“რეზონანსი”: “გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ უკვე 260-ს გადააჭარბა”

“რეზონანსი”: “გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ უკვე 260-ს გადააჭარბა”

access_time2017-10-03 16:30:50

მთიან რეგიონებში მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება, მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ზამთრის პერიოდშია, როცა სოფლებს ადამიანთა უმეტესობა ტოვებს. როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, მკაცრი ზამთრის პერიოდში იქ არავითარი პირობები არ არის საცხოვრებლად, ამიტომ მთელი საქართველოს მთიანეთი სულ რამდენიმე ათასი კაცის იმედადაა.

 

ბიზნეს-რეზონანსი შეეცადა გაერკვია,  თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს და რამდენი სოფელი გაუკაცრიელდა ბოლო წლებში და სავალალო მონაცემები მიიღო.

 

უკანა ფშავის 23 სოფლიდან 11 ნასოფლარია, 12 სოფელში კი მუდმივად 37 ოჯახიღა ცხოვრობს. კიდევ უფრო რთული ვითარებაათუშეთში, სადაც ზამთარში მხოლოდ 25 ოჯახი რჩება. ხევსურეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 250 ადამიანია.

 

ლენტეხის რაიონში, სადაც, 2014 წლის აღწერით, მხოლოდ 947 ადამიანი ცხოვრობს, ეს ციფრი ზამთარში 500-მდე ჩამოდის. ცაგერის რაიონში კი, სადაც, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1320 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში 700-ს არ აღემატება მოსახლეობის რიცხვი. შედარებით უკეთესი ვითარებაა რაჭაში, მაგრამ ეს 2 რაიონული ცენტრის (ამბროლაური და ონი) დამსახურებაა, სადაც მუდმივად 3-4 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

 

საქართველოში კატასტროფულად მატულობს გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობა. აღწერის დროს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის წარმომადგენლებს ძალიან ბევრი სახლი საერთოდ დაკეტილი დახვდათ, სადაც წლებია, აღარავინ გამოჩენილა. მოსახლეობისასეთი სერიოზული კლება ძირითადად გამოწვეულია ეკონომიკური სიდუხჭირით, რასაც თან სდევს მასობრივი მიგრაცია, რომლისყველაზე ძლიერი ნაკადი 2002-14 წლებში აღინიშნა. ფონდის ინფორმაციით, გაუკაცრიელებული სოფლებისა და დასახლებების რაოდენობამ 223-ს მიაღწია.

 

უკანა ფშავს 2 ნასოფლარი შეემატა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსახლეობამ სოფლები ახადი და მათურა სწორედ ბოლოწლებში დატოვა.

 

ხალხი მთას გამუდმებით ტოვებს. მხოლოდ მთები და ნასოფლარები რჩება, ხელისუფლებამ თითქოს მთისთვის ყურადღების მიქცევა დაიწყო და სპეციალური კანონიც შემოიღეს, მაგრამ ფაქტია, არ მუშაობს რეალურად. ახალგაზრდები ბარში მიდიან საცხოვრებლად,რადგან ადგილზე დასაქმების არანაირი საშუალება არ არის. აქ ძირითადად მოხუცები დავრჩით. როდემდე გავძლებთ, არ ვიცით. ცუდი გზაა, თოვლი რომ მოდის, აქ ამოსვლა შეუძლებელია. ყველაფერი იკეტება და მაისამდე სოფლები გარე სამყაროს არისმოწყვეტილი. სოფლებში ზამთარში დარჩენილი მოსახლეობისგან ვინცოცხალი დაგხვდება და ვინ - მკვდარი, გაზაფხულამდე არ ვიცით ხოლმე.

 


აი, მაგალითად, უკანა ფშავის სოფელ მუქოში მხოლოდ ორი ოჯახია დარჩენილი. უკანა ფშავის 12 სოფლიდან სკოლა და სამედიცინო დაწესებულება მხოლოდ ერთ სოფელშია. ასეთ პირობებში ახალგაზრდები ვერ იცხოვრებენ და იძულებულები არიან, თბილისში ან დუშეთში გადავიდნენ, - ამბობს სოფელ ვაკის მკვიდრი ბერდია ცოკილაური.

 

მთის კანონს მკვდრად შობილს უწოდებს დემოგრაფი ავთოსულაბერიძე. მისი თქმით, იგი მოსახლეობის დამაგრებასაც კი ვერ უზრუნველყოფს მთაში, არათუ ხალხის უკან დაბრუნებას. როგორცმან ბიზნეს-რეზონანსთანაღნიშნა, ბევრად მეტი სოფელია გაუკაცრიელებული, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ნაჩვენები.

 

სინამდვილეში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ უკვე 260-ს გადააჭარბა. რადგან მოსახლეობის აღწერა არასდროს ხდებაზამთარში, ამიტომ არ არსებობს რეალური ციფრი, მუდმივი მოსახლერამდენია მთაში. ზოგიერთი სოფელი თითქოს აღადგინეს, მაგრამ იქრეალურად არ ცხოვრობს ხალხი ან თუ ცხოვრობს, 2-3 ოჯახი.

 

არ არის ყოფითი პირობები, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურადა ძალიან რთულია ასე ცხოვრება. უფრო ართულებს მდგომარეობას ის,რომ მთაში დარჩენილთა უმეტესობა ასაკოვანია და იმდენად არ შეუძლიათ ამ მკაცრ პირობებთან გამკლავება.

 

ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწერა პირველად მთის კანონი საქართველოში. მაშინაც საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან სურვილი უფრო იყო, ვიდრე მოსახლეობის დამაგრების გეგმა და ასეც მოხდა, ფინანსების უქონლობის გამო ვერ განხორციელდა და ვერიმუშავა. დღესაც იგივე მოხდა. მიიღეს კანონი, რომელიც მკვდრად შობილია, რადგან მოსახლეობის დამაგრებასაც კი ვერ უზრუნველყოფს მთაში, არათუ ხალხის მიბრუნებას. სოციალური შეღავათები არ არის საკმარისი, აუცილებელია, იყოს კარგი სკოლა, საავადმყოფო, გზა,კომუნიკაციები და სამუშაო ადგილები.

 

სამხრეთი საქართველო მიტოვებულია და იქ მოსახლეობა საერთოდ აღარ არის. მართალია, ზღვის დონიდან ძალიან მაღლა არარის, თუმცა ძალიან მკაცრი ზამთარი იცის და სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისითაც ნაკლებად მოსავლიანია ჯავახეთის მთიანეთი.

 

რაც შეეხება დემოგრაფიული კუთხით ვითარებას, მაღალმთიან რეგიონებში ბავშვზე მიცემული 200 ლარი ვერ შექმნის ამინდს დავერ გამოასწორებს მდგომარეობას. მხოლოდ ფული არ არის საკმარისი,თუ არ შეიქმნა პირობები ოჯახის საცხოვრებლად. 200 კი არა, თითობავშვზე 50 ლარიც რომ მისცე, თუ არ იქნება შესაბამისი გარემო,რაც ჩვენს დროში საცხოვრებლად აუცილებელია, აზრი არ აქვსნებისმიერი სოციალური ღონისძიების გატარებას, - განუცხადაბიზნეს-რეზონანსს ავთო სულაბერიძემ.

 

სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მთიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა უნდა მოხდეს ამრეგიონების ტურისტული პოტენციალის ათვისება, სახელმწიფოს მხრიდან მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვაპროექტის განხორციელება, რითაც შესაძლებელი გახდება მთისა დაბარის მოსახლეობას შორის დიდი სხვაობის შემცირება.

 

ძალიან ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც მთის კანონიშევიდა ძალაში და, რასაკვირველია, ასე სწრაფად და მყისიერად ვერდავინახავთ მის შედეგს. მასობრივი მიგრაცია გამოწვეულიასოციალური სიდუხჭირით და ინფრასტრუქტურის არარსებობით. მთავარია, მოხდეს ოპტიმიზაცია და ასეთი კატასტროფული სხვაობაარ იყოს მთისა და ბარის მოსახლეობას შორის, როგორიც დღეს არის.მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსთვის ქალაქის მოსახლეობა 3-5% იყო.დღეს ლამის პირიქითაა და ესაა პრობლემა. მიგრაციის პროცესის შეჩერება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია დაბალანსება. დღეს სოფლებისათვის მთავარი გაზიფიკაცია, ინტერნეტის შეყვანა და ელემენტარული პირობების შექმნაა, რის საფუძველზეც რეგიონი შეძლებს შემდგომ განვითარებას. უნდა მოხდეს მთის ტურისტული პოტენციალის ათვისება,სახელმწიფოს მხრიდან მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა,რამდენადაც ეს შესაძლებელია. დანარჩენს კი ხალხი თავადაცმოახერხებს, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს ჯგერენაიამ.

 

2014 წლის აღწერით, საქართველოში 223 სოფელია, სადაც მოსახლეობის გრაფაში 0 წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინააღწერის დროს, ანუ 2002 წელს, შეიძლება ვიღაც კიდევ იყო რეგისტრირებული, მაგრამ ახლა აღარავინ სახლობს.

 

157 სოფელია 1-დან 5 მცხოვრებით, 98 სოფელში 5-10 კაცია, 828 სოფელში კი - 11-100 კაცი.

 

 



საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.   ეკონომიკური...

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2020-11-27 11:00:25
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.   „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.   „ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11000...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...


მსგავსი სიახლეები

up