდა.
„ჩვენ პოზიციები გამოვხატეთ - გადავეცით მოთხოვნა, რომ გადადგეს. ხაჯიმბა დაგვპირდა, რომ გვიპასუხებს“, - განაცხადა ბჟანიამ.
IPN