„რეზონანსი“: ქართული პროდუქტის ექსპორტი მცირდება

„რეზონანსი“: ქართული პროდუქტის ექსპორტი მცირდება

access_time2016-07-25 19:01:03

წლის პირველ ნახევარში, სულ ორად ორი პროდუქტის ექსპორტი გაიზარდა - სპილენძის მადნები და ღვინო. დანარჩენი პროდუქტის მომავალი ისევ ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.

 

ყველა ქართული პროდუქტის ექსპორტი მცირდება, გამონაკლისი მხოლოდ ღვინო და სპილენძის მადანია – ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ წერს და აღნიშნავს, რომ ქართული ექსპორტი ისევ ჩიხშია. 

 

აღნიშნული ორი პროდუქტიდან ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე სტაბილურად ღვინის ექსპორტი იზრდება, თუმცა მთლიან მოცულობაში ღვინის წილი მხოლოდ 5%-ია და ბუნებრივია, საგადასახდელო ბალანსში ეს მნიშვნელოვან როლს ვერ ასრულებს.


წლის პირველ ნახევარში საქართველოდან 75 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა. იანვრიდან მოყოლებული მისი ექსპორტი ყოველთვე იზრდება. ამ თვალსაზრისით რეკორდი 2014 წელს დამყარდა, როდესაც მეღვინეებმა ქვეყნიდან 180 მილიონი დოლარის პროდუქტი გაიტანეს.  2015 წელს ღვინის ექსპორტი 95 მილიონ დოლარამდე შემცირდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის ღვინო 2013 წლამდე ექსპორტზე არ გასულა. 2006 წლის ემბარგომდე ღვინის ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებლად 81 მილიონი დოლარი ითვლებოდა. 


მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია განახორციელეს, ემბარგოს მოხსნამდე ღვინის ექსპორტის მოცულობამ აღნიშნულ მაჩვენებელსაც ვერ მიაღწია.  ამჯერად, მეღვინეები დიდ იმედებს ამყარებენ ჩინეთზე, რომელიც საექსპორტო ქვეყნებში უკვე მესამე ადგილს იკავებს. 


წლის პირველ ნახევარში ჩინეთში - 1,9 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 144%-ით აღემატება შარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, უკრაინაში - 2,286 მილიონი ღვინოა ექსპორტირებული, 82%-ით მეტი შარშანდელთან შედარებით, ხოლო უმსხვილეს ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, სადაც კომპანიებმა 10,198 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს, ამ შემთხვევაში ზრდა 56%-ია.


ღვინისგან განსხვავებით ისევ მერყევი ტენდენციაა სპილენძის ექსპორტში. ეს პროდუქტი ძირითადად თურქეთში გადის და მისი წილი მთლიან მოცულობაში 15%-ია. თებერვალში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 32,6 მილიონი დოლარის სპილენძის მადანი გავიდა, მაისში ეს მაჩვენებელი 13 მილიონ დოლარამდე დაეცა, ივნისში კი ისევ ზრდა ფიქსირდება - 21,257 მილიონ დოლარამდე. 6 თვეში ექსპორტი 147,767 მილიონი დოლარია.

 


2013 წლიდან ქართული სპილენძის მადნისა და კონცენტრატების უცხოეთის ბაზარზე რეალიზაცია მკვეთრად იზრდება. 2012 წელს საქართველოდან 53,535 მილიონი დოლარის მადანი გაიტანეს, 2013 წელს - 161,632 მილიონი დოლარის, 2014 წელს - 248 მილიონი დოლარის, ხოლო 2015 წელს - 270,601 მილიონი დოლარის. შეიძლება ითქვას, რომ შარშან სპილენძის ერთადერთი პროდუქტი იყო, რომლის ექსპორტიც არ შემცირდა.


წლების განმავლობაში ყველაზე პერსპექტიულ საექსპორტო პროდუქტად ფეროშენადნობები და ავტომობილები ითვლებოდა.

 

ფეროშენადნობ პროდუქტზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში შემცირდა და ბუნებრივია, აღნიშნულმა ტენდენციამ ამ დარგს კვალი საქართველოშიც დაამჩნია. თუ ადრე ფეროშენადნობები საექსპორტო ათეულის ლიდერი იყო, ახლა მესამე ადგილზე ჩავიდა. იანვრიდან მოყოლებული ამ პროდუქტის ექსპორტი მცირედით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. ივნისში კი ისეთი მკვეთრი ვარდნა მოხდა, რომ ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს ისევ პესიმიზმის საფუძველი გაუჩინა. 


წინა თვეს ფეროშენადნობების ექსპორტი 21,497 მილიონი დოლარიდან (მაისი) 8 მილიონ დოლარამდე დაეცა. საერთოდ კი, ამ დარგის საექსპორტო აღზევების ხანად 2014 წელი ითვლება, როდესაც ქვეყნიდან 284 მილიონი დოლარის ფეროშენადნობი გავიდა. ასეთი კრიზისი, როგორიც წელს შეინიშნება, დარგს ბოლო რამდენიმე წელია არ ახსოვს.

 

ფეროშენადნობთა პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან ხვედელიძე აღნიშნავს, რომ ამ დარგის მდგომარეობა წელს კიდევ უფრო დამძიმდება.

 

"ფეროშენადნობთა რეალიზაცია არ იზრდება და ეს დარგი დღემდე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ამას ემატება მსოფლიო კრიზისიც~, - აცხადებს სულხან ხვედელიძე და დასძენს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ლითონზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, რამაც ამ პროდუქციის ფასის შემცირება გამოიწვია. 


სულხან ხვედელიძის ინფორმაციით, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ფეროშენადნობებიდან მიღებული შემოსავალმა 100 მილიონი დოლარით იკლო. 2016 წლის პროგნოზით, ვარდნა 120-130 მილიონის ფარგლებში იქნება.


რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტს ამ მაჩვენებელზე გავლენა მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილებებმა იმოქმედა.  აზერბაიჯანმა, 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა, რამაც ქართველი ავტოდილერების შემოსავალი მკვეთრად შეამცირა. ამას დაემატა სომხეთისა და ყაზახეთის ევრაზიულ კავშირში შესვლა და ექსპორტი ამ ქვეყნებშიც შეიზღუდა. შედეგად, საქართველოს მთლიან ექსპორტს ამ მიმართულებიდან ათეულობით მილიონი დოლარი დააკლდა. წლის პირველ ნახევარში ავტომობილების რეექსპორტი 75 მილიონი დოლარია, 24 მილიონი დოლარით ნაკლები შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 


ავტოექსპორტის პიკი 2013 წელია. იმ პერიოდში საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 703,817 მილიონი დოლარის ავტომობილი გავიდა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 517 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს 180 მილიონ დოლარამდე დაეცა.  ფაქტობრივად, 2013 წლის შემდეგ ავტომობილების ექსპორტმა 500 მილიონ დოლარზე მეტით იკლო.


ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი საქართველოს არ აქვს. მთლიან მოცულობაში შედარებით მცირე წილი უჭირავს თხილს - 7% და ამ პროდუქტის უცხოეთში გადაზიდვაც საკმაოდ მცირდება. თუ შარშან წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 73,675 მილიონი დოლარის თხილი გავიდა, წელს 69,628 მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა.


შეიძლება ითქვას, რომ ექსპორტმა სავაჭრო ბალანსში პოზიციების ყველაზე მეტად 2013-14 წლებში გაიმყარა და იმ პერიოდში შეიქმნა მოლოდინი, რომ საქართველოში მეწარმეობის განვითარება ჩანასახის მდგომარეობიდან გამოდიოდა. წესით, ეს დასაქმების მაჩვენებელსაც უნდა დატყობოდა, თუმცა 2015 წლიდან სავალუტო კრიზისმა ექსპორტი ნელ-ნელა ისევ ფსკერისკენ წაიყვანა.

 

გაზეთი "რეზონანსი"

----




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up