„რეზონანსი“: საქართველოში შეძლებულთა შემოსავალი დაბალი ფენის შემოსავალს 28-ჯერ აღემატება

„რეზონანსი“: საქართველოში შეძლებულთა შემოსავალი დაბალი ფენის შემოსავალს 28-ჯერ აღემატება

access_time2017-09-01 16:30:19

„მდიდრებსა და ღარიბებს შორის საერთო მხოლოდ მიწა, ჰაერი და მოქალაქეობაა“

 

ქვეყანაში წარმოებული მატერიალური დოვლათის უთანასწორო განაწილების მიხედვით საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის შემოსავალი დაბალშემოსავლიანებისას 17-18-ჯერ აღემატება. არსებული სტანდარტით კი, სხვაობა 10-ჯერ მეტი არ უნდა იყოს. მარტო ფულად განზომილებას თუ მივიღებთ მხედველობაში, მაღალშემოსავლიანი სეგმენტი 27-28-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა. როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, უთანასწორობა გვაქვს დარგობრივი, გენდერული და რეგიონული ნიშნებითაც.

 

მდგომარეობა მძიმეა ერთ სექტორში მომუშავე ადამიანთა ჯგუფისთვისაც. ძალიან ხშირად ადამიანები ერთ ორგანიზაციაშიც კი უთანასწორო შემოსავალს იღებენ. მაგალითად, რთული მდგომარეობაა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესზე, დამამუშავებელ მრეწველობასა და სხვა რამდენიმე დარგში, სადაც უბრალო ხალხი ლუკმა-პურის შოვნისათვის დაუღალავად შრომობს. კატასტროფულად მცირეა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და სუპერმარკეტების კონსულტანტთა შრომის ანაზღაურება, სადაც ადამიანების მთელი თვის ნამუშევარი 200 ლარი ან ცოტა მეტია.

 

უთანასწორო შემოსავლების მხრივ არსებული ვითარება კარგად ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაშიც. განათლება, სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, მომსახურება, დამამუშავებელი მრეწველობა - ეს საქართველოში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროების ტოპ ხუთეულია.

  

ბოლო ათ წელიწადში ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანთა ანაზღაურება რამდენჯერმეა გაზრდილი, თუმცა სხვა სფეროებში მომუშავეებთან შედარებით, აქ დასაქმებულთა ანაზღაურება საგრძნობლად დაბალია. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროში დასაქმებულთ აქვთ - თვეში, საშუალოდ, 563 ლარი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ეს თანხა დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც წინა წელს. აქვე აღსანიშნავია,რომ 2007 წელს განათლებაში დასაქმებულის საშუალოთვიური შემოსავალი 149 ლარს არ აღემატებოდა.

 

მეორე ადგილზე სოფლისა და სატყეო მეურნეობაა. აქ მოქალაქეებს თვეში, საშუალოდ, 657 ლარი აქვთ. ათი წლის წინ კი 144 ლარს იღებდნენ. მას სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი მოსდევს, სადაც მომუშავეების შემოსავალი 740 ლარს უტოლდება. 2007 წელს ეს თანხა 447 ლარს შეადგენდა.


 

მეოთხე ადგილს მომსახურების სფერო იკავებს 781 ლარით (2007 წელს - 220 ლარი), ხოლო მეხუთეს დამამუშავებელი მრეწველობა 826 ლარით (2007 წელს - 235 ლარი).

 

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა მატერიალური დოვლათის გადანაწილების თვალსაზრისით.

„აშშ-ში მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ფიზიოლოგიურ არსებობასთან მიმართებით უთანაბრობა იქ საკმაოდ დაშორებულია. შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკაში ოთხსულიან ოჯახზე წლიური საარსებო მინიმუმი არის 24 500 დოლარის ფარგლებში (თვეში 2000 დოლარზე მეტი). საქართველოში იგივე კრიტერიუმით თუ მივუდგებით, ასეთი ოჯახების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია.

 

სხვათა შორის, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორისაც საქართველო არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე შემოსავლების უთანასწორო განაწილების თვალსაზრისით. იმ ქვეყნების მიხედვით, რომლებიც ამ ინფორმაციას აქვეყნებენ (ორიოდე გამონაკლისის გარდა, როგორიცაა უზბეკეთი და თურქმენეთი), ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მასშტაბით. რუსეთის ფედერაციის დონეზე ვართ ან ცოტა უარეს ვითარებაში. ყოველ შემთხვევაში, ამ მხრივ სატრაბახო არაფერი გვაქვს“,  - განუცხდა „რეზონანსს“ არჩვაძემ და იქვე დასძინა, რომ მეტი სამუშაო ადგილი, მეტი დასაქმება მოგვცემს საშუალებას, რათა უთანასწორობის შემცირებაზე ვისაუბროთ.

 

„არსებობს კრიტერიუმი, რომელიც მიუთითებს, რომ სახელმწიფოს სტაბილურობისთვის სოციალური დაძაბულობა განსაკუთრებით მწვავე ფორმას იღებს და საშიშია იმ დროს, როცა შეძლებულთა შემოსავალი დაბალშემოსავლიანებისას აღემატება 10-ჯერ და მეტად. საქართველოში ეს სხვაობა (ფულადი და ნატურალური განზომილებით) დაახლოებით 17-18-ჯერადია. მარტო ფულად შემოსავლებს თუ ავიღებთ, სხვაობა 27-28-ჯერ მეტია.

 

ფაქტობრივად, მდიდრებსა და ღარიბებს შორის საერთო მხოლოდ მიწა, ჰაერი და მოქალაქეობაა. დანარჩენი, მათი შემოსავალი, უფლებები და მოხმარების სუბკულტურა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. მცირე ნაწილი თავის მოთხოვნებს საკმაოდ მაღალ დონეზე იკმაყოფილებს (მსოფლიოს სტანდარტების მიხედვითაც კი) და აბსოლუტური უმრავლესობა ფიზიოლოგიური არსებობის შესანარჩუნებლად იბრძვის.

 

უთანასწორობა გვაქვს დარგობრივი, გენდერული და რეგიონული ნიშნებით, ამიტომ ბევრ ასპექტში გვიწევს ასიმეტრიული და ირაციონალური განაწილების ფორმულის წინააღმდეგ ბრძოლა. ბოლო დღეების განმავლობაში მთელი საქართველო ებრძვის ხანძარს ბორჯომის ხეობასა და დანარჩენ საქართველოში, მაგრამ ბრძოლა სოციალური უთანასწორობისთვის გაცილებით მძიმე და ხანგძლივია. ამას სჭირდება უფრო გააზრებული სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია სახელმწიფოსგან. ვიმედოვნებ, ხელისუფლება ამიერიდან უფრო ქმედით ღონისძიებებს გაატარებს, ვიდრე ამას ბოლო დრომდე აკეთებდა“, -აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას სოსო არჩვაძემ.

 

 

 

 



"ჯერჯერობით კონსესუსს ვერ მივაღწიეთ" - ლუდის ინდუსტრია ხელისუფლებისგან შეღავათებს ითხოვს

access_time2021-05-14 15:00:48
ლუდის სექტორსა და სახელმწიფოს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინდუსტრია მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. სექტორის მხრიდან წაყენებულ მოთხოვნებს შორის აქციზის გადახედვა და დღგ-ს გადავადება პრიორიტეტულ საკითხებად სახელდებოდა.   როგორც კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე აცხადებს, სექტორს მძიმე ტვირთად დააწვა ახლად ამოქმედებული რეგულაციებიც.   „სახელმწიფოს...

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
access_time2021-05-14 12:00:55
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.   2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის...

#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

  #სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
access_time2021-05-14 10:55:53
13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინვიდიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს...

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
access_time2021-05-14 12:30:00
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19%...

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
access_time2021-05-14 13:00:50
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა...


მსგავსი სიახლეები

up