„რეზონანსი - “ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას  ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალი ურჩევნიათ“

„რეზონანსი - “ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალი ურჩევნიათ“

access_time2019-04-17 18:00:31


ევროპაში ქართველი არალეგალები მასობრივად იდევნებიან, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მწირი ანაზღაურების გამო, მუშაობა აზრს კარგავს. გამოსავალი  კი როგორც გაზეთი „რეზონანსი წერს, არ ჩანს. 


ბოლო რამდენიმე წელია, ქართველები ვეღარ მიდიან ევროპაში ან თუ მიდიან, მალევე აძევებენ. შესაბამისად, ვერც სამუშაოს იწყებენ. დასაქმების პერსპექტივა ევროპაში თითქმის აღარ არის. თურქეთში კრიზისია, არალეგალებისათვის რთული ვითარებაა რუსეთსა და უკრაინაში. ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე ოკუპირებულ აფხაზეთში წასვლასაც რისკავდა, მაგრამ იქ ახლა კიდევ უფრო ჭირს, ვიდრე ოდესმე. ფაქტობრივად, ისეთი ვითარება...  პერსპექტივაც კი არ ჩანს იმისა. რომ  ქართველი მიგრანტებმა წასვლისთვის მარშრუტი შეარჩიონ .


ფინანსური კრიზისის გამო ყველაზე მეტად ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთსა და თურქეთში უჭირთ. ამ ქვეყნებში მათ დასაქმების პრობლემას ადგილობრივების მხრიდან უნდობლობაც უქმნით. რაც შეეხება ისრაელს, გერმანიას, ესპანეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, იქ საქართველოდან ჩასულთა დასაქმება ბოლო დროს წარმოუდგენლად გართულდა, რადგან არალეგალი მიგრანტები მასობრივად იდევნებიან.


მიგრაციის ცენტრის დირექტორი გიორგი გოგიშვილის ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტებს პრობლემა აქვთ ყველგან, სადაც არალეგალურად უწევთ ცხოვრება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, ფინანსური კრიზისის გამო, ლეგალურად მცხოვრებლებსაც არანაკლებ უჭირთ.


„დღეს საქართველოდან მიგრაციაში წასულ ქართველებს დასაქმების პრობლემა ყველგან აქვთ. არანაირი ტენდენცია არ იკვეთება გარდა იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და ამისთვის საფუძველი შეამზადონ. ბევრი დარჩენას მაინც ახერხებს იმ იმედით, რომ იქნებ უკეთესი გამოჩნდეს. ამასობაში გამძლეობის პიკზე უწევთ ყოფნა, მათ მიერ წვალებით ნაშოვნი ფული კი სამშობლოში არასწორად იხარჯება.


დღეს ეს ადამიანები ძალიან ცუდ დღეში არიან. ზოგადად, რიგ ქვეყნებს არალეგალებთან დაკავშირებით ზომები გამკაცრებული აქვთ. თურქეთში ქართველებზე ძალიან დიდი დევნა იყო, ეს ისტერია ცოტათი ჩაცხრა, მაგრამ ქვეყნის შიგნით პრობლემებია და ეს ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობაზეც აისახება. იშვიათი შემთხვევის გარდა, დასაქმება უჭირთ. იქ მაინც უფრო სეზონური სამუშაოა და მისი მოძებნაც არ არის მარტივი.



გერმანიაში კი დასაქმება არალეგალებისათვის უკვე წარმოუდგენელია. პრობლემაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც, - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან გოგიშვილი და დასძენს, რომ ქართველების შრომის ანაზღაურება თითქმის ყველგან შემცირდა.


„ფინანსურმა პრობლემამ, რაც ბევრ სახელმწიფოს თავს დაატყდა, სამუშაო ადგილები გააქრო. მართალია, უჭირთ რუსეთშიც, მაგრამ ცხოვრება იქ შედარებით მარტივია, რადგან ჩვენები ამ ქვეყანას კარგად იცნობენ, იციან ენაც და იქ ცხოვრება, ფინანსური პრობლემის ფონზეც, უადვილდებათ. იგივე შემიძლია ვთქვა უკრაინაზეც, თუმცა, პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ამ ქვეყნის ზოგიერთ პროვინციაში ქართველების დარჩენა უკვე საკმაოდ რთულია.


ამიტომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუკი ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდებიან და უცხოეთში გაკეთებული დანაზოგით რამე საქმეს წამოიწყებენ. ეს შეიძლება იყოს ბიზნესი ან პროფესიულად გადაამზადებენ და ა. შ. ამ მხრივ დღეს საქართველოში საკმაოდ დიდი არჩევანია, - ამბობს გოგიშვილი.


მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, ქართველები სამშობლოში დაბრუნებას მაინც არ ჩქარობენ და ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალს არჩევენ. სოხუმიდან დევნილი პედაგოგი ლია მაქაცარია მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობს. ამბობს, რომ ბოლო 2 წელიწადში ხელფასი გაუნახევრდა, მაგრამ უკან დაბრუნებაზე მაინც არ უფიქრია.


„ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი რესტორნებშია დასაქმებული, უმეტესობა კი ვაჭრობით ირჩენს თავს. ბოლო პერიოდში ქართველებისათვის დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ ხელფასი შეუმცირდათ. ვისაც შრომის ანაზღაურება დოლარში აქვს, პრობლემა არ შექმნია, მაგრამ ასეთი ადამიანი აქ თითზე ჩამოსათვლელია.


თავის დროზე აფხაზეთიდან რუსული პასპორტით გადმოვედი. ეს დოკუმენტი მხოლოდ ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას მაძლევს, რაც არ უნდა ვცადო, სხვაგან ვერ გადავალ, აქ დარჩენა კი თანდათან აზრს კარგავს. თვეში 300 დოლარამდე ვაგზავნიდი, ახლა 150 დოლარს ძლივს ვაკოწიწებ. სიმართლე გითხრათ, რუსეთში ყოფნა, მორალურადაც და ფიზიკურადაც ძალიან მიჭირს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, - ამბობს მოსკოვში მცხოვრები ქართველი.


თურქეთში ერთადერთი ქალაქი სტამბულია, სადაც ემიგრანტები შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, მაგრამ შრომის ანაზღაურების მხრივ იქაც პრობლემაა. დასაქმება განსაკუთრებით უჭირთ მათ, ვისაც ენის ბარიერი აქვთ.


თბილისელი ცირა ცირეკიძე ანტალიაში ცხოვრობს. მას ხელფასი კარგა ხანია შეუმცირდა და ოჯახს ძველებურად ვერ ეხმარება.


„ოჯახში მოხუცის მომვლელად ვმუშაობ, საოჯახო საქმეებშიც ვეხმარები. თვეში 600 დოლარს მიხდიდნენ, მაგრამ ბოლო 2 წელია, 450 დოლარს ვიღებ. ჩემი ახლობლები სტამბულში ცხოვრობენ. იმის გამო, რომ ენა კარგად იციან, ადვილად დასაქმდნენ, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობენ და კარგადაც უხდიან. მათ გაუმართლათ, რადგან სტამბულში დასაქმება მარტივი არ არის, შუამავლის გარეშე წარმოუდგენელია კიდეც, მით უმეტეს, ქართველებს ადგილობრივები არ ენდობიან. ისინი ძველებურად არც ოჯახებში მოსამსახურეებად აჰყავთ, ხოლო დამოუკიდებლად კომპანიებში დასაქმება საერთოდაც წარმოუდგენელია, - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან ცირეკიძე.


მართალია, ქართველებისათვის საცხოვრებლად გერმანია (ამერიკის შემდეგ), ერთ-ერთი საოცნებო ქვეყანაა, მაგრამ, როგორც ვახსენეთ, იქ არალეგალურად ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა, რადგან არ გააჩნიათ საჭირო საბუთები, ელემენტარული პირობების შექმნას ვერ ახერხებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით უჭირთ მამაკაცებს, რომლებიც კრიმინალური საქმიანობისათვის არიან განწირული.


რეზონანსი






მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up