"რეზონანსი" - პურის გაძვირება ყველამ მიივიწყა, ქვეყანაში ხორბლის მარაგი აღარ არსებობს

access_time2019-01-13 14:45:10

ხალხს გაძვირებული პურის საბოლოოდ შეაჩეჩეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხით მთავრობა დაინტერესდა და პურის გაძვირების მიზეზს კონკურენციის სააგენტო პრემიერის უშუალო დავალებით სწავლობს, მომხმარებელს პური არ გაუიაფდება. მეტიც, ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ 1 ლარით გაძვირდა ფქვილი, რასაც მეპურეები რუსული ხორბლის გაძვირებას უკავშირებენ. იანვრიდან მოყოლებული, 1 ტონა ხორბლის ფასი 800 ლარია.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 33%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 48 ლარია. მართალია, კომერციული გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებს არ შეეხო, თუმცა ესეც არასაკამრისია იმისთვის, რომ პურის ფასი 1 თვის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.

დოლიძის ინფორმაციით, მწარმოებლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ კონკურენციის სააგენტოსთან, კვლევის პროცესში მათ ამომწურავად გასცეს პასუხი ყველა პრობლემურ კითხვას და განმარტეს მიზეზები, რამაც ბაზარს პურის გაძვირებისკენ უბიძგა.

საქმე ისაა, რომ პურის გაძვირებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქსელურმა მარკეტებმაც, რომლებიც პროდუქტს მაღალი მოგებით ჰყიდიან.

"პურის ფასი აღარ შეიცვლება, ასეთი რამ დღევანდელ ვითარებაში წარმოუდგენელია. ფქვილის ფასმა კიდევ 1 ლარით მოიმატა და 48 ლარი გახდა. ამას აქვს თავისი მიზეზი, ხორბლის ფასმა ბოლო პერიოდში ტონაზე 800 ლარს მიაღწია და ამან ფქვილის გაძვირება გამოიწვია. კონკურენციის სააგენტო აქტიურად სწავლობს ბაზარს და კვლევის პასუხს დადებს, მაგრამ საეჭვოა, ამან ფასზე გავლენა მოახდინოს.

აქტიურად ვითანამშრომლეთ სააგენტოსთან და ჩვენი მოსაზრებები გავაცანით. მიმაჩნია, რომ პურის ფასის ფორმირების პროცესში ძალიან ცუდი როლი ითამაშეს ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, რომლებიც თვითნებური წესებით მოქმედებენ და ფასწარმოქმნაში ერევიან. ზოგი პურს 10-15 თეთრითაც კი აძვირებს.


ეს ყველაფერი ვაცნობე კონკურენციის სააგენტოს და იმედია, რეაგირება იქნება. ალბათ, არ იქნება უპრიანი, თუკი გარკვეული რეგულაციები პურის ბაზარზეც ამოქმედდება. ადრე არსებობდა ხორბლის ბაზრის მარეგულირებელი კომისია, რომელსაც ფასის რეგულირება ევალებოდა. ახლა აბსოლუტური თავისუფლებაა და ამით ბევრი ბოროტად სარგებლობს.

ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ბიზნესში გახდა ის, რომ გაზის გადასახადი პურის მწარმოებლებისთვის არ გაიზარდა, მაგრამ ფასს ვერც ამან უშველა. არსებულ პირობებში პურის ფასში ცვლილება შეუძლებლად მიმაჩნია", - განუცხადა "რეზონანსს" დოლიძემ.

ხორბლის გაძვირების გარდა, პურსა და პურპროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზად ასევე ხორბლის მარაგების სიმცირე, გაძვირებული საწვავი, შესაფუთი მასალები და ენერგომატარებლები სახელდება. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ხორბლის საერთაშორისო ფასი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა, რადგან საქართველოში ფქვილის მცირე მარაგებია.

"წინა პერიოდებში, როცა ფქვილი აქტიურად შემოდიოდა რკინიგზითა და გემებით, გარდამავალი მარაგები არსებობდა. მართალია, ახლა კრიზისულ სიტუაციაში არ ვართ, მაგრამ მარაგის მხრივ პრობლემა მაინც არსებობს. გაეროს რეკომენდაციაა, რომ 2 თვეზე მეტ ხანს საკმარისი მარაგი არსებობდეს, რაც წლიური მოხმარების 12%-ია. ბოლო დროს კი ხორბალი საქართველოში, ძირითადად, ტრაილერებით ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მცირე პარტიებით შემოდის და, ფაქტობრივად, მაშინვე იხარჯება. გემით შემოტანა აღარ ღირს, რადგან მანქანით შემოტანა გაცილებით იაფია, მაგრამ წისქვილებს არ ჰყოფნით მანქანებით შემოტანილი ხორბალი.

კლიმატური პირობების გამოც ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ორ კვირას დაკეტილი იყო, ხორბალი ბაზარზე აღარ შემოდიოდა და ამან გაძვირებისთვის კიდევ ერთი საბაბი შექმნა. გემით რომ შემოიტანო ხორბალი და ძვირი ხორბლის მარაგი შექმნა, ასეთ კონკურენციაში მარცვლეულს ვერ გაყიდი.

ადრე, სულ ცოტა, 80-90 ათასი ტონა ხორბლის მარაგი იყო ქვეყანაში. ქვეყნის მოხმარება თვეში 45-50 ათასი ტონაა, ანუ ორი თვის მარაგი გვქონდა. რეალურად ჩვენ გვჭირდება გასარები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კრიზისულ სიტუაციაში, ეს სამთავრობო სტრუქტურებთან კომუნიკაციისა და მსჯელობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. შეიძლება, კრიზისი არ არის, მაგრამ არც ისეთი მდგომარეობაა, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი", - აცხადებს "რეზონანსთან" სილაგავა.



თეგები:
პური



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up