„რეზონანსი“: ქართული ბაზარი შესაძლოა იაფფასიანმა იმპორტირებულმა პროდუქციამ წალეკოს

„რეზონანსი“: ქართული ბაზარი შესაძლოა იაფფასიანმა იმპორტირებულმა პროდუქციამ წალეკოს

access_time2016-01-17 15:00:50

რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, ქართულ ექსპორტს დამატებითი ბარიერები შეუქმნას.


ადგილობრივ ბაზარზე დემპინგური ფასით იმპორტირებული პროდუქტის შემოტანაც არ არის გამორიცხული, რაც ქართულ წარმოებას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად ეკონომისტები მთავრობას საგანგებო საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებენ.


"მეზობელ ქვეყნებში არაორდინალური სიტუაციაა და ჩვენმა მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს. აუცილებელია შეიქმნას საბჭო, რომელიც იმუშავებს ოპერატიულად და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად მიიღებს. ეს უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი, რომლის საშიშროება რეგიონში დღითი დღე იზრდება~, -აცხადებს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია.


გაიაფებული ნავთობის გამო სამეზობლოში ვალუტები მკვეთრად გაუფასურდა. ყველაზე მეტად დაეცა აზერბაიჯანული მანათი, რომელიც 1 წლის განმავლობაში 100%-ით გაუფასურდა. რუბლი შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული 35%-ით დაეცა, თურქული ლირა კი - 32%-ით. ნავთობის გაიაფებამ მნიშვნელოვნად გააუფასურა ყაზახური ტენგეც. ამ ქვეყნებში ვალუტის შეკავება, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება.


აზერბაიჯანის უმსხვილესმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარისა და ევროს გაყიდვა, რის მიზეზადაც უცხოური ვალუტის დეფიციტი დასახელდა. პრობლემა დაკავშირებულია ბანკების მიერ ვალუტის დარეზერვებასთან. მისი მოცულობის გაზრდის აუცილებლობა უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირების გამო დადგა. რუსეთმა კი რუბლის "დასაცავად" და უცხოური ვალუტის მოსაზიდად პროდუქციის რუბლებში გაყიდვა გადაწყვიტა, რამაც საექსპორტო ნაწარმი მნიშვნელოვნად გააიაფა.


რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურმა მოვლენებმა, შესაძლოა, ქართულ პროდუქციას დამატებითი ბარიერი შეუქმნას. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორი ქვეყნებიდან მკვეთრად გაიაფებული პროდუქტი შემოვიდეს, რაც ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში ჩააყენებს.


ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ აზერბაიჯანული მანათის დაცემა და იქ არსებული პანიკა საქართველოზეც აისახება. აზერბაიჯანული ბიზნესი ეცდება საქართველოში გადაახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე, რაც ლარისთვის დამატებითი პრობლემაა.


საქართველოზე უარყოფითად აისახება რუსული რუბლის კურსის დაცემაც. იქ ყველა საქონელი იყიდება რუბლებში, რაც ძალზე იაფს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელს. ანალოგიურად იაფდება თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტიც, რა თქმა უნდა, გაუფასურებული ლირას გამო.

 

"იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღამ, შესაძლოა, გაზარდოს დოლარზე მოთხოვნა საქართველოში. კონკურენცის პირობები დაირღვევა ქართველი მეწარმეებისათვის. ეს კი ემუქრება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების შემოდინებასაც.


 

ერთ მაგალითს მოვიყვან: ახლა რუსეთში ერთ ტონა არმატურა შეგიძლიათ შეიძინოთ 400 დოლარად, რაც ძალიან იაფია. ასევე ძალიან შემცირდა სხვა პროდუქტის ფასიც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს იაფი რუსული საქონელი წალეკავს და პროდუქტი დემპინგურ ფასშიც გაიყიდება. რუსეთი ცდილობს, ნებისმიერი გზით გააფართოვოს სავალუტო ნაკადების მიღების არხები და ამიტომ ყიდის ყველაფერს იაფად. ერთის მხრივ, თითქოს კარგია, რომ საქართველო იაფ საქონელ მიიღებს, მაგრამ მშენებლებმა თუ გაიაფებული არმატურის გამო აქ მშენებლობა არ გააიაფეს, ეს საქართველოს ეკონომიკას არანაირ შედეგს არ მოუტანს.

 

ასევე მოხდება თურქეთიდანაც. ლირის ვარდნის გამო, იქიდან უამრავი იაფი პროდუქტი შემოვა. ქართული წარმოება კი არა, კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდება. ამიტომ, აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას საგანგებო საბჭო, სადაც უნდა შევიდნენ როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, ასევე ეროვნული ბანკის, პარლამენტის, სასამართლოს წარმომადგენლებიც კი. ასევე საბჭოში უნდა მოხვდნენ ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები.

 

უწყებრივი გადაბრალება უნდა დასრულდეს. ეს უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი, რომლის საშიშროება რეგიონში დღითი დღე იზრდება", - განუცხადა `ბიზნეს-რეზონანსს~ ეკონომისტმა ემზარ ჯგერენაიამ.


საქართველო არ არის დიდი რეზერვების ქვეყანა, რომ მსოფლიო საფინანსო ბაზარზე და საფონდო ბირჟებზე არსებულ კრიზისს გაუძლოს:


"ჩინეთს დიდი რეზერვი აქვს და შეიძლება გადარჩეს, მაგრამ საქართველოს მსგავსმა პატარა ქვეყანამ მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს პროცესებზე. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები ქართულ ექსპორტს დიდ პრობლემას შეუქმნის და ამის გულგრილად ყურება არ შეიძლება", - ამბობს ჯგერენაია.

 

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მეზობელ ქვეყნებში თუ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს დოლარის გაძვირებით ხსნის. ამერიკაში უპრეცედენტოდ დაბალმა უმუშევრობის მაჩვენებელმა, მიზერულმა იანფლაციამ და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდამ მსოფლიოში დოლარის დეფიციტი შექმნა. ზოგ ქვეყანაში დოლარის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე შეიზღუდა კიდეც, განსაკუთრებით საქართველოს სამეზობლოში.

 

რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი.  თუ სხვა ვალუტებისგან განსხვავებით ლარი არ გაუფასურდა, ამან, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეუქმნას ქართულ ექსპორტს და ზოგადად წარმოებას.


"როდესაც საგარეო ვაჭრობაზე და შემცირებულ ექსპორტზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ნეგატივი არ უნდა დავინახოთ. მაგალითად, 2015 წლის 11 თვეში ჩვენ ნავთობპროდუქტებში გადავიხადეთ 230 მლნ დოლარით ნაკლები. მართალია, საქართველო თმობს ავტომობილების რეექსპორტის პოზიციას, მაგრამ იზრდება ნავთობპროდცქტების რეექსპორტის მოცულობა, მაგალითად, 11 თვეში 27-დან 81 მლნ დორლარამდე გაიზარდა ნავთობპროდქტების რეექსპორტი.


ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს მარცვლეულის შეძენის თვალსაზრისით. რუსული რუბლის დაცემის გამო, შარშან 11 თვეში 26 ათასი ტონით მეტი მარცვლეული შევიძინეთ და 13 მლნ-ით ნაკლები გადავიხადეთ. ამიტომ ამას თავისი პოზიტიური შედეგიც აქვს", -აღნიშნა არჩვაძემ.


რაც შეეხება საფრთხეს, ის არსებობს და აუცილებელია, რომ პრობლემა თავშივე აღმოიფხვრას.

 

"რეალობა არის ის, რომ ლარი ადრე თუ გვიან მცირედით მაინც გაუფასურდება. თუ ეს არ მოხდა, აღმოვჩნდებით იგივე პრობლემის წინაშე, როგორშიც აზერბაიჯანი აღმოჩნდა და მანათის მკვეთრი დევალვაცია მოუწია. იმისათვის, რომ შავი ბაზრის პრეცედენტი გამოირიცხოს, მოგვიწევს ლარის დევალვაცია და ალბათ, შორს არარის ის დრო, როცა ლარი ისტორიულ, "რეკორდულ" მაჩვენებლს მიაღწევს, როცა დოლარი 2,45 ლარი ღირდა. მართალია, მოგვიწევს დევალვაცია, მაგრამ მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობას იმპორტირებული პროდუქტი თითქმის არ გაუძვირდება.


რაც შეეხება ექსპორტს, პრობლემები იქნება, მაგრამ მარტო მისი შემცირება ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და შევინარჩუნოთ ისეთი კურსი, რომელიც ექსპორტს დამატებით ბარიერს არ შეუქმნის; ანუ ჩვენც იგივე რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, რომ გაცვლითი კურსი იყოს იმ პროპორციებში, რა პროპორციებიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა", - განაცხადა არჩვაძემ.


ამასთან, ეკონომისტის თქმით, ქვეყანის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა შეფასდეს არა მარტო ეროვნული ვალუტის კურსით,არამედ მოსახლეობის კეთილდღეობით და მათი მსყიდველობითი უნარით.


"შარშანდელთან შედარებით ფასების ინდექსი 6%-ით არის გაზრდილი მაშინ, როცა ლარი დაახლოებით 40%-ით არის გაუფასურებული. კურსი ფულად-საკრედიტო სისტემის სტუბილურობის უზრუნველსაყოფადაა საჭირო, ხოლო ქვეყნის შიგნით კეთილდღეობა განისაზღვრება სამომხმარებლო ფასების საერთო ჯამით და მისი დინამიკით. თუ ქვეყანა სწორ პოლიტიკას გაატარებს, შევძლებთ, რომ ასეთ პირობებშიც კი გავზარდოთ მოსახლეობის კეთილდღეობა", -დასძინა არჩვაძემ.


გაზეთი "ბიზნეს რეზონანსი"



„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up